სწამთ თუ არა მუსლიმებს პირველქმნილი ცოდვის დოქტრინის?
- محاور التعريف بالإسلام
- الشبهات والاعتراضات
- مصدر الإجابة
- قسم المسلمين
- الباب / الفصل
- (قسم المسلمين)
السؤال
სწამთ თუ არა მუსლიმებს პირველქმნილი ცოდვის დოქტრინის?
الجواب
ეგრეთ წოდებული „მემკვიდრეობითი ცოდვა“ ილუზიაა, რომელსაც არ გააჩნია ჭეშმარიტება და იგი იუდეველთა და ქრისტიანთა მიერ განდიდებული წიგნის მითებს მიეკუთვნება, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ ადამმა და ჰავამ მძიმე ცოდვა ჩაიდინეს, და რომ სწორედ ჰავამ აცდუნა ადამი, რათა მიერთმია ხის ნაყოფი. მათი ამ მცდარი მტკიცების შედეგად, ადამმა იტვირთა საკუთარი ცოდვის ტვირთი და მის შემდეგ თავის შთამომავლობას მემკვიდრეობით გადასცა; და რომ ალლაჰმა ქალი დასაჯა ორსულობითა და მშობიარობით, როგორც სასჯელი საკუთარი ქმრის, ადამის ცდუნების გამო; ხოლო გველი ალლაჰმა დასაჯა იმით, რომ მუცელზე იხოხოს და მიწა ჭამოს, რადგან შაითანმა მისი სახე მიიღო, როდესაც სამოთხეში შესვლა მოისურვა; და ადამის ცოდვის გამო დაწყევლა დედამიწა და ა. შ. ეს ცრუ ლეგენდა იუდეველთა განდიდებული და დამახინჯებული წიგნის გამონაგონს მიეკუთვნება.
შემდეგ მოვიდა ქრისტიანობა დიდი უბედურებით, რომელიც წარმართული რელიგიებიდან ისესხა, კერძოდ: რომ ღმერთმა შეიწყალა კაცობრიობა მათი მამის ცოდვისგან, ამიტომ მოისურვა თავისი ძის მსხვერპლად შეწირვა, ჩამოავლინა თავისი ძე და განახორციელა იგი ქრისტეს სხეულში, შემდეგ კი ებრაელებს მისცა მასზე ძალაუფლება, რათა მოეკლათ და ჯვარს ეცვათ იგი; ადამის ცოდვის გამოსასყიდად.
სინამდვილეში, როდესაც ალლაჰმა გააჩინა ქმნილებები და დაასრულა ცათა, დედამიწისა და ანგელოზების შექმნა, აცნობა ანგელოზებს, რომ ის დაადგენდა დედამიწაზე ხალიფას. მაშინ ანგელოზებმა იკითხეს: როგორ დაადგენ მასზე მას, ვის ბუნებაშიც ვნება და უწესრიგობის დათესვაა? ალლაჰმა კი აცნობა ანგელოზებს, რომ ის ყველაზე უკეთ უწყის და უბრძენესია, და რომ ეს ხალიფა გამრავლდებოდა დედამიწაზე, მისი შთამომავლობა იმატებდა იქ, ისინი ერთმანეთს შეცვლიდნენ, ხოლო მათ შორის იქნებოდნენ კეთილისმყოფელნი. და ალლაჰმა დაწერა შენახულ დაფაზე (ლაუჰ ალ-მაჰფუზში) იქამდე, სანამ შექმნიდა ადამს და მის მეუღლე ჰავას, რომ ის ჩამოიყვანდა მათ დედამიწაზე, რათა აღეშენებინათ იგი და შეესრულებინათ მასზე ხალიფობის ვალდებულება. ხოლო როდესაც შექმნა იგი, დაასახლა სამოთხეში, რათა მისთვის ესწავლებინა გაკვეთილი საკუთარი თავის და მისი მტრის, შაითანის შესახებ, რომელსაც ის დედამიწაზე შეხვდებოდა. სადაც მან ნება დართო მას, ეკვება სამოთხის ყველა ხისგან, და აუკრძალა მას, რომ მიერთვა ერთი ხის ნაყოფი, რომელსაც არ ჰქონდა რაიმე უპირატესობა სხვა ხეებთან შედარებით, და ეს მხოლოდ იმისთვის აუკრძალა, რომ ყოფილიყო განსაცდელი და გამოცდა მისთვის. ხოლო როდესაც შაითანმა მოატყუა და იცრუა მის წინაშე, რათა მიერთვა იმ ხისგან, ადამი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და დაავიწყდა ალლაჰის გაფრთხილება. და ალლაჰმა ასწავლა მას, თუ როგორ მოენანიებინა ეს შეცდომა. მანაც თქვა ის, რაც ალლაჰმა უბრძანა, შემდეგ ალლაჰმა შეიწყნარა მისი მონანიება და ეს საკითხიც დასრულდა.
