Skip to content

სწამთ მუსლიმებს, რომ ყველა რელიგიას ერთსა და იმავე შედეგამდე მივყავართ?

محاور التعريف بالإسلام
الشبهات والاعتراضات
مصدر الإجابة
قسم الأديان والفرق
الباب / الفصل
(قسم الأديان والفرق)

السؤال

სწამთ მუსლიმებს, რომ ყველა რელიგიას ერთსა და იმავე შედეგამდე მივყავართ?

الجواب

რელიგია, რომელიც დაუდგინა ალლაჰმა თავის მსახურებს და დაავალა ყველა თავის შუამავალს, მშვიდობა მათ, რათა გადაეცათ თავიანთი მიმდევრებისთვის, არის ისლამი. ყველა შუამავალი ისლამზე იყო, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

მან დაგიდგინათ თქვენ რჯულად ის, რაც უბრძანა ნუჰს, და რაც შენ შთაგაგონეთ (ო, მუჰამმად) და რაც ვუბრძანეთ იბრაჰიმს, მუსას და ისას, რომ: "დაიცავით რწმენა და ნუ გაიყოფით მასში". მძიმეა წარმართთათვის ის, რისკენაც მათ მოუწოდებ. ალლაჰი ირჩევს თავისთვის, ინებებს ვისაც, და თავისკენ გზას უჩვენებს მას, ვინც ინანიებს.

(სურა აშ-შურა: 13)

დიდებულმა ალლაჰმა თქვა:

ამითვე დაარიგა თავისი შვილები იბრაჰიმმა და ია’ყუბმაც: ,,ეი, ჩემო ძენო! ჭეშმარიტად, თქვენთვის ალლაჰმა (ისლამის) რჯული ამოარჩია, დაე, ნუ მოკვდებით ისე, რომ თქვენ არ იყოთ მუსლიმები/მორჩილები".

[სურა ალ-ბაყარა:129],

ნუთუ მოწმენი იყავით, როცა სიკვდილი ეწვია ია'ყუბს? – როდესაც უთხრა თავის შვილებს – ვის ეთაყვანებით ჩემს შემდეგო? (მათ) მიუგეს: ჩვენ (მხოლოდ) შენს ღმერთს ვეთაყვანებით, – ღმერთს შენი მამა-პაპისა, იბრაჰიმის, ისმა’ილის და ისჰაყისა; – ღმერთს ერთადერთისა, და ჩვენ მისი მორჩილნი/მუსლიმნი ვართო.

უთხარით: ვირწმუნეთ ალლაჰი და ის, რაც, ჩვენზე ჩამოევლინა, ასევე, რაც იბრაჰიმს, ისმა’ილს, ისჰაყს, ია’ყუბს და (მის) შთამომავლობას ჩამოევლინა, რაც მუსასა და ‘ისას მიეცათ, ასევე, რაც მაცნეებს მიეცათ – თავიანთი ღმერთისაგან; მათგან არცერთს არ განვასხვავებთ და ჩვენ მისი მორჩილნი/მუსლიმები ვართო.

და ვინც ისლამის გარდა სხვა რელიგიას ირწმუნებს, მისი რელიგია ბათილია და მისი საქმეები უარყოფილია, უზენაესმა ბრძანა:

ხოლო ვინც ისლამის გარდა სხვა რჯული ეძიოს, – არ მიიღება იგი მისგან და განკითხვის დღეს ის იქნება წაგებულთაგან.

[სურა ალი იმრანი:81].

მუსლიმს სწამს, რომ ყველა რელიგია მცდარია, და რომ ჭეშმარიტი რელიგია ერთია, და რომ კეთილი დასასრული, დიადი ხვედრი და დიდი გამარჯვება საიქიოში ეკუთვნის მას, ვინც ალლაჰს მუსლიმად შეხვდება, და რომ ვინც ალლაჰს შეხვდება როგორც მისი ურწმუნო და მას სხვებს გაუხდის თანაზიარად; მან წააგო თავისი ამქვეყნიური ცხოვრებაც და საიქიოც, უზენაესმა ბრძანა:

უეჭველად, რომელთაც არ ირწმუნეს წიგნბოძებულთაგან და წარმართთაგან, ჯოჯოხეთის ცეცხლში იქნებიან მარადჟამს. სწორედ ეგენი არიან ქმნილებათა შორის ყველაზე ცუდები.

