შესაძლებელია თუ არა ადამიანისთვის ბედნიერების მიღწევა ცხოვრების მიზნისა და დანიშნულების ცოდნის გარეშე?
- محاور التعريف بالإسلام
- الغاية من خلق الإنسان ومعنى الحياة
- مصدر الإجابة
- قسم المسلمين
- الباب / الفصل
- (قسم المسلمين)
السؤال
შესაძლებელია თუ არა ადამიანისთვის ბედნიერების მიღწევა ცხოვრების მიზნისა და დანიშნულების ცოდნის გარეშე?
الجواب
შეუძლებელია ადამიანმა მოიპოვოს ჭეშმარიტი ბედნიერება, როდესაც მას არ სწამს ალლაჰის და არ იცის, რატომ შექმნა იგი ალლაჰმა? რისთვის მოვიდა ამ სამყაროში? და სად წავა სიკვდილის შემდეგ?
რაც არ უნდა დატკბეს ადამიანი და ისიამოვნოს მრავალგვარი წყალობითა და ბედნიერების მომტანი სხვადასხვა საშუალებებით, მასში მაინც დარჩება უბედურება, რომელიც მას არასოდეს მოშორდება. შემკითხველმა შეიძლება იკითხოს: რატომ ხართ ამაში ასე დარწმუნებული? ჩვენ ვპასუხობთ: რადგან ალლაჰმა, რომელმაც შექმნა ადამიანის სული, გვაუწყა ამის შესახებ და უზენაესი ალლაჰი ამბობს:
ხოლო ვინც ზურგს შეაქცევს ჩემს შეხსენებას [ჩემი სიტყვებისა და ბრძანებებისგან] , მას მტანჯველი ცხოვრება ექნება, და განკითხვის დღეს ბრმად აღვადგენთ
(სურა ტაჰა: 5)
და გვამცნო ალლაჰმა, რომ გაუადვილებს მას გზას გაჭირვებისა და სამუდამო უბედურებისკენ, თუ არ ირწმუნებს, თქვა უზენაესმა ალლაჰმა:
ხოლო ვინც იძუნწა და (მადლის) საჭიროებას არ გრძნობს
და ცრუდ მიიჩნია საუკეთესო
ჩვენ მას გავუიოლებთ ურთულესსა
ვერას არგებს მისი ქონება, როცა (ჯოჯოხეთში) გადაეშვება.
(ალ-ლაილ: 8-11),
და ეს ცნობა უზენაესი ჭეშმარიტებისგანაა; რადგან ის არის, ვინც შექმნა ადამიანის სული და უწყის, რა მოუტანს მას სიკეთეს და რა უბედურებას. უზენაესმა თქვა:
ნუთუ არ იცის ვინც გააჩინა, იგია ყოვლისმჭვრეტელი ყოვლისმცოდნე
[ალ-მულქ: 14],
და ის არის, ვინც შექმნა იგი სიკეთის, სათნოების, ჭეშმარიტი გზისა და ჭეშმარიტების სიყვარულით, და შეაძულა მას სიცრუე, ურწმუნოება და მანკიერება. უზენაესმა თქვა:
მიმართე შენი სახე [მხოლოდ] ჭეშმარიტ სარწმუნოებას [დაემორჩილე მხოლოდ მას], [იყავი] ჰანიფი [ერთღმერთიანი], [რაც შეესაბამება] მოწყობას/ბუნებას [ადამიანისა], რომლითაც ალლაჰმა შექმნა ხალხი თავიდანვე [შექმნა ადამიანი მიდრეკილი ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ და მისი სრული მორჩილებისკენ]. არ შეიძლება ალლაჰის ქმნილების შეცვლა [ნუ შეცვლით ერთღმერთობას მრავალღმერთობით]. ეს [ერთღმერთობა და ალლაჰის კანონის შესრულება] არის სწორი [მართალი] სარწმუნოება, მაგრამ ხალხთა უმეტესობა ამას ვერ ხვდება [არ იცის]
[სურა არ-რუუმ: 32],
და ვინც არ იცის თავისი არსებობის მიზანი, ის მოკლებულია ცხოვრების სიამოვნებას, კმაყოფილების სიამოვნებას და მიღწევის სიამოვნებას იმ კეთილი საქმისთვის, რომელსაც აკეთებს, რადგან დანამდვილებით იცის, რომ მიიღებს მის ნაყოფს, თუ არა ამქვეყნად, მაშინ საიქიოში, უზენაესმა თქვა:
ალლაჰი ბრძანებს: ესაა დღე, როცა მართალნი სარგებელს ჰპოვებენ თავიანთი სიმართლისას: მათთვისაა სამოთხეები, რომელთა ქვეშაც მდინარეები მიედინება; იქ იქნებიან მარადჟამს. კმაყოფილია მათგან ალლაჰი და თვითონაც კმაყოფილი არიან მისით. აი, ესაა მიღწევა – უდიდესი (დიდი გამარჯვება).
