რა არის ყურანი?
- محاور التعريف بالإسلام
- التعريف بالقرآن الكريم
- مصدر الإجابة
- قسم القرآن والكتب السابقة | كتاب: الإسلام دين رب العالمين، ص 15-16.
- الباب / الفصل
- (قسم القرآن والكتب السابقة)
السؤال
რა არის ყურანი?
الجواب
ქება-დიდება ალლაჰს. და შემდეგ: ალლაჰმა მხარი დაუჭირა თავის წინასწარმეტყველებსა და შუამავლებს (ლოცვა და მშვიდობა მათ) ცხადი ნიშნებით, რომლებიც, ალლაჰის შემდეგ, მათი ხალხების ჭეშმარიტ გზაზე დადგომის მიზეზი ხდებოდა. წარსულს ჩაბარდა წინასწარმეტყველთა (ლოცვა და მშვიდობა მათ) სასწაულები, როგორიცაა სალიჰის აქლემი და მუსას კვერთხი, კეთროვნისა და მუნჯის განკურნება და მიცვალებულთა გაცოცხლება ისას (მშვიდობა მას) ხელით. მათგან არაფერი დარჩა გარდა უდიდესი სასწაულისა — ჩვენი შუამავლის მუჰამმედის ﷺ სასწაულისა. მისი უდიდესი სასწაული არის წმინდა ყურანი, რომელიც წინასწარმეტყველთა სასწაულთაგან ყველაზე უდიდესია, და ამიტომაც თქვა მან ﷺ:
«არ არის მოციქულთაგან არცერთი მოციქული, რომ მას სასწაული არ მისცემოდა, რითაც ირწმუნებდა ხალხი, და რაც მომეცა მე (ყველაზე დიდი სასწაული) ეს არის ზეგამოცხადება (ყურანი), რომელიც შთამეგონა ალლაჰისგან, და იმედი მაქვს, რომ აღდგომის დღეს ჩემი მიმდევართა რაოდენობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე რომელიმე მათგანის».
[შეთანხმებული ჰადისი: გადმოსცემს ალ-ბუხარი ნომრით: (7274), და მუსლიმი ნომრით: (239)].
და ეს ზეგამოცხადება, რომელიც ალლაჰმა მას უბოძა, არის: ყურანი და შუამავლის სუნნა, და რადგან შეკითხვა ყურანს ეხებოდა, ჩვენ აქ დეტალურად ვისაუბრებთ წმინდა ყურანის შესახებ და ვიტყვით:
წმინდა ყურანის შესახებ უზენაესმა ალლაჰმა, რომელმაც იგი ჩამოავლინა, თქვა:
ჭეშმარიტად, იგი [ყურანი] ზეგარდმოვლენაა სამყაროთა ღმერთისგან.
ჩამოვიდა მისით [ყურანით] [ალლაჰისგან] სანდო სული [ანგელოზი ჯიბრილი]
შენ გულზე [ო, მოციქულო] [ჯიბრილი უკითხავდა ყურანის აიათებს შუამავალს, ის კი მათ მნიშვნელობას ხვდებოდა და იმახსოვრებდა], რათა იყო [ო, მოციქულო] შემგონებელთაგანი [ადამიანებზე და ჯინებზე ალლაჰის სასჯელის შესახებ].
[გარდმოევლინა ყურანი] ცხადი არაბული ენით
ჭეშმარიტად, იგი [ყურანი] რა თქმა უნდა, მოხსენიებულია წინა წიგნებში
[აშ-შუ'არა: 192-196],
დიდებულმა ალლაჰმა თქვა:
გარდმოვლენილი მოწყალისა და შემწყალებლისგან
წიგნი, რომლის აიათებიც ნათლად განმარტებულია, როგორც არაბული ყურანი, იმ ხალხისთვის, ვინც იცის.
მახარობლად და გამფრთხილებლად, მაგრამ მათმა უმრავლესობამ ზურგი აქცია და ისინი არ ისმენენ
[ფუსსილათ: 2-4],
ჭეშმარიტად, რომელთაც არ ირწმუნეს შეხსენების [ყურანის] მის შემდეგ, რაც იგი მათთვის მოევლინა (სასტიკად დაისჯებიან). და ჭეშმარიტად, ეს [ყურანი] ნამდვილად დიდი წიგნია [ალლაჰის მიერ დაცული]!
