მართალია, რომ წინასწარმეტყველმა მუჰამმედმა დაწერა ყურანი და გადმოწერა იგი სახარებიდან (ახალი აღთქმა Gospel)?
- محاور التعريف بالإسلام
- التعريف بمحمد صلى الله عليه وسلمالتعريف بالنبي محمد صلى الله عليه وسلمالتعريف بالقرآن الكريمالشبهات والاعتراضاتشبهات حول القرآن
- مصدر الإجابة
- قسم القرآن والكتب السابقة
- الباب / الفصل
- (قسم القرآن والكتب السابقة)
السؤال
მართალია, რომ წინასწარმეტყველმა მუჰამმედმა დაწერა ყურანი და გადმოწერა იგი სახარებიდან (ახალი აღთქმა Gospel)?
الجواب
ამ კითხვაზე საპასუხოდ ვამბობთ:
პირველი: შემკითხველმა, რომელმაც ეს კითხვა დასვა, არ იცის ყურანი და არ იცის სახარება, რადგან ყურანი სრულიად განსხვავდება სახარებისგან, და სახარება არ არის ერთი სახარება, არამედ მრავალრიცხოვანი სახარებებია. და ნუთუ შემკითხველი გულისხმობს, რომ შუამავალმა მუჰამმედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადმოიღო მარკოზისგან, ლუკასგან, მათესგან ან იოანესგან, ან პავლეს ეპისტოლეებიდან, ან იაკობის ეპისტოლეებიდან?
მეორე: ის, რომ სახარებები ერთმანეთთან ძალიან ბევრ საკითხში ურთიერთსაწინააღმდეგოა. მათ შორის, იოანეს სახარება მიმართულია იმის დასამკვიდრებლად, რომ მესია ღვთის შვილია - უზენაესია ალლაჰი და დიდად აღმატებულია იმისგან, რასაც ისინი ამბობენ - მაშინ, როცა დანარჩენი სამი სახარება მკაფიოდ არ საუბრობს ღვთის შვილობაზე. ასევე, ისინი საშინლად ურთიერთსაწინააღმდეგოა ჯვარცმის საკითხში. მაშ, რომელი სახარებიდან გადმოიღო შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)?
მესამე: დიადი ყურანი მოვიდა ზოგიერთი იმ საკითხის გამოსასწორებლად, რომელთა საწინააღმდეგოც იუდეველებსა და ქრისტიანებს სწამთ. უზენაესმა ალლაჰმა თქვა:
ჭეშმარიტად, ეს ყურანი მოუთხრობს ისრაელის შვილებს საკითხების უმეტეს ნაწილს, რაშიც ისინი ვერ თანხმდებოდნენ
[სურა ან-ნამლი:76],
და ამ საკითხებს შორისაა მართალი ქალის სიწმინდე იმისგან, რაც მას მიაწერეს, უზენაესმა ბრძანა:
მესიჰი, ძე მარიამისა, მხოლოდ შუამავალია, განვლეს უკვე შუამავლებმა მასზე უწინ. დედა მისი სიმართლისმთქმელი ქალი იყო. ორივე მათგანი საკვებს მიირთმევდა. შეხედე, როგორ ვუმარტავთ ხალხს აიათებს, და შეხედე, როგორ აქცევენ ზურგს!
[სურა ალ-მაიდა: 44].
ასევეა მესიის (მშვიდობა მას) ბოლო ჟამს ჩამოსვლის საკითხიც: ქრისტიანებს სწამთ, რომ ის ჩამოვა როგორც ალლაჰის შვილი, რათა განსაჯოს მსახურები, მაშინ როცა ყურანმა დაადასტურა, რომ ის არის ადამიანი და შუამავალი, რომელიც ჩამოვა, როგორც განკითხვის დღის ერთ-ერთი ნიშანი. უზენაესი ამბობს:
და უეჭველად, იგი [ისა, მარიამის ძე] არის საათის [განკითხვის დღის] ნიშანი [მის მოახლოებაზე]. ამიტომ ნუ შეგეპარებათ ეჭვი მასში [განკითხვის დღის მოსვლაში] და (უთხარი მათ, ო, მუჰამმად): გამომყევით მე (რასაც მე გადმოგცემთ ყოვლისშემძლე ალლაჰისგან)! ეს (არის) სწორი გზა (სამოთხისკენ).
