მართალია, რომ წინასწარმეტყველი მუჰამედი (მშვიდობა და კურთხევა მასზე) უკანასკნელი წინასწარმეტყველი და მოციქულია? თუ ეს მართალია, რა არის ამის მიზეზი? არ ფიქრობთ, რომ დღესდღეობით კაცობრიობას მეტი წინასწარმეტყველი სჭირდება?
- محاور التعريف بالإسلام
- الغاية من خلق الإنسان ومعنى الحياةالخير والشرالتعريف بمحمد صلى الله عليه وسلمالتعريف بالنبي محمد صلى الله عليه وسلم
- مصدر الإجابة
- قسم النبوة
- الباب / الفصل
- (قسم النبوة)
السؤال
მართალია, რომ წინასწარმეტყველი მუჰამედი (მშვიდობა და კურთხევა მასზე) უკანასკნელი წინასწარმეტყველი და მოციქულია? თუ ეს მართალია, რა არის ამის მიზეზი? არ ფიქრობთ, რომ დღესდღეობით კაცობრიობას მეტი წინასწარმეტყველი სჭირდება?
الجواب
შუამავალი მუჰამმედი ﷺ არის მოციქულთა ბეჭედი - სალამი მათ. და რადგანაც რელიგია, რომლითაც ის წარმოიგზავნა, ყველაზე სრულყოფილი რელიგიაა, მისი თვისებაა ის, რომ იგი გამოსადეგია ყოველი დროისა და ადგილისთვის, ხოლო ღვთისნიერი სწავლულები ავრცელებენ რელიგიას ხალხში და განმარტავენ მას.
და მკითხველი თითქოს ეუბნება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს: მე შენზე უკეთ ვიცი; რატომ არ გახადე გზავნილები თანამიმდევრული? და ალლაჰმა უკეთ იცის, სად განათავსოს მისი გზავნილი, უზენაესი ამბობს:
და როცა აიათი მიუვიდათ, მათ თქვეს: არ ვირწმუნებთ მანამდე, სანამ არ მოგვეცემა იმის მსგავსი, რაც ალლაჰის შუამავლებს მიეცათ. უკეთ იცის ალლაჰმა, თუ ვის დააკისროს შუამავლური მისია...
(ალ-ან'ამ: 18)
და გვამცნო უზენაესმა და დიდებულმა ალლაჰმა, რომ მან წინა გზავნილები, როგორიცაა იბრაჰიმის, მუსასა და იესოს გზავნილები (მშვიდობა მათ), ქმნა კონკრეტულ გზავნილებად მათი ხალხისთვის, და დაუდგინა მათ ვადა, რომლის დასრულებითაც სრულდებოდა ისინი, და ალლაჰმა არ უზრუნველყო მათი დაცვა; არამედ მიანდო მათი დაცვა ადამიანებს, მათ კი დაკარგეს ისინი. თქვა დიდებულმა :
მართლაც, ჩვენ გარდავეცით თორა, რომელშიც არის გზამკვლევი და სინათლე; განსჯიან მისით წინასწარმეტყველნი, რომელნიც მორჩილებენ, მათ რომელთაც იყვნენ იუდაველნი და რაბანები, და მცოდნენი რომელთაც ჰქონდათ ალლაჰის წიგნი დასაცავად მიბარებული, და ისინი იყვნენ მოწმენი ამაზე.
[სურა ალ-მაიდა: 44].
ალლაჰმა ამცნო თავის შუამავლებს (ალლაჰის მშვიდობა მათ), რომ ღვთიური გზავნილები დასრულდებოდა ჩვენი წინასწარმეტყველის, მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გზავნილით. ყოვლისშემძლე და უზენაესმა ალლაჰმა ღვთიური გზავნილები ისე დაადგინა, რომ ისინი ერთმანეთს ავსებენ, ხოლო მომდევნო სრულყოფს იმას, რაც ააშენა წინამორბედმა; ამის შესახებ ამცნო წინასწარმეტყველმა დაუდმა (ალლაჰის მშვიდობა მას), როდესაც თქვა: „ლოდი, რომელზეც მშენებლებმა უარი თქვეს, კუთხის თავად იქცა. უფლის მიერ მოხდა ეს და საოცარია იგი ჩვენს თვალში“ (ფსალმუნები: 118: 22).