[სურა ალ-მაიდა: 44].
დიდებულმა ალლაჰმა თქვა:
ვინც კარგი საქმე აკეთა, კაცმა თუ ქალმა, და თან მორწმუნეც იყო, უსათუოდ ვაცხოვრებთ მათ კეთილი ცხოვრებით, და მივაგებთ ჯილდოს იმაზე უკეთესს, რასაც აკეთებდნენ.
[სურა ან-ნაჰლ: 97],
ამიტომ, არავინ იცის ბედნიერების ჭეშმარიტი არსი, რწმენის გემო და კეთილი საქმის შენახვის სიამოვნება იმ დღისთვის, როდესაც არც სიმდიდრე მოიტანს სარგებელს და არც შვილები — გარდა უზენაესი ალლაჰის მორწმუნისა.
შეიძლება ვინმემ თქვას: ჩვენ ვხედავთ ადამიანებს ბედნიერების მწვერვალზე, მაშინ როცა მათ არ სწამთ ალლაჰი, ჩვენ ვიტყვით: დიახ, არსებობს უყურადღებო, რომელმაც არ იცის ჭეშმარიტება, და იგი მათგანია, ვის შესახებაც უზენაესმა ალლაჰმა გვაუწყა თავის სიტყვაში:
მიატოვე ისინი, ჭამონ და დატკბნენ და ამაო იმედმა გაიტაცოს ისინი, ხოლო მალე შეიტყობენ.
(ალ-ჰიჯრ: 3)
უზენაესი ალლაჰის სიტყვები:
არ შეგაშინოს ურწმუნოების ერთი ქვეყნიდან მეორეში ძრწოლამ !
– (ამქვეყნიური კეთილდღეობა) მცირე/წარმავალი სარგებელია. ჯოჯოხეთია მათი თავშესაფარი, და რაოდენ ცუდი სარეცელია იგი.
[სურა ალი იმრანი:81].
ჭეშმარიტად, ეს უგულისყურო, ამაოებით გართული და უმეცრებაში ჩაფლული ადამიანი ტკბება სიამოვნებით; რომ იცოდეს, რა ელის მას სიკვდილის ჟამს და სიკვდილის შემდეგ, ვეღარანაირი სიკეთით ვეღარ დატკბებოდა, მაგრამ ეს მდგომარეობა მისთვის მხოლოდ მისი სიკვდილისას გაცხადდება, თქვა უზენაესმა:
და რომ გენახა (ო, შუამავალო) მაშინ ისინი რომელთაც არ ირწმუნეს თუ როგორ ხდიან მათ სულებს ანგელოზები; სცემენ მათ სახეებზე და ზურგებზე, ამბობენ: დააგემოვნეთ ცეცხლის მწველი სასჯელი!
(ალ-ანფალ: 50)
და როდესაც მისთვის ცხადი გახდება ჭეშმარიტება – რომელიც იცის და რომელშიც დარწმუნებულია ყოველი მუსლიმი – ის იტყვის, როგორც ალლაჰმა გვამცნო მასზე უზენაესი ალლაჰის სიტყვებში:
და როცა სიკვდილი მიუახლოვდება რომელიმე მათგანს [მრავალღმერთიანებს], ამბობს: ღმერთო ჩემო, დამაბრუნე უკან [ამ ქვეყნად]
რათა ვაკეთო კეთილი საქმე, რომელიც მივატოვე [შეიძლება ვირწმუნო და მორჩილი გავხდე შენი], მაგრამ არა! ეს მხოლოდ სიტყვაა, რომელსაც ამბობს [არავითარი სარგებელი არ მოაქვს მისთვის ამ სიტყვას]. და მათ უკან ზღუდეა აღდგომის დღემდე!
და როცა ჩაიბერება საყვირში [როცა დადგება განკითხვის დღე] და აღარ იქნება ნათესაობა მათ შორის იმ დღეს და ერთმანეთს არ მოიკითხავენ
და ვისი სასწორიც [ალლაჰთან ანგარიშის გაწევის დროს] გადაწონის, ისინი ნეტარ იქნებიან
ხოლო [ღმერთის წინაშე ანგარიშისას] ვისი სასწორიც მსუბუქი იქნება, სწორედ ისინი არიან, რომელთაც საკუთარ თავს ზიანი მიაყენეს, ჯოჯოხეთში იქნებიან მარადიულად
[სურა ალ-მუმინუნი:99-103].
ამიტომ, დანამდვილებით ვიცით და დარწმუნებულნი ვართ, რომ ის, ვინც არ იცის ცხოვრების მიზანი, ვერ მიიღებს ჭეშმარიტ ბედნიერებას, რაც არ უნდა იშრომოს და რაც არ უნდა ეცადოს; ვთხოვთ ალლაჰს, რომ არ გაგვაუბედუროს და მოგვმადლოს თავისი მხურვალე წყალობით.
المصدر
ملاحظات
--