Skip to content

რატომ გარდმოავლინა ალლაჰმა წმინდა ყურანი შუამავალზე? და ნიშნავს თუ არა ეს ორივეს, თორისა და ინჯილის გაუქმებას? და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თორისა და ინჯილის მიმდევრები არ იდგნენ ალლაჰის ჭეშმარიტ გზაზე და ამიტომ გარდმოავლინა ალლაჰმა ყურანი შუამავალ მუჰამმადზე?

مصدر الإجابة
قسم القرآن والكتب السابقة
الباب / الفصل
(قسم القرآن والكتب السابقة)

السؤال

რატომ გარდმოავლინა ალლაჰმა წმინდა ყურანი შუამავალზე? და ნიშნავს თუ არა ეს ორივეს, თორისა და ინჯილის გაუქმებას? და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თორისა და ინჯილის მიმდევრები არ იდგნენ ალლაჰის ჭეშმარიტ გზაზე და ამიტომ გარდმოავლინა ალლაჰმა ყურანი შუამავალ მუჰამმადზე?

الجواب

კითხვის დამსმელს ეუბნებიან: რატომ გარდმოავლინა ალლაჰმა თორა, როდესაც მანამდე არსებობდა იბრაჰიმის ფურცლები? და რატომ გარდმოავლინა ალლაჰმა ინჯილი, როდესაც მის წინ თორა არსებობდა? პასუხი ერთია: ის, რომ ალლაჰი ყოველ ეპოქაში აწესებს იმას, რაც შესაფერისია მისი ხალხისთვის. ხოლო რწმენის საფუძვლები საერთოა შუამავლებს შორის, ყველა მათგანი მოუწოდებს ერთადერთი უზენაესი ალლაჰის თაყვანისცემისკენ და ტაღუტის უარყოფისკენ. უზენაესმა ალლაჰმა თორასა და ინჯილის დაცვა მიანდო ისრაელის ძეთა სწავლულებს, თუმცა მათ დაამახინჯეს და შეცვალეს ისინი. მათთვის ცნობილი იყო, რომ უზენაესი ალლაჰი უკანასკნელ ჟამს მოავლენდა შუამავალს, რომლითაც დაასრულებდა შუამავლებს, და ის არის წინასწარმეტყველი მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). ამიტომ, უზენაესმა ალლაჰმა გარდმოავლინა მასზე წიგნი, რომელიც აუქმებს წინა შარიათებს და გამოსადეგია ყველა დროისა და ადგილისთვის განკითხვის დღემდე. სწორედ მისით განსჯის შუამავალი 'ისა (იესო) (ალლაჰის მშვიდობა მას), როდესაც ის ჩამოვა უკანასკნელ ჟამს. უზენაესმა ალლაჰმა თავად ითავა მისი დაცვა მრავალი საშუალებით, ასე რომ, რაც არ უნდა ეცადოს ზოგიერთი ადამიანი მის დამახინჯებას, მათი საქმე გამოაშკარავდება. აქედან გამომდინარე, ყოველი იუდეველი ან ქრისტიანი, ვინც მოესწრო ისლამს და არ შევიდა მასში, არ არის სწორ გზაზე. უზენაესმა ალლაჰმა თქვა:

ბევრია მსურველი წიგნბოძებულთაგან, რომ თქვენი რწმენის შემდგომ (ისევ) ურწმუნოებად უკუგაქციონ, თავიანთ სულებში დამკვიდრებული შურის გამო – ჭეშმარიტება რომ გაუცხადდათ. მაშ, მიუტევეთ და განერიდეთ, ვიდრე არ მოვა ბრძანება ალლაჰისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა.

[სურა ალ-ბაყარა:129],

თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის მუჰამმედის სული, ვინც არ უნდა გაიგოს ჩემს შესახებ ამ თემიდან, იუდეველმა თუ ქრისტიანმა, და შემდეგ მოკვდება ისე, რომ არ ირწმუნებს იმას, რითაც მე გამოვიგზავნე, აუცილებლად ცეცხლის ბინადრებს შორის იქნება.»

[გადმოცემულია მუსლიმის მიერ].

და ამ თემში იგულისხმება მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თემი, ანუ: ისინი, რომლებთანაც იგი იქნა წარმოგზავნილი და მას ეწოდება მოწოდების თემი, ხოლო მათგან, ვინც ირწმუნა მისი, ეწოდება პასუხის თემი. აქედან გამომდინარე ასევე, ვინც იყო იუდეველი და ქრისტიანი თავის დროს, და ირწმუნა თორა და სახარება ისე, როგორც გარდმოევლინა, შეუცვლელად და დაუმახინჯებლად, და გარდაიცვალა შუამავალ მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წარმოგზავნამდე - ის არის ჭეშმარიტ გზაზე, ხოლო ყველა, ვინც მოესწრო ისლამს და არ მიიღო იგი, არის ცდომილებაში.

المصدر

قسم القرآن والكتب السابقة

ملاحظات

--