რა პოზიციაზე დგას ისლამი თავისუფალი ნებისა და იძულების დაპირისპირებულ ცნებებთან დაკავშირებით?
- محاور التعريف بالإسلام
- الشبهات والاعتراضاتشبهات حول القضاء والقدر
- مصدر الإجابة
- قسم الإسلام
- الباب / الفصل
- (قسم الإسلام)
السؤال
რა პოზიციაზე დგას ისლამი თავისუფალი ნებისა და იძულების დაპირისპირებულ ცნებებთან დაკავშირებით?
الجواب
დიდება ალლაჰს, უზენაესმა ალლაჰმა დაწერა ყოველივეს ბედისწერა ცათა და დედამიწის შექმნამდე, წარგზავნა შუამავლები, გარდმოავლინა წიგნები, მსახურებს ბუნებად დაუდგინა კარგის სიყვარული და ცუდის სიძულვილი, გაუძღვა ქმნილებებს კარგისა და ცუდის შესაცნობად და მიანიჭა მათ უნარი გაერჩიათ ერთი მეორისგან. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
და არ განგვიცხადებია მისთვის ორი გზა?
[ალ-ბალად: 8-10].
დიდებულმა ალლაჰმა თქვა:
ჭეშმარიტად ჩვენ მას [ადამიანს] ვაჩვენეთ გზა ან მადლიერების ან უარყოფის
[ალ-ინსაან: 3]
როცა ფარაონმა ჰკითხა მუსას (მშვიდობა მას): ვინ არის თქვენი ღმერთი? მან თქვა, როგორც ალლაჰმა გვამცნო მასთან დაკავშირებით:
[მუსამ] მიუგო: ჩემი ღმერთია ის, ვინც ყოველივე უბოძა თავის ქმნილებას, ხოლო შემდგომ დაადგინა ჭეშმარიტ გზაზე
[ტაჰა: 50].
ყოველი ადამიანი ღმერთმა შექმნა და წარმართა იმისკენ, რაც მისთვის სასიკეთოა, და ამას ყოველი ადამიანი საკუთარ თავში პოულობს, მეტიც, უგუნური ცხოველიც კი ღმერთმა წარმართა იმისკენ, რაც აწესრიგებს მის მდგომარეობას, იცავს მის სახეობას და უზრუნველყოფს მისი შთამომავლობისა და გამრავლების უწყვეტობას.
ალლაჰმა ქმნილებებს წარუდგინა მტკიცებულება, გაუადვილა ბედნიერებს გზა სიადვილისკენ და აარიდა მათ სირთულე, ხოლო უბედურებს გაუადვილა გზა სირთულისკენ. უზენაესი ალლაჰი ამბობს:
ასევე ღამეს, როცა მას ბურავს,
ასევე (ვფიცავ) ზეცას და რაც კი (ალლაჰმა) ააგო,
ასევე (ვფიცავ) დედამიწას და იმას რაც მან(ალლაჰმა) დაფინა,
ასევე სულსა და რაც(ალლაჰმა) სრულყო
შემდეგ მას (სულს) თავისი უკეთურება და ღვთისმოშიშობა შთააგონა,
მართლაც გადარჩა ის, ვინც განწმინდა იგი(სული),
ხოლო, ნამდვილად წააგო იმან, ვინც (უკეთურობებში) ჩააფლო იგი.
[აშ-შამს: 4-10].
