რა არის მტკიცებულება უზენაესი ალლაჰის ერთღმერთიანობის ვალდებულებაზე?
- محاور التعريف بالإسلام
- توحيد الله وإبطال الشرك
- مصدر الإجابة
- قسم الإيمان
- الباب / الفصل
- (قسم الإيمان)
السؤال
რა არის მტკიცებულება უზენაესი ალლაჰის ერთღმერთიანობის ვალდებულებაზე?
الجواب
მტკიცებულება უზენაესი ალლაჰის მეუფებაში მისი ერთადერთობის აღიარების აუცილებლობის შესახებ და იმისა, რომ ის არის შემოქმედი, მფლობელი და განმგებელი, ერთადერთი, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი.
ამათგან არის უზენაესი ალლაჰის სიტყვები:
არ აუყვანია ალლაჰს არავინ შვილად, და არავინაა [სხვა] ღვთაება მასთან ერთად. ასე რომ ყოფილიყო, ყოველი ღვთაება წაიღებდა იმას, რაც მან შექმნა და ამაღლდებოდნენ ერთიმეორეზე [ერთმანეთს დაამარცხებდნენ.] დიდებულია ალლაჰი იმაზე, რასაც [მრავალღმერთიანები] მიაწერენ [თანამოზიარეს და შვილს]!
[ალ-მუმინუნ: 12-14].
და ეს აიათი შეიცავს იმას, რასაც სწავლულები უწოდებენ ურთიერთგამომრიცხაობის მტკიცებულებას: და მისი მნიშვნელობაა, რომ დაგვეშვა ალლაჰთან ერთად სხვა ღმერთებიც, ისინი:
ისინი ან აღიარებენ მის ღვთაებრიობას, ან შეეცილებიან მას ამაში. პირველი დაშვება აბათილებს მათ ღვთაებრიობას, რადგან დამორჩილებული არის ქვეშევრდომი და არა ღმერთი. ხოლო თუ შეეცილებიან მას მეუფებასა და ძალაუფლებაში, მაშინ ამ დაპირისპირების კვალი გამოჩნდებოდა სამყაროში ღვთაებების ერთმანეთთან ბრძოლით და ყოველი ღვთაება წაიღებდა თავის შექმნილს, ისე, რომ თითოეული ღვთაება თავისი ქმნილებით განცალკევდებოდა და ერთპიროვნულად დაეუფლებოდა მას. თქვენ დაინახავდით თითოეული მათგანის მეუფებას სხვების მეუფებისგან გამოყოფილს და ზოგიერთი მათგანი სძლევდა სხვებს, როგორც ამას ხედავთ ამქვეყნიური მეფეების შემთხვევაში, სადაც მათი სამეფოები განცალკევებულია და ისინი ერთმანეთს ებრძვიან. და რადგანაც თქვენ ვერ ხედავთ სამეფოების განცალკევებისა და ღვთაებების ერთმანეთთან ბრძოლის კვალს, იცოდეთ, რომ ის არის ერთი ღმერთი, რომლის ხელშიცაა ყოველივეს მეუფება.
და ვინმეს რომ ეთქვა: ღვთაებებს შორის გარკვეული სახის შეთანხმება მოხდა, და თითოეული ღვთაება განცალკევდა იმით, რაც შექმნა, განხეთქილებისა და კამათის გარეშე, ესეც იქნებოდა უდიდესი მტკიცებულება მათი ღვთაების ბათილობაზე. რადგან თითოეული ღვთაების ღვთაება ნაკლოვანი იქნებოდა იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც მას არ შეუქმნია, და ეს მიგვიყვანს ნაკლოვანებამდე თითოეულ ღვთაებაში, რაც შეუძლებელს გულისხმობს; იმიტომ, რომ ღვთაება სრულყოფილებას მოითხოვს და არა ნაკლოვანებას.
- რაც შეეხება უზენაესი ალლაჰის ღვთაებრიობაში ერთღმერთიანობის აუცილებლობის მტკიცებულებას, რაც არის თაყვანისცემის ერთღმერთიანობა, მდგომარეობს იმაში, რომ მხოლოდ დიად და უზენაეს ალლაჰს მიეძღვნას მისი ყველა ხილული და ფარული სახეობა, როგორიცაა ლოცვა, ვედრება, თავმდაბლობა, მინდობა, მორჩილება, შიში და იმედი, მსხვერპლშეწირვა და აღთქმა, დახმარების თხოვნა, მფარველობის ძიება, შველის თხოვნა და თაყვანისცემის სხვა სახეობები მხოლოდ ალლაჰისთვის, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი.
თქვა დიდებულმა:
ეი, ადამიანებო! თქვენს ღმერთს ეთაყვანეთ, რომელმაც გაგაჩინათ – თქვენ და თქენზე ადრე მყოფნი; – იქნებ რიდი გქონდეთ;
[ალ-ბაყარა: 21]
სწორედ უფალი იმსახურებს თაყვანისცემას, ხოლო მის გარდა სხვა გაჩენილი და დაქვემდებარებულია და არ იმსახურებს მას.
დიადი ალლაჰი მუშრიქების მიერ ალლაჰის გარდა სხვა ღვთაებების დადგენას მრავალი გონივრული არგუმენტით აბათილებს; მათგან:
ის ღმერთები, რომლებიც მათ აირჩიეს, არ ფლობენ არანაირ ღვთაებრივ თვისებას. ისინი თვითონ შექმნილნი არიან, არ შეუძლიათ რაიმეს შექმნა, არ მოაქვთ სარგებელი მათთვის, ვინც თაყვანს სცემს და არ ათავისუფლებენ მათ არანაირი ზიანისგან. მათ არ აქვთ ძალაუფლება არც სიცოცხლეზე, არც სიკვდილზე და არ აქვთ არაფერი, რაც ცაში და დედამიწაზეა.