[სურა ალ-ბაიინა: 7-8].

თქვა დიდებულმა:

თქვი (ო, მოციქულო): «(მხოლოდ) ალლაჰს ვეთაყვანები, ჩემი რწმენა [ჩემი თაყვანისცემა] მხოლოდ მისთვისაა».

მაშ, ეთაყვანეთ (ო, მრავალღმერთიანებო) ვისაც გინდათ მის გარდა (და შემდეგ მიხვდებით, როგორი უბედურება დაგატყდებათ იმ დღეს, როცა თქვენს უფალს შეხვდებით) უთხარი მათ (ო, მოციქულო): «ჭეშმარიტად, ნამდვილ დანაკარგში მყოფნი ისინი არიან, ვინც საკუთარი თავები და ოჯახები წააგეს აღდგომის დღეს. დიახ! აი, ეს არის ნათელი დანაკარგი!»

[სურა აზ-ზუმარი: 65],

წმინდა და დიდებული ალლაჰი არის ჭეშმარიტება, და ის არის სწორ გზაზე, ხოლო უზენაესი და ყოვლადუნაკლო ალლაჰის სამართლიანობიდან გამომდინარეობს ის, რომ აღდგომის დღეს ყველა იმ მორწმუნის ხვედრს, ვინც ირწმუნა ალლაჰი და დაიჯერა შუამავლების (ალლაჰის მშვიდობა იყოს მათზე), სამოთხეში დაადგენს. უზენაესი ბრძანებს:

ხოლო ვინც მორჩილია ალლაჰისა და შუამავლისა, სწორედ ეგენი იქნებიან იმათთან ერთად, ვისზეც წყალობა მოიღო ალლაჰმა: მაცნეებთან, ერთგულებთან, შეჰიდებთან და სათნოებთან. რა მშვენიერი თანმხლებნი არიან ისინი.

[სურა ან-ნისა:163],

და ურწმუნოთა აღსასრულად ცეცხლი დაადგინა და რა საშინელი სავანეა, უზენაესმა ბრძანა:

ვისაც ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, ის ჭეშმარიტი გზით მიდის [მიანიჭებს რწმენასა და მორჩილებას], ხოლო ვისაც გზას აუბნევს [დატოვებს მისი შეწევნის გარეშე, მას შემდეგ, რაც ის თვითონ აირჩევს ამას], ვერავის უპოვი მათ შემწედ [დამხმარედ], მის გარდა [რომლებიც დაიცავდნენ მათ მისი სასჯელისგან]. და ჩვენ შევკრებთ მათ [გაზააბნეულთ] აღდგომის დღეს თავიანთი სახეებით ბრმებად, მუნჯებად და ყრუთ. [მათი საბოლოო] სამყოფელი იქნება გეენა [ჯოჯოხეთი]: რამდენჯერაც იგი შენელდება, იმდენჯერ ავუმაღლებთ/ავუგიზგიზებთ ცეცხლს მათ.

ეს [ასეთი სასჯელი] სამაგიეროა მათთვის [მრავალღმერთიანებისთვის] იმის გამო, რომ ისინი ურწმუნონი გახდნენ ჩვენი სასწაულების და თქვეს: ნუთუ, როცა ჩვენ ვიქცევით ძვლებად და მტვრად [სრულად დავიშლებით] ნუთუ მართლა ვიქნებით აღდგენილნი როგორც ახალი ქმნილება?

(ალ-ისრა: 88),

უეჭველად, ალლაჰი ერთად შემკრებია ფარისევლებისა და ურწმუნოებისა – ჯოჯოხეთში.

და ეს არის სრული სამართლიანობა უზენაესი ალლაჰისგან, რომ შეკრიბოს მორწმუნენი სამოთხეში და შეკრიბოს ურწმუნონი ჯოჯოხეთში. შევთხოვთ ალლაჰს ხსნას ცეცხლის სასჯელისგან.

المصدر

قسم الأديان والفرق

ملاحظات

--