ერთ-ერთმა თანამგზავრმა (ალლაჰი იყოს მათი კმაყოფილი) ჰკითხა შუამავალს ﷺ წინასწარ განსაზღვრული ბედის მიმართ ადამიანის პოზიციის შესახებ: უნდა მივენდოთ მას და მივატოვოთ მოქმედება, თუ უნდა ვიმოქმედოთ? პასუხი კი ამ ჰადისში იყო, ალისგან (ალლაჰი იყოს მისი კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
ჩვენ ვიყავით დაკრძალვაზე ბაყი ალ-ღარყადში, და მოვიდა ჩვენთან ალლაჰის შუამავალი ﷺ, დაჯდა და ჩვენც დავსხედით მის გარშემო. მას ხელში ეჭირა პატარა ჯოხი, თავი დახარა და დაიწყო მიწაზე ჯოხით ხაზვა, შემდეგ თქვა: „არ არის თქვენ შორის არავინ, არც ერთი გაჩენილი სული, რომლისთვისაც ალლაჰს არ დაეწეროს მისი ადგილი სამოთხეში ან ჯოჯოხეთში, და არ დაეწეროს, უბედური იქნება ის თუ ბედნიერი.“ მთხრობელმა თქვა: ერთმა კაცმა იკითხა: „ო, ალლაჰის შუამავალო, განა არ უნდა მივენდოთ ჩვენს დაწერილს და მივატოვოთ საქმეების კეთება?“ მან უპასუხა: „ვინც ბედნიერთა შორისაა, ის მიმართული იქნება ბედნიერთა საქმეებისკენ, და ვინც უბედურთა შორისაა, ის მიმართული იქნება უბედურთა საქმეებისკენ.“ შემდეგ თქვა: „იმოქმედეთ, რადგან ყველას გაუადვილდება. ბედნიერებს გაუადვილდებათ ბედნიერთა საქმეების კეთება, ხოლო უბედურებს გაუადვილდებათ უბედურთა საქმეების კეთება.“ შემდეგ მან ﷺ წაიკითხა: ﴿ამრიგად, ვინც გასცა და ღვთისმოშიში იყო 5 და ირწმუნა საუკეთესო 6 ჩვენ მას გავუადვილებთ გზას სიმსუბუქისკენ 7 ხოლო ვინც იძუნწა და თავი დამოუკიდებლად ჩათვალა 8 და უარყო საუკეთესო 9 ჩვენ მას გავუადვილებთ გზას სიძნელისკენ 10﴾.
[საჰიჰ მუსლიმ (170)].
ალლაჰს, ყოვლადწმინდასა და უზენაესს, არ ესაჭიროება, რომ ვინმე აიძულოს; რადგან მორჩილება მას სარგებელს არ მოუტანს და არც ურჩობა აყენებს ზარალს, თუმცა ალლაჰმა შექმნა ქმნილებები და გაუმარტივა მათ, და მას არ ესაჭიროება იძულება.
ალლაჰმა, დიდებულმა და უზენაესმა, იცოდა რას მოიმოქმედებდნენ ქმნილებები მათ შექმნამდე, და დაწერა ეს დაცულ დაფაზე, და არაფერი ხდება მისი ნების გარეშე, და ყველაფერი, რაც ხდება, არის ალლაჰის შექმნილი, მისი ნება და მისი განგებულება, და მას ამაში უმაღლესი სიბრძნე აქვს, და ადამიანს აქვს ნება და სურვილი, რომელიც ექვემდებარება ალლაჰის ნებას, უზენაესმა ბრძანა:
და თქვენ ვერაფერს ისურვებთ თუ არ ინება ალლაჰმა, სამყაროთა ღმერთმა.
[ათ-თაქვირ: 29].
და ის განიკითხება იმის მიხედვით, რაც აირჩია და ისურვა.
ყოველი ადამიანი აცნობიერებს განსხვავებას იმას, რასაც თავისი ნებითა და არჩევანით ასრულებს, და იმას შორის, რაც მის ნების გარეშე ხდება, როგორიცაა ავადმყოფობა და ვარდნა. შესაბამისად, ადამიანი ირჩევს იმას, რაც სურს და თავისი არჩევანით უარს ამბობს იმაზე, რაც არ სურს.
ამგვარად, ადამიანი მოქმედებს თავისი ნებითა და არჩევანით, და სწორედ ამაზეა იგი პასუხისმგებელი და ამის გამო გაასამართლებენ აღდგომის დღეს. რაც შეეხება იმას, რაც ადამიანის თავს ხდება ბედისწერით და რისი თავიდან აცილებაც არ შეუძლია, მაგალითად, ავადმყოფობა ან ვალდებულების შესრულების უუნარობა, ამაზე მას აღდგომის დღეს პასუხი არ მოეთხოვება. დაე, ალლაჰის ლოცვა და სალამი იყოს ჩვენს წინასწარმეტყველ მუჰამმედზე.
المصدر
ملاحظات
--