Skip to content

უჭერს თუ არა მხარს ისლამი იმათ მოსაზრებას, რომლებიც ამბობენ, რომ მესია - მშვიდობა მას - ჯვარზე მოკვდა?

مصدر الإجابة
قسم الأديان والفرق
الباب / الفصل
(قسم الأديان والفرق)

السؤال

უჭერს თუ არა მხარს ისლამი იმათ მოსაზრებას, რომლებიც ამბობენ, რომ მესია - მშვიდობა მას - ჯვარზე მოკვდა?

الجواب

ისლამი არ უარყოფს, რომ მესიის (მშვიდობა მას) დროს ჯვარცმის შემთხვევას ჰქონდა ადგილი, მაგრამ იუდეველები ცდილობდნენ მოეკლათ მესია (მშვიდობა მას) და ჯვარს ეცვათ იგი. ალლაჰმა იხსნა იგი მათგან, აღამაღლა მასთან და მათ ვერაფერი ავნეს მას. ხოლო სხვა ადამიანი მიამსგავსა მას, რომელიც იუდეველებმა შეიპყრეს იმდროინდელ წარმართ რომაელ მმართველთან შეთქმულებით, მოკლეს და ჯვარს აცვეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ მათ მოკლეს მესია (მშვიდობა მას) და ჯვარს აცვეს იგი. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

როცა შეამჩნია მათში ‘ისამ ურწმუნოება, ჰკითხა: ,,ვინ იქნებიან ჩემი დამხმარენი ალლაჰისკენ მიმავალ გზაზე?" – მოწაფეებმა მიუგეს: ჩვენ ვართ ალლაჰის დამხმარენი , ვირწმუნეთ ალლაჰი და დაამოწმე შენც, რომ ჩვენ ვართ მუსლიმები/მორჩილებიო.

ღმერთო ჩვენო! ვირწმუნეთ ის, რაც ჩამოავლინე და მივყევით შუამავალს, მაშ, ჩაგვწერე (ჭეშმარიტების) დამმოწმებელთა რიგებში!

ვერაგული მახე გაამზადეს , და ალლაჰმაც გაამზადა მახე (ვერაგთა საწინააღმდეგოდ), და ალლაჰია საუკეთესო მათგან, ვინც მახე გაამზადეს (– ვერაგთავე საწინააღმდეგოდ რომ შეატრიალებს მახეს).

აკი, ალლაჰმა უთხრა: ეი, ‘ისა! მე ვარ შენი მომკვდინებელიც, ჩემს წინაშე ამამაღლებელიცა და ურწმუნოთაგან მხსნელიც . ხოლო მათ, ვინც შენი მიმყოლია, უმაღლესვყოფ ურწმუნოებზე – დღემდე განკითხვისა, ბოლოს კი ჩემთან დაბრუნდებით და განვსჯი თქვენ შორის იმას, რაზეც უთანხმოებდით.

[სურა ალი იმრან: 52-55], და უზენაესმა ბრძანა:

მათ თქვეს: „ჩვენ მოვკალით მესია, იესო, მარიამის ძე, ღვთის მოციქული“, მაგრამ არ მოუკლავთ და არც ჯვარს აცვეს, არამედ მათ მოეჩვენათ ასე. ხოლო ვინც ამ საკითხში განსხვავებულად ფიქრობენ, ეჭვში არიან ამის შესახებ. მათ არ აქვთ ამის შესახებ ცოდნა, მხოლოდ ვარაუდს მიჰყვებიან. ნამდვილად არ მოუკლავთ.

არამედ ალლაჰმა აღამაღლა იგი თავისთან. ალლაჰი ძლევამოსილი და ბრძენია.

მართლაც, წიგნის ხალხთაგან არავინ დარჩება, რომ არ ირწმუნოს იგი სიკვდილის წინ; და აღდგომის დღეს იქნება მათზე მოწმე.

[სურა ან-ნისა:163],

მესია ისა, მარიამის ძე, მშვიდობა მასზე, არც ჯვარს უცვამთ და არც მოუკლავთ, არამედ ალლაჰმა აიყვანა იგი თავისთან, და ის ახლა მეორე ცაშია, და ჩამოვა აღდგომის დღის წინ, და მისი ჩამოსვლა იქნება ჟამის უდიდესი ნიშნებიდან, ის მოკლავს ცრუ მესიას (დაჯალს), დაამტვრევს ჯვარს, რომელსაც ალლაჰის გარდა თაყვანს სცემდნენ და რომელზეც ქრისტიანებმა ცილი დასწამეს, რომ იგი მასზე აცვეს ჯვარს, მოკლავს ღორს და განსჯის ისლამის შარიათით, და მან ﷺ თქვა:

«არ დადგება განკითხვის დღე მანამ, სანამ არ ჩამოვა თქვენ შორის ძე მარიამისა სამართლიან მსაჯულად, ის დაამტვრევს ჯვარს, გაანადგურებს ღორებს და გააუქმებს ჯიზიას (არა-მუსლიმების გადასახადს), რის შემდეგაც სიმდიდრე იქნება ისეთი მრავალი, რომ არავინ აიღებს მას».

[საჰიჰ ალ-ბუხარი (2476) და მუსლიმი (155)].

المصدر

قسم الأديان والفرق

ملاحظات

--