ვინ არის მუჰამმადი ﷺ?
- محاور التعريف بالإسلام
- التعريف بمحمد صلى الله عليه وسلمالتعريف بالنبي محمد صلى الله عليه وسلم
- مصدر الإجابة
- قسم النبوة
- الباب / الفصل
- (قسم النبوة)
السؤال
ვინ არის მუჰამმადი ﷺ?
الجواب
მუჰამმედი ﷺ არის: მუჰამმედ ბინ აბდულა ბინ აბდულ მუტალიბ ალ-ყურაში, ისმაილ ბინ იბრაჰიმის, მშვიდობა მასზე, შთამომავლობიდან, და ის არის წინასწარმეტყველთა ბეჭედი, და ადამის ძეთა ბატონი, და ის არის შუამდგომელი, რომლის შუამდგომლობაც მიიღება განკითხვის დღეს, ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა:
«ჭეშმარიტად, არ ყოფილა წინასწარმეტყველი, რომელსაც არ ჰქონდა ლოცვა, რითაც უკვე ისარგებლა ამქვეყნად, ხოლო მე შევინახე ჩემი ლოცვა ჩემი თემისთვის შუამდგომლობისთვის, და მე ვიქნები ადამის შვილთა ბატონი აღდგომის დღეს, და ამას არ ვამბობ სატრაბახოდ, და მე ვიქნები პირველი, ვისაც მიწა გაეხსნება, და ამას არ ვამბობ სატრაბახოდ, და ჩემს ხელში იქნება დიდების დროშა, და ამას არ ვამბობ სატრაბახოდ, ადამი და ყველა მის ქვემოთ მყოფი ჩემი დროშის ქვეშ იქნებიან, და ამას არ ვამბობ სატრაბახოდ».
მუსნად აჰმად, ალ-რისალას გამოცემა (2546), და სუნან ათ-თირმიზი (3148),
და შუამავალი მუჰამმედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) არის უდიდესი შუამავალი, და ალლაჰმა აღთქმა ჩამოართვა ყველა მოციქულს (მშვიდობა მათ), რომ მიჰყოლოდნენ მას, როდესაც ალლაჰი მას მოავლენდა. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
აკი, მაცნეებისგან აიღო აღთქმა ალლაჰმა, რომ თქვენთვის ბოძებული (ყოველი) წიგნისა და სიბრძნის შემდეგ თქვენთან მოვიდოდა (ახალი) შუამავალი, - დამმოწმებელი იმისა, რაცაა თქვენთან, – რომლისთვისაც უთუოდ უნდა დაგეჯერათ და დახმარებოდით. (შემდეგ) უთხრა: ეთანხმებით და ღებულობთ ამ აღთქმას ჩემგან – თქვენზე პირობად წამოყენებულს? თქვეს: ვეთანხმებითო. თქვა: მაშ დაამოწმეთ და მეც ვიქნები თქვენთან ერთად დამმოწმებელიო.
[სურა ალი იმრანი:81].
თქვა იბნ ქასირმა (ალლაჰმა შეიწყალოს ის):
"უზენაესი გვაუწყებს, რომ მან აღთქმა აიღო ყოველი წინასწარმეტყველისგან, რომელიც მან წარგზავნა ადამიდან (მშვიდობა მას) 'ისამდე (მშვიდობა მას), რომ რაც არ უნდა ებოძებინა ალლაჰს მათგან რომელიმესთვის წიგნისა და სიბრძნისგან, და რა საფეხურისთვისაც არ უნდა მიეღწია მას, თუ მერე მოვიდოდა მასთან შუამავალი მის შემდეგ, აუცილებლად უნდა ერწმუნა მისი და შეწეოდა მას; და მის ხელთ არსებულ ცოდნასა და წინასწარმეტყველებას არ უნდა შეეშალა მისთვის ხელი მის შემდეგ წარგზავნილისადმი მიყოლასა და მის შეწევნაში... სანამ არ თქვა: 'ალი იბნ აბი ტალიბმა და მისმა ბიძაშვილმა 'აბდულლაჰ იბნ 'აბბასმა (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) თქვეს: „ალლაჰს არ წარუგზავნია არც ერთი წინასწარმეტყველი ისე, რომ მისგან აღთქმა არ აეღო: რომ თუ ის წარგზავნიდა მუჰამმედს, სანამ იგი ცოცხალი იქნებოდა, აუცილებლად უნდა ერწმუნა მისი და შეწეოდა მას; და უბრძანა მას, რომ აეღო აღთქმა თავისი თემისგან: რომ თუ მუჰამმედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წარგზავნილი იქნებოდა, სანამ ისინი ცოცხლები იქნებოდნენ, აუცილებლად უნდა ერწმუნათ მისი და შეწეოდნენ მას.“"
თაფსირ იბნ ქასიირ (2/ 67).