ამ სასიხარულო ცნობის მნიშვნელობა ის არის, რომ ღვთიური გზავნილები ყველაზე მეტად ჰგავს შენობას და რომ ყოველი წინასწარმეტყველი ასრულებს იმას, რაც მისმა წინამორბედმა წინასწარმეტყველმა დაიწყო. ხოლო როდესაც სრულყოფილებას მიაღწია წინასწარმეტყველთა მოვლინებამ და აღარ დარჩა არავინ, გარდა უკანასკნელი წინასწარმეტყველისა, როდესაც შენობა მიუახლოვდა სრულყოფილებას და მისგან მხოლოდ ერთი აგურიღა დარჩა, ალლაჰმა მოავლინა თავისი მოციქული და მეგობარი მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას); მისით მან სრულყო რელიგია, სრულად მოიღო თავისი წყალობა, დასრულდა წინასწარმეტყველობა და სრულყოფილ იქნა შენობა. შესაბამისად, ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არის მოციქულთა და შუამავალთა ბეჭედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მათ) და სწორედ ის არის, ვისთვისაც მოყვანილია მაგალითი იმ ქვის სახით, რომელიც ნახსენებია დავითის (მშვიდობა მას) სიტყვებში.
ეს ამბავი ასევე მოცემულია ინჯილებშიც (სახარებებში), სადაც ვხვდებით სამახარობლო ცნობას წინასწარმეტყველ მუჰამმედზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), წინასწარმეტყველთა ბეჭედზე. ისა შუამავალმა (მშვიდობა მას) განმარტა, რომ ბოლო წინასწარმეტყველის, მუჰამმედის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვლინებით სრულდება საღვთო გზავნილები, სრულყოფილდება რელიგია და მისი მეშვეობით სრულდება წყალობა. ამიტომ მან თქვა, როგორც ამას გადმოგვცემს მათე: «იესომ უთხრა მათ: ნუთუ არასდროს წაგიკითხავთ წიგნებში: ქვა, რომელიც დატოვეს მშენებლებმა ის ჭეშმარიტად მოხვდა კუთხის თავში? ეს იყო ღმერთისგან, და ის უცნაურია ჩვენს თვალში!» [მათე 21: 42].
ეს ცნობა ასევე გადმოცემულია პეტრეს პირველ ეპისტოლეში: 2:7.
და ალლაჰის მოციქულმა მუჰამმედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, თუ როგორ სრულყო მან ის, რაც მისმა წინამორბედმა შუამავლებმა დაიწყეს? და როგორ იყო მისი საქმე მათი საქმის სრულმყოფელი? მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჩემი და ჩემზე წინ მყოფი შუამავლების მაგალითი ჰგავს იმ კაცის მაგალითს ვინც ააშენა სახლი, დაასრულა და გაალამაზა ის, გარდა ერთი აგურისა, რომელიც აკლდა კუთხეში; ხალხი როცა მას (სახლს) ინახულებდა გაოცებულები კითხულობდნენ: რატომ აკლია ეს ერთი აგური? თქვა: მე ვარ ის აგური, მე ვარ შუამავალთა ბეჭედი».
[საჰიჰ ალ-ბუხარი (3535) და სიტყვები მას ეკუთვნის, და საჰიჰ მუსლიმი (2286)].
მანამ, სანამ არ დასრულდა რელიგია და სრულყოფილი არ გახდა წყალობა ჩვენი წინასწარმეტყველის მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წარმოგზავნით; თქვა უზენაესმა:
დღეს მე დავასრულე თქვენი რელიგია და დავასრულე თქვენზე ჩემი წყალობა და ვირჩევდი თქვენთვის ისლამს რელიგიად.
რაც შეეხება შუამავალ მუჰამედს ﷺ, ალლაჰმა დაადგინა, რომ ის არის ალლაჰის შუამავალი ყველა ადამიანისთვის, უზენაესმა ბრძანა:
ჩვენ მოგავლინეთ შენ [ო, მოციქულო მუჰამმად] მხოლოდ მთელი კაცობრიობისთვის, როგორც მახარებელი [ალლაჰის ჯილდოს შესახებ] და შემგონებელი [მისი სასჯელის შესახებ]. მაგრამ ადამიანთა უმეტესობამ არ იცის [სიმართლე] [და ისინი იშორებენ მას].
