რატომ უნდა ეთაყვანოს ადამიანი უზენაეს ალლაჰს?
- محاور التعريف بالإسلام
- الشبهات والاعتراضات
- مصدر الإجابة
- قسم ما يتعلق بغير المسلمين والشرك والعبادة
- الباب / الفصل
- (قسم ما يتعلق بغير المسلمين والشرك والعبادة)
السؤال
რატომ უნდა ეთაყვანოს ადამიანი უზენაეს ალლაჰს?
الجواب
ამ კითხვაზე პასუხი უდიდესი პასუხია, რომელიც მოითხოვს დიდ განვრცობასა და დაწვრილებით ახსნას, თუმცა ჩვენ შეძლებისდაგვარად შევამოკლებთ და ალლაჰის შეწევნით ვამბობთ:
რელიგიურობა აუცილებელი მოვლენაა იმ გაგებით, რომ სული ითხოვს მას, სულიერება მიილტვის მისკენ, გონება ავალდებულებს მას და მიუღებელია, რომ ადამიანმა იცხოვროს რელიგიის გარეშე; ამიტომაც ვხედავთ, რომ ყველა ერი დაკავებულია თაყვანისცემით. ის ფაქტი, რომ ისინი დაკავებულნი არიან თაყვანისცემით, არ ნიშნავს იმას, რომ მათი თაყვანისცემა სწორია, არამედ ეს მიუთითებს იმაზე, რომ თაყვანისცემა ბუნებრივი და აუცილებელი მოვლენაა.
უეჭველად, წმინდა და დიდებულ ალლაჰს აქვს ულამაზესი სახელები და დიდებული ატრიბუტები, ის არის ღმერთი, სარჩოს მბოძებელი, მმართველი, მფლობელი, გამაცოცხლებელი და მომაკვდინებელი. ის არის კეთილისმყოფელი ჩვენ მიმართ ყველა იმ წყალობით, რაც ვიცით და რაც არ ვიცით, და თუ ეს ასეა, და ადამიანს ესაჭიროება თაყვანისცემა, მაშინ მან თაყვანი უნდა სცეს მას, ვინც იმსახურებს თაყვანისცემას, და ის არის წმინდა ალლაჰი. უზენაესი ბრძანებს:
ეი, ადამიანებო! თქვენს ღმერთს ეთაყვანეთ, რომელმაც გაგაჩინათ – თქვენ და თქენზე ადრე მყოფნი; – იქნებ რიდი გქონდეთ;
– რომელმაც თქვენთვის გაფინა დედამიწა საწოლივით, ხოლო ზეცა საბურველად ააგო, შემდეგ ციდან წყალი გადმოადინა და მოსავალი აღმოაცენა თქვენს საზრდოდ. ასე რომ, არ გაუჩინოთ ალლაჰს თანაზიარნი, შეგნებულად.
[სურა ალ-ბაყარა:129],
ჭეშმარიტად, ადამიანს თავის ყველა საქმეში ესაჭიროება ჭეშმარიტი გზა, ხოლო ალლაჰი სწორ გზაზე დამდგენია. და თუკი ის არ ეთაყვანება მას, მაშ როგორღა სთხოვს სწორ გზაზე დადგენას? ხოლო მუსლიმი ყოველ ლოცვაში ამბობს ისე, როგორც უზენაესმა ბრძანა:
მხოლოდ შენ გეთაყვანებით და მხოლოდ შენ გთხოვთ დახმარებას.
გვიჩვენე სწორი გზა;
– გზა იმათი, ვისაც წყალობა უყავი, და არა - შერისხულთა და გზააცდენილთა;
[ალ-ფაათიჰა: 5-7]
და თუ ღმერთი არ გაუძღვება მას, მისი საქმეები გართულდება.
მართლაც, ადამიანი თავისი ბუნებით კეთილდღეობით სავსე და ბედნიერი ცხოვრებისკენ ისწრაფვის, და კეთილდღეობით სავსე ცხოვრება მხოლოდ მორწმუნეთათვისაა ხელმისაწვდომი. უზენაესმა თქვა:
ვინც კარგი საქმე აკეთა, კაცმა თუ ქალმა, და თან მორწმუნეც იყო, უსათუოდ ვაცხოვრებთ მათ კეთილი ცხოვრებით, და მივაგებთ ჯილდოს იმაზე უკეთესს, რასაც აკეთებდნენ.
[სურა ან-ნაჰლ: 97],
კეთილდღეობით სავსე ცხოვრებაში ადამიანისთვის მიიღწევა ჰარმონია, კმაყოფილება და მშვიდობა.
ჭეშმარიტად, ცხოვრების ბუნება მოიცავს უბედურებებსა და განსაცდელს, ხოლო რწმენა და ალლაჰისადმი მსახურება ანიჭებს ადამიანს – ალლაჰის ნებით – წონასწორობას განსაცდელის დროს, რათა მან არ დაკარგოს წონასწორობა უბედურების ჟამს, რადგან რწმენა სძენს ადამიანს სიმტკიცესა და მოთმინებას. უზენაესმა ბრძანა:
რა უბედურებაც არ უნდა მოხდეს მიწაზე [გვალვა, შიმშილი და სხვ.] ან თქვენს სულებში [დაავადება, დაჭრა და სხვ.], იგი უკვე ჩაწერილი იყო ადრე (დაცულ ფურცელზე), ვიდრე ჩვენ მას შევქმნიდით. ჭეშმარიტად, ეს ალლაჰისთვის ადვილია!