თქვა დიდებულმა:
აკი, შენმა ღმერთმა ანგელოზებს უთხრა: აუცილებლად უნდა გავაჩინო ხალიფა დედამიწაზეო. მათ მიუგეს: ,,ნუთუ იქ გააჩენ ისეთს, ვინც სისხლს დაღვრის და იქმს უკეთურებას, როცა ჩვენი ღაღადისი შენს დიდებაშია და სულ შენს სიწმინდესა და უნაკლოებას ვაღიარებთ?". (ალლაჰმა) უთხრა: უეჭველად, მე ვიცი ის, რაც თქვენ არ იცითო.
და ადამს ყველა (მისი ქმნილების) სახელი შეასწავლა, შემდეგ ისინი (ქმნილებები) ანგელოზებს წარუდგინა და უბრძანა: აბა, მაუწყეთ ამათი სახელები, თუკი მართალნი ხართო.
(ანგელოზებმა) თქვეს: შენა ხარ მხოლოდ ყოვლად უნაკლო, ხოლო ჩვენ არ ვფლობთ სხვა ცოდნას, გარდა იმისა, რაც შენ გისწავლებია, ჭეშმარიტად, – შენა ხარ ბრძენი – ყოვლისმცოდნეო.
(ალლაჰმა) ბრძანა: ,,ადამ, აუწყე მათ იმათი სახელები!"... და როცა აუწყა (მათ იმათი სახელები), – უთხრა: განა არ გითხარით, რომ მე ნამდვილად ვიცი უხილავთა შესახებ ცათა და დედამიწისა, ასევე, ვიცი, რასაც ამხელთ ან რასაც მალავთო?
აკი, ვუბრძანეთ ანგელოზებს, რომ ადამისთვის სეჯდეზე თავდახრილიყვნენ, და უმალ სეჯდეზე ჩაემხნენ, გარდა იბლისისა , რომელმაც გადიდგულდა, უარზე დადგა და გახდა ურწმუნოთაგანი.
და ვუთხარით: ,,ადამ! შენ და შენი ცოლი სამოთხეში დასახლდით და უხვად მიირთვით, სადაც რა გენებოთ, თუმცა ამ ხეს ნუ მიუახლოვდებით, თორემ თქვენ იქნებით უსამართლოთაგანნი".
მერე აცდუნა ისინი სატანამ და გამოაძევა იქიდან, სადაც იმყოფებოდნენ. ჩვენ მათ ვუთხარით: ,,(ქვეყნად) დაეშვით მტრებად ერთურთისა! დროებითი სამკვიდრო და საბადებელი თქვენთვის –დედამიწაზეა".
და ადამმა შეისწავლა სიტყვები თავისი ღმერთისაგან და ღმერთმაც – მიუტევა; ჭეშმარიტად, – ისაა მიმტევებელი, მწყალობელი.
ვუბრძანეთ: ,,დაეშვით იქიდან ყველა ერთიანად! ვინც გაჰყვება ჩემგან ნაჩვენებ ჭეშმარიტ გზას მაშინ, როცა სწორი გზის მაჩვენებელი მოგევლინებათ, – მათთვის არც შიში იქნება, არცა მწუხარება";
[სურა ალ-ბაყარა:129],
ამ ისტორიის მოვლენები ტრიალებს იმის გარშემო, რომ ღმერთმა შექმნა ნაცვალი დედამიწაზე და მისი საწყისი სამოთხეში დაადგინა, ხოლო როდესაც ასწავლა მას და მანაც ისწავლა, უბრძანა და აუკრძალა, მისგან მოხდა შეცდომა, რომელსაც ყურანმა უწოდა (გადაცდომა) და არ უწოდებია ცოდვა, უზენაესმა თქვა:
მერე აცდუნა ისინი სატანამ
და როდესაც ის ჩავარდა მისთვის განწესებულ განსაცდელში, ალლაჰმა შეასწავლა მას, როგორ გამოესწორებინა შეცდომა, თუ მას ჩაიდენდა, და მოენანიებინა თავისი ღმერთის წინაშე; და რომ ალლაჰმა მას მიუტევა, ჭეშმარიტ გზაზე დააყენა და პატივი მიაგო, და რომ მისთვის მიტევების შემდეგ, მან იგი დედამიწაზე ჩამოიყვანა, რათა დაესრულებინა ის მისია, რისთვისაც შეიქმნა.
