Skip to content

უჭერს თუ არა მხარს ისლამი კლასობრივი დაყოფის კონცეფციას?

محاور التعريف بالإسلام
الشبهات والاعتراضات
مصدر الإجابة
قسم الإسلام
الباب / الفصل
(قسم الإسلام)

السؤال

უჭერს თუ არა მხარს ისლამი კლასობრივი დაყოფის კონცეფციას?

الجواب

ქება-დიდება ალლაჰს, კლასობრივი დაყოფა — ეს არის ადამიანების დაყოფა ფენებად ქონების, რასის ან თანამდებობის მიხედვით ისე, რომ ადამიანს არ შეუძლია თავისი ფენის შეცვლა, ხოლო ისლამი კლასობრივ დაყოფას ჯაჰილიის ერთ-ერთ გადმონაშთად მიიჩნევს,

და ისლამი კრძალავს მუსლიმებს შორის კლასობრივი დაყოფის არსებობას; რადგან ალლაჰმა შექმნა ადამიანები მამაკაცისა და ქალისგან, რათა ერთმანეთი გავიცნოთ და არა იმისთვის, რომ ერთმა მეორე დაჩაგროს, უზენაესმა ბრძანა:

ჰე, ადამიანებო! ჭეშმარიტად ჩვენ შეგქმენით (ერთი) მამაკაცისგან [ადამისგან] და (ერთი) ქალისგან [ჰავასგან], და გაგამრავლეთ, და გაქციეთ (სხვადასხვა) ერებად და ტომებად, რათა ერთმანეთი შეიცნოთ. ჭეშმარიტად, თქვენგან ყველაზე პატივცემული [ამქვეყნად და საიქიოში საუკეთესო და ყველაზე ღირსეული] ალლაჰის წინაშე არის ყველაზე მეტად ღვთისმოშიში. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემცნობია!

(ალ-ჰუჯურათ: 13)

და განმარტა შუამავალმა ﷺ, რომ წარმომავლობა ადამიანს უპირატესობას არ ანიჭებს მხოლოდ წარმომავლობის გამო, არამედ მას უპირატესობას ანიჭებს მისი საქმე და ის სიკეთე, რაც მან ხალხის სასიკეთოდ გააკეთა. მან ﷺ თქვა:

«ვისაც თავისი საქმეები დააყოვნებს, მას მისი წარმომავლობა ვერ დააჩქარებს»

[საჰიჰ მუსლიმ (170)].

რაც შეეხება ქმნილებებს შორის სიმდიდრის, საზოგადოებრივი სტატუსისა და სხვა მიზეზებით არსებულ განსხვავებებს, თავისთავად ეს არც საქებარია და არც დასაძრახი. არამედ, იგი საქებარია მაშინ, თუ ადამიანი ალლაჰის მიერ ბოძებულ სტატუსს, თანამდებობასა და სიმდიდრეს ალლაჰის მორჩილებისა და ხალხის მსახურებისთვის გამოიყენებს, და დასაძრახია მაშინ, თუ იგი დაეურჩება თავის უფალს, ადამიანებზე იამპარტავნებს, მათზე იძალადებს და ამის გამო მათ უსამართლოდ მოექცევა. სხვა მხრივ კი, ამქვეყნიურ სიკეთეებში ადამიანთა შორის განსხვავება სამყაროსეული კანონზომიერებაა, რომელიც ალლაჰმა დედამიწის აღშენებისთვის ისურვა. უზენაესმა თქვა:

განა ისინი ანაწილებენ შენი ღმერთის წყალობას? ჩვენ გავანაწილეთ მათ შორის მათი სარჩო-საბადებელი ამქვეყნიურ ცხოვრებაში და ზოგიერთი მათგანი ზოგიერთზე საფეხურებით ავამაღლეთ, რათა ერთმანეთი სამსახურში ჩაეყენებინათ. და შენი ღმერთის წყალობა იმაზე უკეთესია, რასაც ისინი აგროვებენ.

