რა არის შემწყნარებლობის სახეობები ისლამში?
- محاور التعريف بالإسلام
- الشبهات والاعتراضات
- مصدر الإجابة
- قسم الإسلام
- الباب / الفصل
- (قسم الإسلام)
السؤال
რა არის შემწყნარებლობის სახეობები ისლამში?
الجواب
დიდება ალლაჰს, ისლამში შემწყნარებლობა არის ყველაზე ამაღლებული და სრულყოფილი შემწყნარებლობა, რაც კი კაცობრიობისთვის არის ცნობილი. შარიათში მისი სინონიმია სიმარტივე, ხოლო ისლამში სიმარტივე ვლინდება მრავალ სფეროში, მათ შორისაა:
ალლაჰის მიერ ღვთისმსახურების გაადვილება ისლამურ კანონში, რადგან ის არ ყოფილა მძიმე ტვირთისა და ბორკილების კანონი, როგორც ეს უწინარეს კანონებში იყო. უზენაესი ალლაჰი ამბობს:
რომლებიც მიჰყვებიან შუამავალს, წერა-კითხვის უცოდინარ მაცნეს, რომელსაც თავისთან პოულობენ ჩაწერილს თევრათსა და ინჯილში, ის მათ უბრძანებს სიკეთეს და უკრძალავ უკეთურებას, ჰალალად უწესებს სპეტაკსა და ჰარამად უწესებს უწმინდურსა, ასევე მათ ათავისუფლებს სირთულისა და უღლისგან, რომელიც მათ ედგათ...
[სურა ალ-ა'რააფ: 158].
მაგალითად, წინა რელიგიურ კანონებში მლოცველი მხოლოდ სათაყვანისცემლო ადგილას ასრულებდა ლოცვას, ხოლო ამ რელიგიაში მუსლიმისთვის ნებადართულია ლოცვის შესრულება ნებისმიერ ადგილას, სადაც მას ლოცვის დრო მოუსწრებს: ჰაერში, ზღვაში თუ ხმელეთზე. ასევე, რიტუალური უწმინდურებისგან განწმენდა წინა რელიგიურ კანონებში მხოლოდ წყლით იყო შესაძლებელი, ხოლო ალლაჰმა ისლამში დაადგინა თაიამუმი (მიწით განწმენდა), რაც წყალობად იქცა. და ასევეა ლოცვის შემოკლება და მარხვის შეწყვეტა მოგზაურობისა და ავადმყოფობის დროს.
ისლამის სიმარტივისა და შემწყნარებლობის ნაწილია ის, რომ ალლაჰმა დააკანონა მონანიება ცოდვილისთვის, ხოლო ისრაელის შვილთა მონანიება იყო ის, რომ მათ ერთმანეთი დაეხოცათ, რათა ალლაჰს მიეღო მათი მონანიება. უზენაესი ბრძანებს:
აკი, მუსამ თავის ხალხს მიმართა: ეი, ხალხო! უეჭველად, ხბოს (კერპად) დადგენით, საკუთარ სულებს უყავით უსამართლობა, ამიტომ: მოინანიეთ იგი თქვენი გამჩენის წინაშე და მოიკალით თავი(ერთმანეთი დახოცეთ) , რადგან ეს უფრო ხეირიანია თქვენთვის, თქვენივე გამჩენის წინაშეო. შემდეგ მან ესეც გაპატიათ. ჭეშმარიტად, – ისაა მიმტევებელი, მწყალობელი.
[სურა ალ-ბაყარა:129],
რაც შეეხება ისლამს, თუ ადამიანი მოინანიებს, ალლაჰი მიიღებს მის მონანიებას და მის ცოდვებს სიკეთით შეცვლის. უზენაესი ბრძანებს:
რომელნიც არ მოუხმობენ [არ ეთაყვანებიან] ალლაჰის გარდა სხვა ღვთაებებს, და არ კლავენ სულს, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, თუ არა მხოლოდ სიმართლით. და არ მრუშობენ. ვინც კი ამას ჩადის, აუცილებლად შეხვდება მის საზღაურს [მარადიულ ცხოვრებაში]
მისი სასჯელი აღდგომის დღეს გაორმაგდება და მარადიულად იქნება მასში დამცირებული
იმათ გარდა, ვინც მოინანია [ალლაჰის წინაშე გულწრფელად], ირწმუნა და სამართლიანად მოიქცევა. მათ ცუდ საქმეებს ალლაჰი კეთილით შეცვლის, რამეთუ ალლაჰი მიმტევებელი, შემწყალებელია
და ვინც მოინანია და სიკეთე აკეთა, მიბრუნდება ალლაჰთან შენდობილი
[ალ-ფურყაან: 68-71].
და სიმსუბუქის მაგალითებს შორისაა ის, რაც გადმოცემულია წინასწარმეტყველის ﷺ სიტყვებში:
«ვინც ისლამში კეთილად მოიქცევა, არ მოეთხოვება პასუხი იმისთვის, რაც ჯაჰილიაში ჩაიდინა, ხოლო ვინც ისლამში ცუდად მოიქცევა, პასუხი მოეთხოვება პირველისთვისაც და ბოლოსთვისაც.»
[გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (2620) და მუსლიმის მიერ, ნომრით (1003)].