[სურა აზ-ზუხრუფი: 61],
მეოთხე: დიადმა ყურანმა მოიხსენია ისეთი ამბები ისაზე (მშვიდობა მას) და მის დედაზე (მშვიდობა მას), რომლებიც ქრისტიანებმა არ იციან. მათ შორისაა ისას საუბარი დაბადების შემდეგ და ციდან სუფრის ჩამოგზავნა. უზენაესმა ალლაჰმა თქვა:
თქვა: ისამ მარიამის ძემ, ო! ღმერთო ჩემო გარდმოგვივლინე ჩვენ სუფრა ზეციდან, რომელიც იქნება ჩვენთვის დღესასწაული, ჩვენგან პირველთათვის და უკანასქნელთათვის, და სასწაული შენგან, და მოგვეცი სარჩო შენ საუკეთესო სარჩოს მომცემი ხარ
მეხუთე: დიადი ყურანი დაცულია იმ შეცდომებისგან, რომლებიც მოცემულია სახარებებში, და დაცულია იმ უამრავი შეუთავსებლობისგან, რომლებსაც შეიცავს სახარება.
მეექვსე: ის, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არ იცოდა კითხვა და წერა, და ეს მოხსენიებულია დიდებულ ყურანში, უზენაესი ბრძანებს:
და შენ [ო, მუჰამმედ] მისამდე [ყურანის გარდმოვლინებამდე] არ გიკითხავს არავითარი წიგნი და [ასევე] [არასოდეს] არ დაგიწერია [არანაირი წიგნი] შენი ხელით, თორემ [თუ წაიკითხავდი და წერას შეძლებდი] უეჭველად შეეპარებოდათ ეჭვი სიცრუის მიმდევრებს [და იტყოდნენ, რომ ყურანი არის მხოლოდ ის, რაც შენ წაიკითხე წინა წიგნებში]
[სურა ალ-ანქაბუთი:48],
და მისი ერი წერა-კითხვის უცოდინარი იყო, კითხვა მათ შორის არ იყო გავრცელებული, წიგნის ხალხის წიგნები მექაში არ იყო მიმოქცევაში და მათ არ იცოდნენ იმის შესახებ, თუ რა გააჩნდა წიგნის ხალხს.
ამ განმარტების შემდეგ შეუძლია თუ არა მიუკერძოებელ ადამიანს თქვას: რომ შუამავალმა ﷺ ყურანი სახარებიდან დაწერა და მისგან გადაწერა, და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მიუკერძოებელი ადამიანი, როდესაც წაიკითხავს ჩვენს მიერ დაწერილ პასუხს, დაასკვნის – აუცილებლად – რომ შემკითხველმა არ იცოდა არც დიადი ყურანი და არც სახარება.
რაც შეეხება იმ საკითხებს სახარებაში, რომლებიც ეთანხმება წმინდა ყურანს, ეს არის იმ ჭეშმარიტების ნაშთები, რომელიც მოიტანა ისა შუამავალმა (მშვიდობა მას), როგორიცაა მოწოდება ერთადერთი ალლაჰის თაყვანისცემისკენ. გასაკვირია ის, რომ ისინი, ვინც უპირისპირდებიან ყურანს და შეცდომაში შეჰყავთ ქრისტიანები, თითქოსდა შუამავალმა მუჰამმადმა ﷺ წმინდა ყურანი სახარებიდან გადმოწერა, უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ სახარება მკაფიოდ მიუთითებს შუამავალი მუჰამმადის ﷺ მოსვლაზე, სამახარობლოდ ამბობს მასზე და უბრძანებს თავის მიმდევრებს ირწმუნონ შუამავალი მუჰამმადი ﷺ, როდესაც ის მოევლინებოდა. თუმცა, ისინი ამას არ ახსენებენ; პირიქით, ყოველნაირად ცდილობენ მათ დამალვასა და დამახინჯებას.
المصدر
ملاحظات
--