Skip to content

ვინ არის (ალლაჰი) ღმერთი?

محاور التعريف بالإسلام
التعريف بالله تعالىصفات الله تعالى
مصدر الإجابة
قسم الإيمان
الباب / الفصل
(قسم الإيمان)

السؤال

ვინ არის (ალლაჰი) ღმერთი?

الجواب

ალლაჰი ისლამში არის სამყაროთა და ყველა ქმნილების ღმერთი, რომელიც ზრუნავს მათზე მისი მოწყალებით, უზენაესი ბრძანებს:

დიდება ალლაჰს, ღმერთს სამყაროთა;

[ალ-ფათიჰა 2].

და იგია ქმნილებათა შემქნელი, მეუფე, სარჩოს მომცენი, ერთადერთი განმგები, არ ჰყავს თანამონაწილე, უზენაესი ამბობს:

იგია [ალლაჰი] ღმერთი [შემქმნელი და მმართველი] ცათა და ქვეყნისა და იმის, რაც ამათ შორისაა. თაყვანი ეცი მას და იყავი მომთმენი მის თაყვანისცემაში. განა იცი ვინმე მისი მსგავსი [ვის ექნებოდა იგივე სახელები და თვისებები, ან მსგავსი; თაყვანის ცემის ღირსი ]?

(სურა მარიამ: 65)

ის არის ერთადერთი სათაყვანებელი და არ არის არავინ თაყვანისცემის ღირსი გარდა მისი; რადგან იგი ფლობს ღვთაებრიობისა და სრულყოფილების თვისებებს, რომელსაც ეკუთვნის შექმნა, ბრძანება, მართვა და განსჯა, ის ერთადერთია და არ ჰყავს მას თანაზიარი.

თქვა დიდებულმა:

მას ეკუთვნის უმაღლესი აღწერა [სრულყოფილება] ცასა და მიწაზე.

[არ-რუუმ: 27].

დიდებული, უდიდესი, სრულყოფილი, რომელსაც ეკუთვნის მთელი ქება და აბსოლუტური სრულყოფილება, რომელსაც აქვს უმშვენიერესი სახელები და უმაღლესი თვისებები, უზენაესმა ბრძანა:

და ალლაჰისაა უმშვენიერესი სახელები, მაშ მათით ევედრეთ მას...

[ალ-ა"რააფ: 54]

ყოვლისმსმენელი, რომელიც სრულყოფილია თავის სმენაში, და ყოვლისმხედველი, რომელიც სრულყოფილია თავის მხედველობაში, და ყოვლისმცოდნე, რომელიც სრულყოფილია თავის ცოდნაში, ყოვლისშემძლე, რომელსაც ყველაფერი ძალუძს, მისთვის შეუძლებელი არაფერია, დიდება მას, მოწყალე და მწყალობელი, რომლის წყალობაც მოიცავს ყველა ქმნილებასა და ცოცხალ არსებას, და იგი მორწმუნეთა მიმართ მწყალობელია, მარად ცოცხალი, რომელიც არ კვდება, პირველი, რომლის წინაც არაფერია და უკანასკნელი, რომლის შემდეგაც არაფერია, უზენაესმა ბრძანა:

ის [ალლაჰი] არის პირველი [მის წინ არავინ ყოფილა] და უკანასკნელი [მის შემდეგ არავინ იქნება] ცხადი(რომლის ზემოთაც არაფერია) და ფარული, და ის ყოვლისდმცოდნეა

[ალ-ჰადიიდ 3].

ალჰაქიმ, რომელმაც შექმნა ქმნილებები სიბრძნით, სრულყოფილად, საუკეთესოდ. მას ეკუთვნის შექმნისა და ბრძანების სიბრძნე.

მას არ ჰყავს ბადალი, არც მეუღლე, არც შვილი და არც მშობელი, და არაფერი ჰგავს მას — წმინდაა იგი. უზენაესი ამბობს:

თქვი: ის, ალლაჰი ერთადერთია,

ალლაჰი ას'სამედია [თვითკმარი]

არც უშობია და არც შობილა,

და არც არავინ ყოფილა ბადალი მისი.

[ალ-იხლას: 1-4], და უზენაესმა ბრძანა:

არავინ არის მისი მსგავსი! და ის არის ყოვლისმსმენი, ყოვლისმხილველი!

[აშ-შურა 11].

და ის ცაშია, ტახტრევანის (არშის) მაღლა და მაღლა არის ყველა ქმნილებაზე, თქვა ალლაჰმა:

მოწყალე [ალლაჰი] ამაღლდა ტახტზე [როგორც ეს შეეფერება მხოლოდ მის სიდიადეს]

(სურა ტაჰა: 5)

და თქვა:

ის არის ძლევამოსილი, თავის მსახურებზე ყოვლად ამაღლებული და იგია ბრძენი, ყოვლისმცოდნე.

(ალ-ან'ამ: 18)

المصدر

قسم الإيمان

ملاحظات

--