Skip to content

რატომ იყოფიან მუსლიმები დაჯგუფებებად და მაზჰაბებად, მაშინ როდესაც ისინი ერთ წიგნს მიჰყვებიან?

محاور التعريف بالإسلام
الشبهات والاعتراضات
مصدر الإجابة
قسم الأديان والفرق
الباب / الفصل
(قسم الأديان والفرق)

السؤال

რატომ იყოფიან მუსლიმები დაჯგუფებებად და მაზჰაბებად, მაშინ როდესაც ისინი ერთ წიგნს მიჰყვებიან?

الجواب

პირველ რიგში: დაყოფა და განსხვავება სამყაროს კანონზომიერებაა, რომელზედაც ღმერთმა შექმნა კაცობრიობა, უზენაესი ბრძანებს:

შენს ღმერთს რომ ნდომებოდა, იგი ყველა ადამიანს ერთ თემად აქცევდა, მაგრამ ისინი კვლავაც აზრთა სხვადასხვაობაში არიან

გარდა იმათი, ვინც შეიწყალა შენმა ღმერთმა. და ამისთვის გააჩინა ისინი. და აღსრულდა შენი ღმერთის სიტყვა: აუცილებლად ავავსებ ჯოჯოხეთს ჯინებითა და ადამიანებით, ყველათი ერთად [მათ, რომელნიც სატანას მიჰყვებიან]

[ჰუდ: 118-119].

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

„იუდეველები გაიყვნენ სამოცდათერთმეტ ან სამოცდათორმეტ ჯგუფად, ქრისტიანები - მსგავსად ამისა, და ჩემი უმმა გაიყოფა სამოცდაცამეტ ჯგუფად“

[გადმოსცა ათ-თირმიზიმ, და თქვა, რომ ჰადისი არის სანდო კარგი].

მეორეც: რელიგიას არ ედება ბრალი იმ უთანხმოების გამო, რომელზეც მისი მიმდევრები ვერ შეთანხმდნენ, თუ ის ჭეშმარიტად ღვთისგანაა, არამედ იგმობა ის, ვინც განუდგა ჭეშმარიტ რელიგიას და მიატოვა (მუსლიმი)საზოგადოება.

მესამე: შუამავალმა ﷺ განგვიმარტა, ვის უნდა მივყვეთ, როდესაც ხალხს შორის უთანხმოებაა? ვისთან უნდა ვიყოთ? და ვის მხარეზეა ჭეშმარიტება, როდესაც უთანხმოებაში მყოფთა რიცხვი მრავლდება? დაყოფის მოხსენიების შემდეგ მან განმარტა, რომ ყველა ჯგუფი ცდომილებაშია, გარდა ერთი ჯგუფისა, რომელიც ჭეშმარიტებაზეა, და მან ﷺ თქვა:

«ყველა მათგანი ცეცხლშია, გარდა ერთი ჯგუფისა», მათ თქვეს: და ვინ არიან ისინი, ო, ალლაჰის შუამავალო? მან თქვა: «ის, რაზეც ვართ მე და ჩემი თანამგზავრები».

[თირმიზის სუნანი (2641)].

და თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«ჭეშმარიტად, ორი წიგნის ხალხი თავიანთ რელიგიაში სამოცდათორმეტ ჯგუფად დაიყო, და ჭეშმარიტად, ეს თემი სამოცდაცამეტ ჯგუფად დაიყოფა – ანუ: ვნებების მიმდევრებად – ყველა მათგანი ცეცხლში იქნება, გარდა ერთისა, და ეს არის ჯამაათი.»

[მუსნად აჰმადი (16937) და აბუ დაუდი (4597)].

«რადგან ვინც იცხოვრებს თქვენგან დიდხანს, ის ბევრ განხეთქილებას იხილავს, და უფრთხილდით სიახლეებს, რადგან ეს გზასაცდენილობაა, და ვინც მოესწრება ამას თქვენგან, მან უნდა დაიცვას ჩემი სუნნა და მართლმორწმუნე სწორი გზის მაჩვენებელი ხალიფების სუნნა, ჩაეჭიდეთ მას კბილებით»

[სუნან ათ-თირმიზი (2676, და სუნან იბნ მაჯა 43), და ათ-თირმიზიმ თქვა: ეს არის კარგი და უტყუარი ჰადისი].

და ეს საზოგადოება არის ის, რომელიც წარმოადგენს ჭეშმარიტ ისლამს, და ეს არის ის, რაზეც იდგნენ შუამავალი ﷺ და მისი საჰაბები ცხოვრების ყველა სფეროში, და ესენი არიან აჰლუ ას-სუნნა ვალ-ჯამა'ა.