და რომ არა საშიშროება, რომ ადამიანები ერთ საზოგადოებად (ურწმუნოთა) იქცეოდნენ (იმ აზრით, რომ ადამიანის სიმდიდრე ალლაჰის სიყვარულის ნიშანია), ჩვენ ნამდვილად ვუზრუნველვყოფდით მოწყალის(ალლაჰის) მიმართ ურწმუნოთათვის სახლებს ვერცხლის სახურავებითა და კიბეებით, რომლებითაც ისინი ზევით აივლიდნენ.

და მათი სახლებისთვის კარებს და ტახტებს, რომლებზეც წამოწვებოდნენ

და ოქროს სამკაულებსაც. და ყოველივე ეს მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრების სიკეთეებია, ხოლო მარადიული ცხოვრება შენს ღმერთთან ღვთისმოშიშთათვისაა.

[სურა აზ-ზუხრუფი: 61],

და ალლაჰმა განმარტა, რომ ეს სხვაობა სარჩოში მისი განგებითაა, თქვა შეიხ აბდურ-რაჰმან ას-სა'დიმ (ალლაჰმა შეიწყალოს ის):

უზენაესი გვაუწყებს, რომ წუთისოფელი მისთვის არაფერს წარმოადგენს, და რომ არა მისი სიკეთე და წყალობა თავისი მსახურების მიმართ, რის წინაც ის არაფერს აყენებს, ის დიდად გაუფართოებდა წუთისოფელს მათ, ვინც ურწმუნოა, და გაუკეთებდა ﴿...მათ სახლებს ვერცხლის ჭერსა და კიბეებს...﴾ ანუ: ვერცხლის საფეხურებს ﴿...რომლებზედაც ისინი ადიან33﴾ თავიანთ სახურავებზე, ანუ: შეუმკობდა მათ წუთისოფელს ყოველგვარი სამკაულით და მისცემდა მათ იმას, რაც სურთ, მაგრამ ამისგან ის შეაკავა თავისი მსახურების მიმართ წყალობამ, რათა ისინი არ დაჩქარებულიყვნენ ურწმუნოებაში და არ ჩაედინათ ბევრი ცოდვა წუთისოფლის სიყვარულის გამო. ამაში არის მტკიცებულება იმისა, რომ ის უკრძალავს მსახურებს წუთისოფლის ზოგიერთ საქმეს, ზოგადად თუ კონკრეტულად, მათივე კეთილდღეობისთვის, და რომ წუთისოფელი ალლაჰის წინაშე კოღოს ფრთასაც კი არ იწონის, და რომ ყოველივე ზემოთქმული მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრების ტკბობაა, მწუხარე, დაბინდული და წარმავალი, და რომ საიქიო უზენაესი ალლაჰის წინაშე უკეთესია ღვთისმოშიშთათვის, რომლებიც ემორჩილებიან თავიანთი უფლის ბრძანებებს და ერიდებიან მის აკრძალვებს; რადგან მისი ნეტარება სრული და სრულყოფილია ყოველმხრივ, და სამოთხეში არის ის, რაც სულებს სურთ და რითაც თვალები ტკბებიან, და ისინი იქ მარადიულად დარჩებიან, მაშ, რაოდენ დიდია განსხვავება ამ ორ სამყოფელს შორის".

ას-საადის თაფსირი, თაისირ ალ-ქარიმ არ-რაჰმან (გვ: 765).

ისლამი არ ცდილობს გააუქმოს ადამიანთა დაყოფა მდიდრებად და ღარიბებად, მაგალითად, იმით, რომ ყველა მათგანი მდიდარი ან ღარიბი გახადოს, არამედ მან მდიდარს ღარიბისადმი თანადგომა დაუდგინა. რაც შეეხება ადამიანებს შორის არსებულ ჩვეულებრივ, ბუნებრივ განსხვავებებთან ბრძოლას და მათი აღმოფხვრის მცდელობას, ეს ეწინააღმდეგება სამყაროს კანონზომიერებას, და ამიტომ ისლამმა მათ მიმართ სწორი დამოკიდებულება მოიტანა. დალოცოს ალლაჰმა და მიესალმოს ჩვენს შუამავალ მუჰამმედს.

المصدر

قسم الإسلام

ملاحظات

--