Skip to content

ისლამური მრწამსის თანახმად, ჩემი არამუსლიმი ოჯახი საიქიოში სამოთხეში არ შევა, მართალია ეს?

مصدر الإجابة
قسم الإسلام
الباب / الفصل
(قسم الإسلام)

السؤال

ისლამური მრწამსის თანახმად, ჩემი არამუსლიმი ოჯახი საიქიოში სამოთხეში არ შევა, მართალია ეს?

الجواب

დიდება ღმერთს, მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ადამიანის საბოლოო ხვედრის საკითხი საიქიოში ღმერთს ეკუთვნის; ეს იმიტომ, რომ ღმერთი არის ცათა და მიწის და იმის მფლობელი, რაც მათშია, და მას ეკუთვნის დიდება ყოველგვარ ვითარებაში, უზენაესმა ბრძანა:

ყოველი ქება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, რომელსაც ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცაშია და რაც მიწაზეა, მას ეკუთვნის ქება საიქიოშიც. და ჭეშმარიტად, იგი ბრძენი და ყოვლისმცოდნეა

[სურა საბა: 28]

მას ეკუთვნის განსჯა და მასთან ბრუნდება ყველა ქმნილება, მართალი და ცოდვილი, მორწმუნე და ურწმუნო. უზენაესი ალლაჰი ამბობს:

და იგი არის ალლაჰი არ არის სხვა ღმერთი [ღირსი თაყვანისცემისა] გარდა მისი! მას ეკუთვნის [ყოველი] ქება როგორც პირველ [ცხოვრებაში] [ამ სამყაროში], ასევე უკანასკნელ [მარადიულ] [ცხოვრებაში], მას ეკუთვნის გადაწყვეტილება [ის განიკითხავს თავის მონებს] და მისკენ იქნებით დაბრუნებულნი [თქვენი სიკვდილის შემდეგ, ანგარიშისა და საზღაურისთვის]

[სურა ალ-ყასასი: 70],

და რომ მეუფება აბსოლუტურად მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის და იგია განკითხვის დღის მფლობელი, არ არსებობს სხვა განმკარგველი მასთან ერთად, არც მფარველი და არც შუამდგომელი გარდა მისი ნებართვისა, უზენაესი ამბობს:

განკითხვის დღის განმგებს.

[ალ-ფაათიჰა: 5-7]

და თუ ეს ცნობილია, ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ალლაჰმა შექმნა ადამიანები თავისი უფლობის ბუნებაზე, წარმოგზავნა მათთან შუამავლები და გარდმოავლინა წიგნები და უბოძა მათ სმენა, მხედველობა და გულები; რათა დადგენილიყო მტკიცებულება ქმნილებებზე და განუმარტა ადამიანებს, რომ მათი შექმნის მიზანია მისთვის ეცათ თაყვანი და არ გაეჩინათ მისთვის რაიმე თანაზიარი, და დაავალა თავის შუამავლებს (მშვიდობა მათდა), რომ გაეფრთხილებინათ ქმნილებები ალლაჰის სასჯელისგან, შეეშინებინათ ისინი ცუდი აღსასრულისგან და ეხარებინათ მათთვის სამოთხე, რომლის სიგანეც ცანი და დედამიწაა. და არ ყოფილა წინასწარმეტყველი, რომ არ ეხარებინა თავისი ხალხისთვის და არ გაეფრთხილებინა ისინი, როგორც თვითონ ბრძანა უზენაესმა:

მოციქულები, რომლებიც ახარებენ და აფრთხილებენ, რათა ხალხს არ ჰქონდეს ალლაჰის წინაშე საბაბი მოციქულების შემდეგ; და ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია.

