როგორია ისლამის დამოკიდებულება იმ არამუსლიმების მიმართ, რომლებიც არ ებრძვიან ისლამს?
- محاور التعريف بالإسلام
- الشبهات والاعتراضات
- مصدر الإجابة
- قسم ما يتعلق بغير المسلمين والشرك والعبادة
- الباب / الفصل
- (قسم ما يتعلق بغير المسلمين والشرك والعبادة)
السؤال
როგორია ისლამის დამოკიდებულება იმ არამუსლიმების მიმართ, რომლებიც არ ებრძვიან ისლამს?
الجواب
ისლამის დამოკიდებულება არამუსლიმების მიმართ განმარტებულია უზენაესი ალლაჰის სიტყვებში:
ალლაჰი არ გიკრძალავთ თქვენ მათ მიმართ, რომელთაც არ გებრძოდნენ რწმენის გამო და არ გამოუგდიხართ თქვენი სახლებიდან, რომ სიკეთე და კეთილგანწყობა გამოიჩინოთ და სამართლიანად მოეპყროთ. უეჭველად, ალლაჰს უყვარს სამართლიანნი.
[ალ-მუმთაჰინა: 8],
მათდამი კეთილგანწყობაში შედის მათთვის სიკეთის კეთება, მოწყალების გაცემა, კარგი მეზობლობა, მათი დახმარება საჭიროებების მოგვარებაში, მათ ღონისძიებებში მონაწილეობა, რომლებიც არ უკავშირდება მათ რელიგიას, და მათ მიწვევებზე დათანხმება ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა ქორწილი და სხვა, იმ პირობით, რომ ადამიანის რელიგია დაცული იქნება და ისინი არ გამოავლენენ რაიმე აკრძალულს, როგორიცაა ალკოჰოლის სმა. ასმა ბინთ აბუ ბაქრისგან (ალლაჰი იყოს კმაყოფილი ორივეთი) გადმოცემულია, რომ მან თქვა:
ჩემი დედა, რომელიც კერპთაყვანისმცემელია, მოვიდა ჩემთან მაშინ, როცა ყურაიშიტების მშვიდობის ხელშეკრულება მოქმედებდა, როდესაც მათ დადეს ხელშეკრულება. მე ვკითხე ალლაჰის შუამავალს ﷺ და ვუთხარი: ო ალლაჰის შუამავალო, ჩემი დედა ჩამოვიდა ჩემთან და სურს რაღაც, უნდა შევინარჩუნო კავშირი ჩემს დედასთან? მან მიპასუხა: «დიახ, შეინარჩუნე კავშირი შენს დედასთან»
[გადმოცემულია ალ-ბუხარის მიერ, ჰადისი ნომრით (2620) და მუსლიმის მიერ, ნომრით (1003)].
და მათ მიმართ გამოჩენილ უდიდეს სიკეთესა და კეთილგანწყობას წარმოადგენს მათი ისლამისკენ მოწოდება, და ეჭვგარეშეა, რომ ისლამისკენ მოწოდება ეტაპობრივად ხორციელდება, როგორც ეს დეტალურადაა განმარტებული მოწოდებისა და ფიქჰის წიგნებში.
ურწმუნოს, (ისლამური მმართველობის ქვეშ მცხოვრები არამუსლიმი) ან ხელშეკრულების მქონე პირს, აქვს უფლებები მუსლიმების მიმართ, შესაბამისად, აკრძალულია მისთვის ზიანის მიყენება, რომ აღარაფერი ვთქვათ მის მკვლელობაზე, ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა:
«ვინც მოკლავს ხელშეკრულების მქონე არამუსლიმს (მუსლიმებთან მშვიდობის პირობით მცხოვრებს), ის სამოთხის სურნელს ვერ იგრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი სურნელი ორმოცი წლის (გასავლელი) მანძილის სიშორეზე იგრძნობა».
[გადმოსცა ალ-ბუხარიმ (3166)],
ისლამი არის სამართლიანობის, ზომიერებისა და გულმოწყალების რელიგია.
المصدر
ملاحظات
--