ვერც ერთი სიცრუე ვერ მიუახლოვდება მას [ამ წიგნს – ყურანს], არც წინიდან და არც უკნიდან [არც ერთი მხრიდან], (რადგან ყურანი) (არის) ბრძენის, საქებარის ზეგარდმოვლენა.
ჭეშმარიტად, ეს [რაც წაგიკითხეს] უეჭველად პატივცემული ყურანია.
დაცულ წიგნში (ლავჰი მაჰფუზში)
მას არ ეხებიან, გარდა განწმენდილებისა
გარდმოვლენილია სამყაროთა უფლისგან
[ალ-ვაყია: 77-80].
და ალლაჰი, რომელმაც ჩამოავლინა იგი, არის ის, ვინც ჩამოავლინა თავრათი და ინჯილი. უზენაესმა თქვა:
ნაწილ–ნაწილ ჩამოავლინა შენზე წიგნი (ყურანი) ჭეშმარიტებით, დამამოწმებლად იმისა, რაცაა მის უწინარეს; და ჩამოავლინა თევრათიც და ინჯილიც.
– ადრე, – ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად ადამიანებისთვის; და ჩამოავლინა ფურყანიც . ჭეშმარიტად, ვინც უარყვეს ალლაჰის აიათები, მათთვისაა მძიმე სატანჯველი. და ალლაჰი უძლეველია, საზღაურმგები.
[ალი იმრან: 3-4].
და თქვა მის შესახებ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):
"ალლაჰის წიგნი — მასში არის ამბავი იმისა, რაც თქვენამდე იყო, ცნობა იმისა, რაც თქვენს შემდეგ იქნება და მსჯავრი იმისა, რაც თქვენს შორისაა. იგი არის გადამწყვეტი სიტყვა და არა სახუმარო. რომელი ამპარტავანიც მას მიატოვებს, ალლაჰი გაანადგურებს მას, და ვინც მის გარდა სხვაში ეძებს ჭეშმარიტ გზას, ალლაჰი მას გზას აუბნევს. იგი არის ალლაჰის მტკიცე საბელი, იგი არის ბრძნული შეგონება და იგი არის სწორი გზა. იგი არის ის, რითაც მიდრეკილებები არ ცდება, არც ენები ირევა მისით, სწავლულნი ვერ ძღებიან მისით, არ ძველდება მრავალჯერადი გამეორებით და არ სრულდება მისი საოცრებანი. იგი არის ის, რისი მოსმენისას ჯინები არ შეჩერებულან, სანამ არ თქვეს: (უეჭველად, ჩვენ მოვისმინეთ საოცარი ყურანი 1 რომელიც მიუძღვის სწორი გზისკენ...) [ალ-ჯინნი: 2]. ვინც მისით ისაუბრებს, სიმართლეს იტყვის, ვინც მისით იმოქმედებს, საზღაურს მიიღებს, ვინც მისით განსჯის, სამართლიანი იქნება, და ვინც მისკენ მოუწოდებს, სწორ გზაზე იქნება დაყენებული."
[სუნან ათ-თირმიზი, შაქირის რედაქციით (2906) და სუნან ად-დარიმი (2650)].
და თქვა მის შესახებ ალ-ვალიდმა, რომელიც ყურაიშთა ურწმუნოთაგანი იყო, მას შემდეგ, რაც მოისმინა იგი:
«ვფიცავ ალლაჰს, ახლახან მუჰამედისგან მოვისმინე სიტყვები, რომლებიც არც ადამიანთა სიტყვებია და არც ჯინთა, ჭეშმარიტად, მას აქვს სიტკბო და მას აქვს მშვენიერება, მისი მწვერვალი ნაყოფიერია და მისი საფუძველი უხვია, ის აღმატებულია და მასზე აღმატებული არაფერია.»
[მარაჰ ლაბიიდ ლი ქაშფ მა‘ნა ალ-ყურ’ან ალ-მაჯიიდ (2/ 580)].