და ებრაელთა წიგნში მრავალი ტექსტია – რომელთა ხსენებაც არ არის საჭირო – რომლებიც აქარწყლებს იმას, რომ შვილი მამის ცოდვას მემკვიდრეობით იღებს, ან რომ კაცობრიობას ცოდვა მემკვიდრეობით გადაეცემა, მაშ, როგორ შეთხზეს ებრაელებმა და მათ კვალდაკვალ ქრისტიანებმა ეს მონაგონი.
და წმინდა ყურანში არავინ იტვირთებს სხვის ცოდვას, და შვილი არ იღებს მემკვიდრეობით მამის დანაშაულს, უზენაესმა ბრძანა:
«ვინც წავიდა ჭეშმარიტი გზით[ალლაჰის გზით] , მხოლოდ თავის სასიკეთოდ დაადგა ამას და ვინც აცდა, მხოლოდ თავის საწინააღმდეგოდ აცდა. და არც ერთი მტვირთველი არ იტვირთავს სხვის ტვირთს, და ჩვენ არ დაგვისჯია ვინმე, ვიდრე არ წარვუგზავნიდით შუამავალს(სანამ მათამდე არ მივიდა მტკიცებულება)!»
(ალ-ისრა: 88),
ამ განმარტების შემდეგ ჩვენ დარწმუნებით ვამბობთ: მემკვიდრეობითი ან პირველქმნილი ცოდვის საკითხი არ არსებობს, არამედ ეს არის მითი, რომელიც დაფუძნებულია ებრაულ სიცრუეზე, და რომელიც განამტკიცა ქრისტიანულმა სიცრუემ, რაც უკავშირდება მესიის (მშვიდობა მას) განკაცებასა და მის ჯვარზე გაკვრას ადამის (მშვიდობა მას) ცოდვის გამოსასყიდად. ხოლო იმას, რაც სინამდვილეში მითია და სიცრუეზეა დაფუძნებული, არანაირი ღირებულება არ გააჩნია; პირიქით, ჩვენ მიტევებას ვთხოვთ ალლაჰს ამგვარი მტკიცებისა და ცილისწამების გამო.
და ადამიანი, რომელიც მიჰყვება ალლაჰის რელიგიას, რომელიც მისმა უფალმა აღზარდა, უბოძა განმასხვავებელი, რითაც იგი ჭეშმარიტებასა და სიცრუეს განასხვავებს, პატივი მიაგო ჭეშმარიტი რელიგიით, რომელიც ეფუძნება მტკიცებულებასა და დასაბუთებას, და რომელსაც სძულს სიყალბე და ცრურწმენა, არ ანიჭებს ამ ცრურწმენას მცირეოდენ ყურადღებასაც კი, და იცის, რომ ეს არის მოგონილი სიცრუე. შესაბამისად, იგი არ ახდენს გავლენას მის კულტურასა და მიზნებზე; არამედ, იგი ამას მიიჩნევს წინასწარმეტყველთა და შუამავალთა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მათ) შეურაცხყოფად; რადგან ეს გულისხმობს, რომ ყველა წინასწარმეტყველი და შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მათ) შებილწული იყო ეგრეთ წოდებული მემკვიდრეობითი ცოდვით, სანამ არ განიწმინდებოდნენ მესიის მიერ მათი გამოსყიდვით. მაშ, როგორ განიწმინდებიან ის წინასწარმეტყველნი, რომლებიც მესიის დრომდე გარდაიცვალნენ??
ალლაჰის რელიგიის მიმდევარი გონიერი ადამიანი მიისწრაფვის ამ გავრცელებული შეცდომის გასწორებისკენ და მასთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებული ჭეშმარიტების სიცრუისგან გარჩევისკენ. იგი მადლობას სწირავს ალლაჰს იმისთვის, რომ შეასწავლა თავისი სწორი რელიგია და აქცია წინასწარმეტყველთა და მოციქულთა (მათზე იყოს ლოცვა და მშვიდობა) მიმდევრად.
المصدر
ملاحظات
--