ალლაჰის შუამავალი მუჰამმადი ﷺ მოვიდა მის წინ მოსული წიგნებისა და გზავნილების დამამოწმებლად, და მოუხმობდა მის წინ მყოფი შუამავლების (მშვიდობა მათ) რწმენისკენ, და ეს შეესაბამება იმას, რითაც მოვიდნენ მოციქულები (მშვიდობა მათ). უზენაესმა ალლაჰმა თქვა:
მართლაც, ჩვენ გამოგიცხადეთ შენ, ისე როგორც გამუვუცხადეთ ნუჰს და მის შემდგომ წინასწარმეტყველებს; და გამოვუცხადეთ იბრაჰიმს, ისმაილს, ისჰაკს, იაყუბს და ასბატს, ისას, აიუბს, იუნუსს, ჰარუნს და სულეიმანს; და დავუდს მივეცით ზაბური.
[სურა ან-ნისა:163],
დიდებულმა ალლაჰმა თქვა:
მან დაგიდგინათ თქვენ რჯულად ის, რაც უბრძანა ნუჰს, და რაც შენ შთაგაგონეთ (ო, მუჰამმად) და რაც ვუბრძანეთ იბრაჰიმს, მუსას და ისას, რომ: "დაიცავით რწმენა და ნუ გაიყოფით მასში". მძიმეა წარმართთათვის ის, რისკენაც მათ მოუწოდებ. ალლაჰი ირჩევს თავისთვის, ინებებს ვისაც, და თავისკენ გზას უჩვენებს მას, ვინც ინანიებს.
(სურა აშ-შურა: 13)
უზენაესმა ალლაჰმა შეიწყალა სამყაროები მისი წარგზავნით. ის დაიბადა მექაში და იქვე იქნა წარგზავნილი ყველა ჯინისა და ადამიანისთვის. წარგზავნისას ის ორმოცი წლის იყო. ის გადასახლდა მედინაში და იქ გარდაიცვალა 63 წლის ასაკში.
და ვინც მოესწრო შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვლინებას, მისთვის სამოთხისკენ გზა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ირწმუნოს იგი და გაჰყვეს მას, ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის მუჰამმედის სული, ვინც არ უნდა გაიგოს ჩემს შესახებ ამ თემიდან, იუდეველმა თუ ქრისტიანმა, და შემდეგ მოკვდება ისე, რომ არ ირწმუნებს იმას, რითაც მე გამოვიგზავნე, აუცილებლად ცეცხლის ბინადრებს შორის იქნება.»
[გადმოცემულია მუსლიმის მიერ].
თქვა დიდებულმა:
ნუუნ, ვფიცავ კალამს და მას რასაც წერენ
არ ხარ შენ, შენი უფლის წყალობით შეშლილი
და უთუოდ შენ გეკუთვნის გამოულევი საზღაური
და უთუოდ შენ ხარ უმაღლესი ზნეობის
[სურა ალ-ყალამ, 1-4]
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ სალამისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომელმაც თქვა:
„როდესაც ალლაჰის შუამავალი ﷺ მედინაში ჩამოვიდა, ხალხი მისკენ გაეშურა და ითქვა: „ალლაჰის შუამავალი ﷺ ჩამოვიდა“, მეც მივედი ხალხში, რათა შემეხედა მისთვის. როდესაც ნათლად დავინახე ალლაჰის შუამავლის ﷺ სახე, მივხვდი, რომ მისი სახე არ იყო მატყუარას სახე.“
[გადმოსცა ათ-თირმიზიმ (2485) და იბნ მააჯამ (1334)]
და ეს სწორია, ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენ შუამავალ მუჰამმადს.
იხ. „თავები შუამავლის ცხოვრების შესახებ“ იბნ ქასირის, „დალუქული ნექტარი“ ალ-მუბარაქფურის.
المصدر
ملاحظات
--