წმინდა ყურანი არის უზენაესი ალლაჰის სიტყვა, რომელიც ჯიბრიილის მეშვეობით გარდმოევლინა ჩვენს შუამავალ მუჰამმადზე ﷺ, წერა-კითხვის უცოდინარ შუამავალზე, და რომლის წაკითხვაც ღვთისმსახურებაა. ის არის წიგნი, რომელიც ბათილს ხდის მანამდე შუამავლებზე გარდმოვლენილ წინა წიგნებს, როგორებიცაა თორა და ინჯილი, და ამტკიცებს მათ იმ გაგებით, რომ ისინი თანხმდებიან ერთღმერთიანობისკენ (თაუჰიდისკენ) მოწოდების, უხილავისა და აღდგომისადმი რწმენის და, ზოგადად, რწმენის საფუძვლებში. ის ჩვენს შუამავალზე ﷺ გარდმოევლინებოდა ოცდასამი წლის განმავლობაში. ის დაიზეპირეს საჰაბებმა და შემდგომ თაობებს წერილობითა და ზეპირად გადასცეს. შესაბამისად, ის დაცულია გულებში და დაწერილი სახით დაცულია სტრიქონებში. მუსლიმებმა იზრუნეს მასზე და თაობიდან თაობას გადასცემდნენ მას თავისი ასოებითა და წაკითხვის წესებით. ის ოცდაათი ნაწილისგან (ჯუზისგან) შედგება და მასში ასთოთხმეტი სურაა.
ის არის დიადი წიგნი, რომელიც აერთიანებს რწმენას, კანონებსა და ზნეობას, შუამავალთა ისტორიებსა და წინა ერების ამბებს. მასში ალლაჰმა მოიხსენია, თუ როგორ გადაარჩინა მორწმუნეები ამქვეყნად, და როგორ დასაჯა ურწმუნოები და თვალთმაქცები ამქვეყნად. ის ასევე აერთიანებს მორწმუნეთა, ურწმუნოთა და თვალთმაქცთა ხვედრის განმარტებას განკითხვის დღეს. ალლაჰმა გამოიწვია ადამიანები და ჯინები — თუნდაც ისინი გაერთიანებულიყვნენ — რომ მათ მოეყვანათ მისი მსგავსი. ვერავინ შეძლო და ვერც ვერასდროს შეძლებს მის დამახინჯებას, რომ აღარაფერი ვთქვათ მისი ან მისი რომელიმე ნაწილის მსგავსის მოყვანაზე. უზენაესმა ალლაჰმა განმარტა, რომ ეს ყურანი არის კურნება სულისა და სხეულის ყველა დაავადებისგან, და მასში არის შეგონება მისთვის, ვისაც სურს შეიგონოს და დაადგეს ჭეშმარიტ გზას მისი წინამძღოლობით. უზენაესმა თქვა:
ჰეი, ადამიანებო! უეჭველად, მოგივიდათ თქვენ შეგონება თქვენი ღმერთისგან და განკურნება იმისა, რაც მკერდშია, და სწორ გზად და წყალობად მორწმუნეთათვის.
[იუნუს: 57].
რადგან ჩვენი წინასწარმეტყველის, მუჰამმადის ﷺ გზავნილი არის ბოლო გზავნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მის შემდეგ სხვა წინასწარმეტყველი არ მოვა, ალლაჰმა ამ გზავნილის სასწაული მარადიულ სასწაულად აქცია განკითხვის დღემდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველასთვის, ვინც მას გაეცნობა და წაიკითხავს, მტკიცდება ამ გზავნილის ჭეშმარიტება და იმ წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველობა, რომელმაც ის მოიტანა – ჩვენი წინასწარმეტყველის, მუჰამმადის ﷺ. ამიტომ, ალლაჰმა ყურანში მოათავსა ნათელი მტკიცებულებები, ცხადი არგუმენტები და საბუთები რელიგიის საფუძვლების შესახებ, რაც აოცებს გონებას და იპყრობს გულებს. სწორედ ამიტომ, ათასობით ადამიანი კვლავაც იღებს ისლამს, როდესაც გაეცნობა მას ან მისი მნიშვნელობების თარგმანს. მასშია მოყვანილი მაგალითები, გონებრივი მტკიცებულებები და კითხვები, რომლებითაც წმინდა ყურანი უპირისპირდება ადამიანს და აიძულებს მას მიიღოს ისინი, თუ იგი სამართლიანია; ან გამოიჩინოს სიჯიუტე და ქედმაღლობა, თუ იგი უარმყოფელი და უმადურია. ამ დიდებულ მტკიცებულებათა შორისაა უზენაესი ალლაჰის სიტყვები:
ო, ადამიანებო! თუ გეპარებათ ეჭვი აღდგომის შესახებ [იმაში, რომ ალლაჰი აღადგენს მკვდრებს], მაშ, იცოდეთ, რომ ნამდვილად ჩვენ შეგქმენით თქვენ [თქვენი მამა ადამი] მიწისაგან, შემდეგ კი [მისი შთამომავლობა] წვეთისგან [ნაყოფის წვეთოვანი სითხისგან], შემდეგ შედედებული სისხლისგან, შემდეგ ხორცის ნაჭრისგან — სრულად ფორმირებულის ან დაუმთავრებელი ნაყოფისგან — რათა განგიმარტოთ [ჩვენი ძალმოსილება და ადამიანის შექმნის ეტაპები]. ჩვენ [და არა ვინმე სხვა] ვდებთ [ნაყოფს] საშვილისნოში, ვისაც გვსურს, განსაზღვრულ ვადამდე [დაბადებამდე]. შემდეგ გამოგვყავხართ დედის საშვილისნოდან ჩვილებად. შემდეგ მიდიხართ სრულწლოვანებამდე. თქვენგან არიან ისეთები, ვინც გარდაიცვლებიან [სრულწლოვნამდე], და თქვენგან არიან ისეთებიც, ვინც იცოცხლებენ უკიდურეს სიბერემდე, ისე რომ არ დარჩებათ ცოდნა [იმისგან, რაც ადრე იცოდნენ]. და ხედავ მიწას უსიცოცხლოდ, მაგრამ როდესაც ჩვენ ვავლენთ მასზე წყალს, იგი იძვრის [იმით, რომ მასზე აღმოცენდება მცენარეები], ფუვდება და ამოიზრდება მასზე ყოველგვარი მშვენიერი [და სასარგებლო] წყვილი [მცენარეებისა].
[ალ-ჰაჯი: 5],
უზენაესი ალლაჰის სიტყვები:
რომ ყოფილიყვნენ მათში [ცებსა და დედამიწაზე] ღვთაებები ალლაჰის გარდა, განადგურდებოდა [ცები და მიწა] ორივე მათგანი. 'არშის გამჩენი ალლაჰი [ის არის მისი შემოქმედი და მფლობელი], შორსაა იმისგან, რასაც [მრავალღმერთიანები და ურწმუნოები] მიაწერენ [ყველა სიცრუისა და ნაკლისგან].
[ალ-ანბია: 23]
დამაჯერებელ შეკითხვებს შორისაა უზენაესი ალლაჰის სიტყვები:
ხომ გინახავთ, რასაც თქვენ გამოყოფთ (მამაკაცის თესლს)?
თქვენ ქმნით მას [ადამიანის თესლს] , თუ ჩვენ ვართ შემქმნელნი?!
ჩვენ განვსაზღვრეთ თქვენ შორის სიკვდილი და ჩვენ ისეთები არ ვართ, რომ ვინმემ გაგვასწროს [ვინც ჩვენ შეგვაჩერებს]!
რომ ჩვენ შევცვლით თქვენს იერს (განკითხვის დღეს) და აღგადგენთ (ისეთი სახითა და მდგომარეობაში) ისე, რომ თქვენ ის არ იცით
და ნამდვილად იცოდით პირველი შექმნის შესახებ, მაშ, რატომ არ დაფიქრდებით?
განა დაფიქრებულხართ, რას ხნავთ (რასაც თესავთ)?
თქვენ ზრდით მას, თუ ჩვენ ვართ მისი გამზრდელნი?
ჩვენ რომ გვენება, ნამდვილად ვაქცევდით მას მოფანტულ ჩალად [მოგწყვეტდით მოსავალს], და გაგიკვირდებოდათ (თქვენი მოსავლის ბედზე)
ყურანის იმ მაგალითებიდან, რომლებიც მან მოიყვანა იმის თაყვანისცემის ბათილობის დასამტკიცებლად, რასაც ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან, არის უზენაესი ალლაჰის სიტყვები:
ჰეი ადამიანებო! მაგალითისთვისაა იგავი, მაშ მოუსმინეთ. ჭეშმარიტად, რომელთაც თქვენ მოუხმობთ, ალლაჰის გარდა, ვერ შექმნიან [ერთ] ბუზსაც კი, რომც გაერთიანდენ [ცრუ ღვთაებები] ამისათვის. თუ ბუზი რაიმეს მოსტაცებს მათ, ვერ წაართმევენ უკან. სუსტია ის, ვინც ითხოვს, და ისიც, ვისაც სთხოვენ
და ის არის წიგნი, რომელიც თავისუფალია შეცდომებისა და წინააღმდეგობებისგან, უზენაესმა თქვა:
აი, წიგნი: ეჭვი არ არის მასში და სწორი გზის მაჩვენებელია ღვთისმოშიშთათვის.