[სურა ან-ნისა:163],

და ალლაჰმა, დიდებულმა და უზენაესმა, განმარტა, რომ ადამიანთა ხვედრი აღდგომის დღეს არ გასცდება ამ ორ ჯგუფსა და ორ ხვედრს, უზენაესმა ბრძანა:

და ამგვარად [როგორც წინა წინასწარმეტყველებს], შენც შთაგაგონეთ (ო, მუჰამმად) ყურანი, არაბულ ენაზე, რათა შეახსენო ქალაქთა დედას [მექქას] და მის გარშემო მცხოვრებთ, და გააფრთხილო შეკრების დღის შესახებ, რომელშიც ეჭვი არ არის. (და როდესაც ყველა არსება შეგროვდება) ზოგი (იქნება) სამოთხეში [მორწმუნეები], ზოგი კი (იქნება) ცეცხლის ალში [ჯოჯოხეთში].

(სურა აშ-შურა: 13)

დიდებულმა ალლაჰმა თქვა:

ჭეშმარიტად, ამაშია სასწაული იმისთვის, ვისაც ეშინია იმქვეყნიური სასჯელის. ეს ის დღეა, როცა შეკრებილი იქნება ხალხი, და ეს არის დღე, რომელსაც ყველა იხილავს.

და ჩვენ მას არ გადავდებთ, გარდა დათქმული ვადისთვის.

იმ დღეს, როცა ის (განკითხვის დღე) დადგება , ვერცერთი სული ვერ ილაპარაკებს, გარდა მისი ნებართვისა. მათ შორის იქნებიან უბედურნი და ბედნიერნი.

ხოლო უბედურნი ცეცხლში იქნებიან, და იქ მათთვის იქნება მოთქმა [ტანჯვის კვნესა] და ღრიალი.

მარადიულად იქნებიან იქ, სანამ იარსებებს ცა და მიწა, გარდა იმისა, თუ შენი უფალი ინებებს (სხვაგვარად) [რადგან ჯოჯოხეთიდან გამოიყვანს ყველა მორწმუნეს, ვის გულშიც თუნდაც მტვრის წილზე მცირე რწმენა ჰქონდათ] ვინაიდან, ნამდვილად, შენი უფალი აღასრულებს ყველაფერს, რასაც ინებებს!

ხოლო ბედნიერნი სამოთხეში იქნებიან, სამუდამოდ დამკვიდრდებიან იქ, ვიდრე იარსებებენ ცანი და მიწა, გარდა იმისა, რასაც ინებებს შენი ღმერთი. ეს არის ჯილდო, რომელიც არასოდეს შეწყდება.

[ჰუდ: 118-119].

ეს არის საკითხი, რაზეც თანხმდება შუამავლებისა და მოციქულების (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მათ) სიტყვა და რასაც განსაკუთრებით გაუსვა ხაზი შუამავალთა ბოლო ბეჭედმა. მუაზ იბნ ჯაბალისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა:

"ერთხელ, როდესაც მე ვიჯექი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უკან და ჩემსა და მას შორის მხოლოდ უნაგირის უკანა ნაწილი იყო, მან თქვა: «ო მუ'აზ იბნ ჯაბალ!». მე ვუპასუხე: "შენს წინაშე ვარ, ო ალლაჰის მოციქულო, ბედნიერი ვარ შენი მსახურებით!". შემდეგ გაჩუმდა გარკვეული დროით და თქვა: «ო მუ'აზ!». მე ვუპასუხე: "შენს წინაშე ვარ, ო ალლაჰის მოციქულო, ბედნიერი ვარ შენი მსახურებით!". შემდეგ გაჩუმდა გარკვეული დროით და თქვა: «ო მუ'აზ!». მე ვუპასუხე: "შენს წინაშე ვარ, ო ალლაჰის მოციქულო, ბედნიერი ვარ შენი მსახურებით!". თქვა: «იცი თუ არა, რა არის ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ?» ვუპასუხე: "ალლაჰმა და მისმა მოციქულმა უკეთ იციან". თქვა: «ალლაჰის უფლება მისი მსახურების მიმართ არის ის, რომ მას ემსახურონ და არაფერი დაუდგინონ თანამოზიარედ». შემდეგ გაჩუმდა გარკვეული დროით და თქვა: «ო მუ'აზ იბნ ჯაბალ!». მე ვუპასუხე: "შენს წინაშე ვარ, ო ალლაჰის მოციქულო, ბედნიერი ვარ შენი მსახურებით!". მან თქვა: «იცი რა არის მსახურთა უფლება ალლაჰზე თუ ისინი მას შეასრულებენ?» ვუპასუხე: "ალლაჰმა და მისმა მოციქულმა უკეთ იციან". თქვა: «მსახურთა უფლება ალლაჰზე არის ის, რომ ის არ დასჯის მათ»,"