მეოთხე: იუდეველები და ქრისტიანები დაიყვნენ და მათგან არცერთი ჯგუფი არ დარჩა ჭეშმარიტებაზე, ხოლო ამ რელიგიაში და ისლამურ ერში, ერის ერთი ჯგუფი კვლავაც დარჩება სწორ რელიგიაზე, სანამ არ მოვა ალლაჰის ბრძანება, როგორც ეს ახარა შუამავალმა ﷺ:

«ჩემი უმმათიდან ერთი ჯგუფი მუდამ აშკარად (მტკიცედ) დარჩება ჭეშმარიტებაზე, მათ ვერ ავნებს ის, ვინც მათ ზურგს შეაქცევს, სანამ ალლაჰის ბრძანება არ მოვა და ისინი კვლავაც ასე დარჩებიან»

[საჰიჰ მუსლიმ (170)].

როგორც თქვა უზენაესმა:

სურთ, რომ ჩააქრონ ალლაჰის ნათელი თავიანთი ბაგეებით, მაგრამ ალლაჰი სრულყოფს თავის ნათელს, თუნდაც სძულდეთ ეს ურწმუნოებს.

ისაა (ალლაჰი), ვინც წარმოგზავნა თავისი შუამავალი ჭეშმარიტი გზითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით, რათა აღმატებულ ჰქმნას იგი ყველა რწმენაზე, თუნდაც ეს მოუწონარი იყოს მრავალღმერთიანთათვის

(სურა ას-საფ: 6)

მეხუთე: ისლამში აზრთა სხვადასხვაობა ორ ნაწილად იყოფა: დასაშვები აზრთა სხვადასხვაობა, რომელშიც მოწინააღმდეგე არ ითვლება გზააბნეულად ან გადახრილად, როგორიცაა აზრთა სხვადასხვაობა ფიქჰის ზოგიერთ საკითხში, ანუ: პრაქტიკულ, განშტოებით სამართლებრივ საკითხებში, როგორიცაა განწმენდის, ლოცვის, ვაჭრობისა და სამართალწარმოების საკითხები. ამ აზრთა სხვადასხვაობის მიზეზებს შორისაა გაგების სხვადასხვაობა. ადამიანთა შორის არიან ისეთებიც, რომელთა გონება და გაგება ფართო და ზუსტია, რითაც ისინი პოულობენ სწორ გზას იქ, სადაც სხვები ვერ პოულობენ. სხვა მიზეზებთან ერთად, მიზეზი ასევე შეიძლება იყოს მტკიცებულების ბუნდოვანება. და ამგვარი საკითხები, რომლებშიც მოხდა აზრთა სხვადასხვაობა, წარმოადგენს სწავლულთა ინდივიდუალური ინტერპრეტაციისა და აზრის (იჯთიჰად) სფეროს.

მეორე სახეობა: აკრძალული უთანხმოება, რომელიც დაგმობილია რამდენიმე აიათში, მათ შორისაა უზენაესი ალლაჰის სიტყვები:

უეჭველად, რომელთაც დაანაწევრეს თავიანთი რჯული და იქცნენ ჯგუფებად, შენ მათთან არაფერი გაქვს საერთო. ჭეშმარიტად, მათი საქმე ალლაჰზეა, აცნობებს მათ იმას, რასაც სჩადიოდნენ.

(ალ-ან'ამ: 18)

უზენაესი ალლაჰის სიტყვები:

იმათგან, ვინც დაანაწევრეს თავიანთი სარწმუნოება [შეცვალეს იგი] და იქცნენ დაჯგუფებებად. ყოველი დაჯგუფება ხარობს იმით, რაც მასთანაა [თვლის, რომ მხოლოდ ისინი არიან ჭეშმარიტებაზე, ხოლო სხვანი — შეცდომაში].

[სურა არ-რუუმ: 32],

ეს არის აზრთა სხვადასხვაობა რწმენის (აყიდას) უმთავრეს საკითხებში; როგორიცაა: წინასწარმეტყველება, რწმენა (იმანი), ბედისწერა (ყადარი), თვისებები(ალლაჰისა) და თანამგზავრები (საჰაბები). ზოგიერთი მიმდინარეობის უთანხმოება ამ საკითხებში მიიჩნევა ისეთად, რომელსაც გაჰყავს ისინი ისლამიდან; რადგანაც იგი ეწინააღმდეგება სალაფების ერთსულოვნებას (იჯმას), ხოლო ზოგიერთი მათგანისა კი ასეთად არ მიიჩნევა.

ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენ შუამავალ მუჰამმადს.

المصدر

قسم الأديان والفرق

ملاحظات

--