[ალ-ბაყარა: 21]
ნუთუ ყურანს არ გაიაზრებენ? იგი სხვაგნიდან რომ მოსულიყო, გარდა ალლაჰისა, – აუცილებლად ჰპოვებდნენ უამრავ შეუსაბამობას.
(ან-ნისა: 1)
წმინდა ყურანი ჩამოევლინა მკაფიო არაბულ ენაზე, მან განაცვიფრა არაბები თავისი მჭევრმეტყველებითა და სიცხადით, და ამ დიადი ენობრივი სასწაულის სათანადოდ დაფასება მხოლოდ იმ ენის მატარებლებს შეუძლიათ, რომელთა ენაზეც იგი ჩამოევლინა. იგი დაცულია იმ ენაზე, რომელზედაც ჩამოევლინა, და მუსლიმები მას კითხულობენ ისე, როგორც მას კითხულობდა შუამავალი მუჰამმედი ﷺ.
წმინდა ყურანს მრავალი მეცნიერება გააჩნია, როგორიცაა თაჯვიდი (ყურანის კითხვის წესები), განმარტება, გამოცხადების მიზეზები და სხვა, რომელთა შესახებაც სწავლულებმა დაწერეს ცნობილი წიგნები, რომელთა დათვლაც მხოლოდ დიდი ძალისხმევითაა შესაძლებელი, ხოლო ყურანის მნიშვნელობებს მრავალ ენაზე გააჩნია სანდო თარგმანები.
ამიტომ, ყველამ, ვინც აფასებს თავის ადამიანობას და პატივს სცემს საკუთარ გონებას, ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს წაიკითხოს ეს დიადი წიგნი, რომელზე უკეთესი წიგნიც კაცობრიობას არ მოვლენია, ან წაიკითხოს მისი თარგმანი, თუ მან არ იცის არაბული ენა. თუ გონიერ ადამიანს ეტყვიან, რომ წიგნი დაწერა უდიდესმა ბრძენმა და მასში მთელი თავისი სიბრძნე ჩადო, ნამდვილად ღირს, რომ ადამიანმა ძალისხმევა არ დაიშუროს მასზე წვდომის მისაღებად. მაშინ რაღა უნდა ითქვას, ჰოი ადამიანო, როცა შენს ხელთ არის ღვთიური წიგნი, რომელიც დღემდე არსებობს იმ ენით, რომლითაც გარდმოევლინა, და დაცულია დაკლებისა და დამატებისგან, უვნებელია დამახინჯებისა და შეცვლისგან. მასში არის გარდასულთა ამბები, წარსულთა და მომავალთა კანონები და ყოველი ცოცხალი არსების ბედისწერის განმარტება, და ამის შემდეგ შენ მას არ ეცნობი. ნამდვილად, ადამიანის მიერ ყურანის იგნორირება და მასზე არ ზრუნვა არ აზიანებს წმინდა ყურანს, არამედ აზიანებს თავად იმას, ვინც ზურგი შეაქცია მას, რადგან ალლაჰი არ საჭიროებს თავის ქმნილებებს. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
და რომ ვუკითხო [ხალხს] ყურანი.და ვინც ჭეშმარიტ გზას [ალლაჰის გზას] დაადგება, სწორ გზას ადგას თავისი თავისათვის [თავის სასიკეთოდ], ხოლო ვინც გზააბნეულობაში ჩავარდება [გადაიხრება ჭეშმარიტი გზიდან], უთხარი: მე მხოლოდ შემგონებელი ვარ.
[ან-ნამლ: 88].
ხოლო ვინც გაირჯება [ ჯიჰადს გააკეთებს იმისთვის, რომ ალლაჰის სიტყვა იყოს უმაღლესი და საქმეებში დაემორჩილოს ალლაჰს], ის გაირჯება საკუთარი თავისთვის [მას ეწერება ამისთვის ჯილდო]. ჭეშმარიტად, ალლაჰი სრულიად არ საჭიროებს სამყაროებს [არ საჭიროებს თავის მონების საქმეებს და საერთოდ არაფერს]
[ალ-ანქაბუთ: 6].
ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენ შუამავალ მუჰამმადს.
المصدر
ملاحظات
--