[ჰადისს გადმოსცემს მუაზი, რომელიც შეთანხმებულია ბუხარისა და მუსლიმის საჰიჰ ჰადისთა კრებულებში. ბუხარი, (5967); მუსლიმ, (48)],

და ჯაბირისგან, მან თქვა:

წინასწარმეტყველთან ﷺ მივიდა კაცი და უთხრა: ო, ალლაჰის შუამავალო! რა არის ორი გარდაუვალი რამ? მან თქვა: "ვინც მოკვდება ისე, რომ ალლაჰს არაფერს დაუდგენს თანაზიარად, სამოთხეში შევა. და ვინც მოკვდება ისე, რომ ალლაჰს რამეს დაუდგენს თანაზიარად, ცეცხლში შევა.

[საჰიჰ მუსლიმ (170)].

მაშასადამე, ეს განაჩენი და საბოლოო ხვედრი მუსლიმთა გამოგონილი არ არის, არამედ, როგორც იხილე და შეიტყვე, იგი ღვთიური გადაწყვეტილებაა. შესაბამისად, მუსლიმი არ არის ის, ვინც წყვეტს, რომ ესენი სამოთხეში მოხვდებიან, ხოლო ისინი — ჯოჯოხეთში, არამედ ის, ვისაც ეკუთვნის განაჩენის გამოტანის უფლება ამქვეყნადაც და საიქიოშიც, ალლაჰია.

და ადამიანის ვალდებულებაა, როდესაც ალლაჰი მას ისლამისკენ (სწორ გზაზე) მოაქცევს, შეეცადოს მოუწოდოს თავის მშობლებსა და ნათესავებს ისლამისკენ, რათა ალლაჰმა ისინიც მოაქციოს ისლამზე, რომელიც არის ალლაჰის სწორი გზა და ეს არის შუამავალთა (მშვიდობა მათზე) გზა. მაგრამ თუ შენი ოჯახის წევრები ისე გარდაიცვალნენ, რომ არ იყვნენ ისლამზე, ვიმედოვნებთ, რომ მათთან ისლამური მოწოდება არ მისულა. ხოლო ვინც ისე გარდაიცვალა, რომ მასთან ისლამური მოწოდება არ მისულა და არც არაფერი იცოდა მის შესახებ; ჭეშმარიტად, ალლაჰი მას არ დაჩაგრავს, არამედ განკითხვის დღეს, როდესაც ალლაჰი ყველა ქმნილებას აღადგენს, ის გამოცდის მას, ვისთანაც ისლამური მოწოდება არ მისულა. და თუ იგი მიიღებს ამას, სამოთხეში შევა. ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანებს:

«სამოთხეში არ შევა არავინ, გარდა მუსლიმი სულისა»

[გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (2620) და მუსლიმის მიერ, ნომრით (1003)].

და თუ ეურჩა და ქედმაღლობა გამოიჩინა, მას ჯოჯოხეთში შეიყვანს მისი ქედმაღლობის, სიჯიუტისა და ურწმუნოების გამო. ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენს შუამავალ მუჰამმედს.

المصدر

قسم الإسلام

ملاحظات

--