და ამათგან არის უზენაესი ალლაჰის სიტყვები:
და მათ [მრავალღმერთიანებმა] დაიდგინეს მის ნაცვლად [ცრუ] ღვთაებები, რომელთაც არაფერი შეუქმნიათ, არამედ თვითონ არიან შექმნილნი. და არ შეუძლიათ თავიანთი თავისთვისაც არც ზარალის და არც სარგებლის მოტანა, მათ არ აქვთ ძალაუფლება არც სიკვდილზე, არც სიცოცხლეზე და არც მეორედ აღდგენაზე
"[ალ-ფურყაან: 3]."
და მისი ნათქვამი:
უთხარი [ო, მოციქულო] [ამ მრავალღმერთიანებს]: მოუხმეთ მათ, ვისზედაც ამტკიცებთ [თითქოს ისინი ღირსნი არიან თაყვანისცემის], ალლაჰის გარდა! [დაგეხმარონ იმაში, რაც გჭირდებათ]. ისინი [ვინებიც ღმერთებად აირჩიეთ] არ ფლობენ [თუნდაც] მტვრის წონის სიმძიმეს ცაში და მიწაზე, და არა აქვთ მათ [ამ ცრუ ღვთაებებს] იქ [ცასა და მიწაზე] [არანაირი] წილი, და არ ჰყავს მას[ალლაჰს] მათ შორის [თქვენს კერპებს შორის] დამხმარე [ალლაჰს არ სჭირდება არავის დახმარება].
[საბა: 22].
ნუთუ (ღმერთს) თანაუზიარებენ იმას, რაც ვერაფერს აჩენს, ხოლო თვითონ ქმნილებები არიან
[ალ-ა"რააფ: 54]
ანუ: განა ეს კერპთაყვანისმცემლები ალლაჰის თაყვანისცემაში მოზიარედ უდგენენ მის ქმნილებებს, რომელთაც არ შეუძლიათ რაიმეს გაჩენა, არამედ თვითონ არიან შექმნილნი?
თუ ამ ცრუ ღვთაებების მდგომარეობა ასეთია, მათი გაღმერთება და თაყვანისცემა უდიდესი სისულელეა და აშკარად მცდარი ქმედება.
- რაც შეეხება მტკიცებულებას უზენაესი ალლაჰის ერთადერთობის აღიარების აუცილებლობის შესახებ მის სახელებსა და თვისებებში, იგი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ვიცოდეთ: შემქმნელი განსხვავდება შექმნილისგან.
არავინ არის მისი მსგავსი! და ის არის ყოვლისმსმენი, ყოვლისმხილველი!
[აშ-შურა 11].
არავინ არის მისი მსგავსი!
ანუ: არ ჰყავს მას მსგავსი თავისი ქმნილებებიდან, არც თავის არსში, არც თავის სახელებში, არც თავის თვისებებში და არც თავის მოქმედებებში, რადგან მისი ყველა სახელი საუკეთესოა, მისი თვისებები სრულყოფილებისა და სიდიადის თვისებებია, და თავისი მოქმედებებით უზენაესმა გააჩინა დიადი ქმნილებები თანამოზიარის გარეშე. ამიტომ არაფერია მისი მსგავსი, რადგან ის გამორჩეული და ერთადერთია სრულყოფილებით ყოველი მხრივ.
იმ სახელებისა და თვისებების მტკიცების ერთ-ერთი გონებრივი მტკიცებულება, რომლებზეც შარიათი მიუთითებს, არის ის, რომ ითქვას:
- ეს დიადი ქმნილებები, თავისი მრავალფეროვნებითა და განსხვავებულობით, თავიანთი დანიშნულების შესრულებაში მოწესრიგებულობითა და მათთვის დადგენილი გეგმის მიხედვით სვლით, ალლაჰის სიდიადესა და ძლიერებაზე, მის ცოდნასა და სიბრძნეზე, მის ნებასა და სურვილზე მეტყველებს.
- წყალობის ბოძება და სიკეთის კეთება, ზიანის მოშორება და წუხილის მოხსნა; ეს ყოველივე მიუთითებს მოწყალებაზე, დიდსულოვნებასა და გულუხვობაზე.
- შემცოდველთა მიმართ სასჯელი და შურისგება; მიუთითებს მათზე ალლაჰის რისხვასა და მის მათდამი სიძულვილზე.
- მორჩილთა დაფასება და მათი დაჯილდოება მიუთითებს მათდამი ალლაჰის კმაყოფილებასა და სიყვარულზე.
მას ეკუთვნის უმაღლესი აღწერა [სრულყოფილება] ცასა და მიწაზე. ის ყოვლისშემძლე, ყოვლადბრძენია
[არ-რუუმ: 27]. ანუ: მას, წმინდასა და დიდებულს, ეკუთვნის უმაღლესი თვისებები ყველაფერში, რითიც ის აღიწერება და არაფერია მისი მსგავსი. შეუძლებელია, რომ საუკეთესო თვისებებში ორი იყოს თანაზიარი; რადგან, თუ ისინი თანასწორნი იქნებიან, არცერთი მათგანი არ იქნება მეორეზე მაღლა, ხოლო თუ არ იქნებიან თანასწორნი, მაშინ საუკეთესო თვისებებით აღწერილი მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი იქნება. ამიტომ შეუძლებელია, რომ მას, ვისაც ეკუთვნის საუკეთესო თვისებები, ჰყავდეს მსგავსი ან თანასწორი.
المصدر
ملاحظات
--