ამრიგად, ჰადისში ბოროტება ნიშნავს რიდდას (ისლამიდან განდგომას), და არა ცოდვასთან დაბრუნებას. თუ ის განუდგება ისლამს, პასუხი მოეთხოვება პირველისთვისაც და ბოლოსთვისაც, ხოლო თუ დაუბრუნდება ცოდვას განდგომის გარეშე; მას პასუხი მოეთხოვება იმისთვის, რასაც დაუბრუნდა ისლამში და არა იმისთვის, რაც მანამდე ჩაიდინა; ალლაჰის შუამავლის ﷺ სიტყვების თანახმად:
"განა არ იცოდი, რომ ისლამი შლის ყველა ცოდვას, რაც ადამიანს ჰქონდა ისლამამდე?"
[გადმოცემულია მუსლიმის მიერ].
და ისლამის სიმარტივე იმაშია, რომ იგი მარტივი რელიგიაა, მასში არ არის არც ბორკილები და არც მძიმე ტვირთი, ამიტომაც თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
«ჭეშმარიტად, რელიგია მარტივია, და ვინც შეეცდება დაუძლეველი ტვირთის აღებას რელიგიაში, ის აუცილებლად დამარცხდება. ამიტომ, იარეთ სწორ გზაზე, ეცადეთ მიუახლოვდეთ მას და გაახარეთ თქვენი თავი [იმ სასიხარულო ცნობით, რაც გელით ჯილდოდ]. გამოიყენეთ [კეთილი საქმეებისთვის] დილა, საღამო და ღამის ნაწილი».
[საჰიჰ ალ-ბუხარი (3445)].
როდესაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მუ'აზი და აბუ მუსა ალ-აშ'არი (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) იემენში გაგზავნა, მათ უთხრა:
«გაადვილეთ და არ გაართულოთ, ახარეთ და არ შეაძულოთ, შეთანხმდით და არ იუთანხმოთ»
[საჰიჰ ალ-ბუხარი (2476) და მუსლიმი (155)].
ისლამის სიმარტივისა და შემწყნარებლობის ნაწილია ის, რომ მან შვილს უბრძანა მშობლების მიმართ კეთილად მოქცევა, თუნდაც ურწმუნოები იყვნენ ისინი და თუნდაც ცდილობდნენ მის ჩამოშორებას ისლამისგან. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
ხოლო თუ ისინი [შენი მშობლები] დაჟინებით გთხოვენ, რათა მე თანამოზიარე დამიდგინო იმაში, რაზეც არანაირი ცოდნა არ გაქვს, მაშინ ნუ დაემორჩილები მათ [ორივე მშობელს]. თუმცა ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში სიკეთე გამოიჩინე მათ მიმართ [იმაში, რაშიც ცოდვა არ არის] და [რწმენის საქმეებში] მიჰყევი იმას, ვინც ჩემსკენ მოიქცა [მონანიებით]. შემდეგ ჩემთან არის თქვენი დაბრუნება და მე შეგატყობინებთ იმას, რასაც აკეთებდით [ამქვეყნიურ ცხოვრებაში]
[სურა ლუყმანი:15],
როდესაც ასმა ბინთ აბი ბაქრის (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) დედა მოვიდა მის მოსანახულებლად, მან ნებართვა სთხოვა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მასზე), რომ მასთან კავშირი შეენარჩუნებინა. მან თქვა: „დედაჩემი ჩემთან მოვიდა, როცა ის მრავალღმერთიანობის მიმდევარი იყო - ყურაიშების ხელშეკრულების პერიოდში, როდესაც მათ შეთანხმება დადეს ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მასზე) და მათი ვადის დროს - თავის მამასთან ერთად, ამიტომ მან რჩევა ჰკითხა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მასზე) და უთხრა: „ო, ალლაჰის შუამავალო, დედაჩემი ჩემთან მოვიდა და მას სურს ჩემთან ურთიერთობა, შევინარჩუნო თუ არა მასთან კავშირი?“ მან თქვა:
«დიახ, შეინარჩუნე მასთან კავშირი»
საჰიჰ ალ-ბუხარი (3), და საჰიჰ მუსლიმი (252).
ასევე, ქმარი მოწოდებულია, რომ კეთილად მოექცეს თავის ებრაელ ან ქრისტიან მეუღლეს, არ შეავიწროოს, არ შეურაცხყოს და არ დაამციროს იგი მისი სარწმუნოების გამო.
ისლამის სიმარტივისა და შემწყნარებლობის ნაწილია ის, რომ იგი მუსლიმს მოუწოდებს კეთილი ურთიერთდახმარებისკენ იმ არამუსლიმებთან, რომლებიც მას რელიგიის გამო არ ებრძვიან, ავალდებულებს მათ მიმართ სამართლიანობას და წაახალისებს მათდამი კეთილად მოპყრობისკენ. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
ალლაჰი არ გიკრძალავთ თქვენ მათ მიმართ, რომელთაც არ გებრძოდნენ რწმენის გამო და არ გამოუგდიხართ თქვენი სახლებიდან, რომ სიკეთე და კეთილგანწყობა გამოიჩინოთ და სამართლიანად მოეპყროთ. უეჭველად, ალლაჰს უყვარს სამართლიანნი.
(ალ-მუმთაჰინა: 8)
ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენ შუამავალ მუჰამმადს.
المصدر
ملاحظات
--