Skip to content

უნდა შევასრულო თუ არა ლოცვა ისლამის მიღებისთანავე?

محاور التعريف بالإسلام
محاسن الإسلاممحاسن العبادة
مصدر الإجابة
قسم الإسلام
الباب / الفصل
(قسم الإسلام)

السؤال

უნდა შევასრულო თუ არა ლოცვა ისლამის მიღებისთანავე?

الجواب

დიახ, მუსლიმმა უნდა შეასრულოს ლოცვა, თუ ის ისლამს მიიღებს, რადგან ლოცვა ისლამის მეორე ბურჯია, და ის არის ალლაჰის მიერ დაკისრებული ვალდებულება ყველა წინასწარმეტყველისა და მოციქულის მიმართ, მშვიდობა და კურთხევა მათზე, და მათი მიმდევრების მიმართ აღდგომის დღემდე. მუსლიმმა, თუ ის ისლამს მიიღებს, უნდა შეასრულოს ხუთი ლოცვა თავის დროზე; რადგან ლოცვა მორწმუნეებისთვის დადგენილია განსაზღვრულ დროებში, უზენაესმა ბრძანა:

ჭეშმარიტად, განსაზღვრულ დროებში ლოცვა სავალდებულოა მორწმუნეთათვის.

[სურა ან-ნისა:163],

და ლოცვა არის მეორე ბრძანება, რაც ალლაჰმა უბრძანა მუსას (მშვიდობა მას), როდესაც დაელაპარაკა მას მისი უფალი. უზენაესმა ალლაჰმა უთხრა:

როცა მივიდა მასთან, ხმა გაისმა: ჰეი, მუსა

ჭეშმარიტად, მე შენი ღმერთი [ალლაჰი] ვარ. გაიხადე შენი ორი ფეხსაცმელი, რამეთუ შენ იმყოფები ტუვას წმინდა ხეობაში.

მე გამოგარჩიე შენ [ო, მუსა], და შეისმინე ის, რაც ზეშთაგეგონება

ჭეშმარიტად მე ვარ ალლაჰი! არ არსებობს [ღირსეული სათაყვანებელი] ღვთაება, ჩემს გარდა. თაყვანი მეც და ლოცვად დადექი ჩემს სახსენებლად!

[სურა ტაჰა: 11-14]. და უზენაესმა თქვა:

და შთავაგონეთ მუსასა და მის ძმას: აირჩიეთ თქვენი ხალხისთვის საცხოვრებლები ეგვიპტეში და თქვენი სახლები გახადეთ სალოცავ მიმართულებად [ლოცულობდეთ თქვენს სახლებში]. შეასრულეთ (სავალდებულო) ლოცვა დროულად და ახარე, ო მუსა, მორწმუნენი [ახარე მათ ალლაჰის შემწეობისა და დიდი საზღაურის ამბავი მათი მტრების წინააღმდეგ].

(იუნუს: 68)

ლოცვას უდიდესი ნაყოფი აქვს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ იგი ეხმარება ადამიანს სწორ გზაზე დგომაში და უწმინდური საქმეებისა და ცოდვებისგან შორს ყოფნაში. უზენაესმა ალლაჰმა თქვა:

და იკითხე ის [ო, შუამავალო] , რაც წიგნისაგან ზეშთაგეგონა [ყურანისგან] და სრულყოფილად შეასრულე ლოცვა. ჭეშმარიტად, ლოცვა[სრულყოფილად] კრძალავს სიავენს და უკეთურობას. ალლაჰის ხსენება კი უფრო უდიდესია და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ

[სურა ალ-ანქაბუთი:48],

ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენ შუამავალ მუჰამმადს.

المصدر

قسم الإسلام

ملاحظات

--