რისთვის შეგვქმნა ალლაჰმა? და რა არის ჩვენი არსებობის მიზანი?
- محاور التعريف بالإسلام
- الغاية من خلق الإنسان ومعنى الحياة
- مصدر الإجابة
- قسم الإيمان | كتاب: الإسلام دين رب العالمين، ص 9
- الباب / الفصل
- (قسم الإيمان)
السؤال
რისთვის შეგვქმნა ალლაჰმა? და რა არის ჩვენი არსებობის მიზანი?
الجواب
ჩვენი შექმნის სიბრძნისა და ჩვენი არსებობის მიზნის შესახებ გვამცნო ყოვლისმცოდნემ და ყოვლისმჭვრეტელმა, როგორც ბრძანებს იგი თავის დიდებულ წიგნში:
და არ შემიქმნია ჯინები და ადამიანები, გარდა იმისა, რომ ჩემთვის ეცათ თაყვანი.
[აზ-ზაარიაათ: 56].
სწორედ ეს არის ის მიზანი, რისთვისაც ალლაჰმა შექმნა ჯინები და ადამიანები და გამოგზავნა ყველა შუამავალი, რათა მოეწოდებინათ მისკენ. ეს არის მისი თაყვანისცემა, რაც მოიცავს მის შეცნობასა და სიყვარულს, მისკენ მიბრუნებასა და მისკენ სწრაფვას, და ყველაფრისგან განრიდებას მის გარდა.
ვინც გადაუხვევს ამ მიზანს, ის დაიმსახურებს ალლაჰის სასჯელს, ხოლო ვინც დაემორჩილება - ის დაიმსახურებს სამუდამო წყალობას. უზენაესი ალლაჰი ამბობს:
ვინც კარგი საქმე აკეთა, კაცმა თუ ქალმა, და თან მორწმუნეც იყო, უსათუოდ ვაცხოვრებთ მათ კეთილი ცხოვრებით, და მივაგებთ ჯილდოს იმაზე უკეთესს, რასაც აკეთებდნენ.
[სურა ან-ნაჰლ: 97]