[სურა საბა: 28]
დიდებულმა ალლაჰმა თქვა:
უთხარი: ეი ადამიანებო! ჭეშმარიტად, მე ვარ ალლაჰის შუამავალი ყველა თქვენგანთან წარმოგზავნილი...
[სურა ალ-ა'რააფ: 158].
ამიტომაც, მან(ალლაჰმა) დაადგინა, რომ მუჰამმადის ﷺ გზავნილი დარჩეს განკითხვის დღემდე და უზრუნველყო იგი ისეთი სამყაროსეული და შარიათული ზომებით, რაც დაიცავს მას და შეინარჩუნებს განკითხვის დღემდე. მათ შორისაა ისიც, რომ ისინი, რომლებმაც ირწმუნეს შუამავლის ﷺ მის სიცოცხლეში, შეხვდნენ მას, მიიღეს მისგან და გადასცეს მისი გზავნილი, ასი ათასზე მეტნი იყვნენ. მათ გადასცეს ეს გზავნილი მათ შემდეგ მომავალთ, მაშინ, როდესაც იესოსთან (მშვიდობა მას) მყოფი მოციქულების რაოდენობა სამოცდაათს არ აღემატებოდა, ხოლო მოსესი (მშვიდობა მას) მხოლოდ მცირედმა ირწმუნა.
ნამდვილად, მუჰამმედის საბოლოო მოძღვრება თაობიდან თაობას უწყვეტად გადაეცემოდა, იქნება ეს დაკავშირებული რწმენასთან, ღვთისმსახურებასთან, ურთიერთობებთან, ქცევასა თუ მდგომარეობასთან. ამიტომ, დღეს ადამიანი ხედავს, რომ ის რიტუალები, რომლებითაც მუსლიმები დღეს ღვთისმსახურებას ასრულებენ, არის ის, რასაც პრაქტიკულად ასრულებდნენ შუამავლის ﷺ თანამებრძოლები (ალლაჰი იყოს მათი კმაყოფილი). ასევე, გამოცხადება, რომელიც მოიტანა შუამავალმა ﷺ, იქნება ეს წმინდა ყურანი თუ შუამავლის სუნა, დაცულია ალლაჰის მიერ და მისგან ერთი ასოც კი არ დაკარგულა.
და რადგან ეს ასეა, და გზავნილი მარადიული და დაცულია, და ის შესაფერისია ყოველი ეპოქისა და დროისთვის, და შესაფერისია ყველა გარემოსთვის, და მისი აღსრულება შესაძლებელია ნებისმიერ ვითარებაში, დღესდღეობით ადამიანები საჭიროებენ მტკიცედ ჩაეჭიდონ მის ( მუჰამმადის ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რელიგიას და იმოქმედონ მისი სუნნით, და ეს მათთვის საკმარისია. წინასწარმეტყველიც რომ მოსულიყო, ის აუცილებლად იქნებოდა მისი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უმმადან და იმოქმედებდა მისი შარიათით. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
აკი, მაცნეებისგან აიღო აღთქმა ალლაჰმა, რომ თქვენთვის ბოძებული (ყოველი) წიგნისა და სიბრძნის შემდეგ თქვენთან მოვიდოდა (ახალი) შუამავალი, - დამმოწმებელი იმისა, რაცაა თქვენთან, – რომლისთვისაც უთუოდ უნდა დაგეჯერათ და დახმარებოდით. (შემდეგ) უთხრა: ეთანხმებით და ღებულობთ ამ აღთქმას ჩემგან – თქვენზე პირობად წამოყენებულს? თქვეს: ვეთანხმებითო. თქვა: მაშ დაამოწმეთ და მეც ვიქნები თქვენთან ერთად დამმოწმებელიო.
[სურა ალი იმრანი:81].
ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენ შუამავალ მუჰამმადს.
المصدر
ملاحظات
--