[სურა ალ-ჰადიდ: 22].
დიდებულმა ალლაჰმა თქვა:
რაც არ უნდა უბედურება მოხდეს, ის მხოლოდ ალლაჰის ნებით ხდება. და ვინც ირწმუნა ალლაჰი, მის გულს ის (ალლაჰი) წარმართავს და ალლაჰმა ყველაფერი იცის.
(ათ-თა'ღააბუნ: 11)
ადამიანს სჭირდება, რომ მოიპოვოს თავისი უფლისა და შემოქმედის კმაყოფილება ამქვეყნიურ ცხოვრებაში და საიქიოში, და უფლის კმაყოფილება არ მიიღწევა გარდა იმისა, ვინც ირწმუნა იგი და ეთაყვანა მას ისე, როგორც მან უბრძანა. უზენაესი ბრძანებს:
ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი საქმენი, სწორედ ეგენი არიან ქმნილებათა შორის ყველაზე კარგები.
მათი გასამრჯელოა თავიანთი ღმერთის წინაშე, წარუვალი ედემის ბაღები, რომლის ქვეშაც მდინარეები მიედინება, მასში იქნებიან მარადჟამს. კმაყოფილია ალლაჰი მათგან და ისინიც კმაყოფილნი არიან მისგან, ეს ყველაფერი მისთვისაა, ვინც მოშიშია თავისი ღმერთისა.
[სურა ალ-ბაიინა: 7-8].
ღმერთის რწმენა და მისი თაყვანისცემა ადამიანს ანიჭებს საზომს, რომლითაც იგი განასხვავებს ჭეშმარიტებასა და სიცრუეს, სწორ გზასა და ცდომილებას შორის, და ადამიანი ყველა ვითარებაში საჭიროებს ამ საზომს; რათა არ მიანიჭოს რაიმეს იმაზე მეტი მნიშვნელობა, ვიდრე იმსახურებს, ან არ განადიდოს ის, რაც არ იმსახურებს განდიდებას, ან არ გამოიჩინოს დაუდევრობა იმის მიმართ, რაც პატივისცემასა და მიყოლას იმსახურებს.
ნამდვილად, ადამიანს აქვს დადგენილი ვადა, რომელსაც ის აუცილებლად შეხვდება და მას სიკვდილის ჟამი ეწვევა. თავად სიკვდილი საშინელი მოვლენაა, მაგრამ თავისი უფლის მსახური მორწმუნის სიკვდილი განსხვავდება ურწმუნოს სიკვდილისგან. და დაფიქრდი მორწმუნისა და ურწმუნოს ამ ორ დასასრულზე, თქვა დიდებულმა ალლაჰმა:
და იმ დღეს მოიტანენ ჯოჯოხეთს, სწორედ იმ დღეს შეიგონებს ადამიან, მაგრამ რაში არგებს მას შეგონება?
იტყვის: ნეტავ დროზე მეზრუნა (საიქიო) ცხოვრებისთვის.
ხოლო იმ დღეს მისი სასჯელის მსგავსად ვერავინ დასჯის, და მისი შეკვრის მსგავსად ვერავინ შეკრავს
ეი შენ, სულო დამშვიდებულო!
დაუბრუნდი შენს ღმერთს შენ მისით კმაყოფილი და ის შენით კმაყოფილი.
მაშ, შედი ჩემს (გამორჩეულ) მსახურთა რიგებში
და (მათთან ერთად) შედი ჩემს სამოთხეში.
[ალ-ფაჯრ: 23-30],
უეჭველად, ისინი, რომელთაც თქვეს: "ჩვენი ღმერთი ალლაჰია" და შემდეგ სიმტკიცე გამოიჩინეს, მათზე გარდმოევლინებიან ანგელოზები (სიკვდილის წინ): "ნუ გეშინიათ და ნუ დამწუხრდებით (იმის გამო, რომ ამ სამყაროს ტოვებთ), იხარეთ სამოთხით, რომელიც აღთქმული გქონდათ".
[სურა ფუსსილათ: 30],
და რომ გენახა (ო, შუამავალო) მაშინ ისინი რომელთაც არ ირწმუნეს თუ როგორ ხდიან მათ სულებს ანგელოზები; სცემენ მათ სახეებზე და ზურგებზე, ამბობენ: დააგემოვნეთ ცეცხლის მწველი სასჯელი!
(ალ-ანფალ: 50)
ალლაჰმა ამცნო და მისი ცნობა სიმართლეა, და აღთქმა დადო, და მისი აღთქმა ჭეშმარიტებაა, რომ ალლაჰი აღადგენს საფლავებში მყოფთ, და მან მოიტანა ამაზე უთვალავი არგუმენტი, რომლებიც ვრცლად არის გადმოცემული დიდებულ ყურანში, და ადამიანისთვის აუცილებლად დადგება დღე, როცა იგი წარდგება თავისი უფლის წინაშე; და ვინც იყო მორწმუნე, მას ექნება მარადიული ნეტარება მარადიულ სამოთხეში, ხოლო ვინც იყო ურჩი, მას ექნება მარადიული ტანჯვა ჯოჯოხეთის ცეცხლში.
المصدر
ملاحظات
--