როგორ დაიწყო სიცოცხლე ან როგორ დაიწყო შექმნა?
- محاور التعريف بالإسلام
- الشبهات والاعتراضات
- مصدر الإجابة
- قسم الخلق
- الباب / الفصل
- (قسم الخلق)
السؤال
როგორ დაიწყო სიცოცხლე ან როგორ დაიწყო შექმნა?
الجواب
ჭეშმარიტად, უზენაესი ალლაჰი იყო და მის წინ არაფერი ყოფილა, შემდეგ მან გააჩინა თავისი ქმნილება მას შემდეგ, რაც მთელი სამყარო არარსებული იყო, უზენაესმა და ყოვლადუნაკლო ალლაჰმა შექმნა იგი ისეთად, რომლის მსგავსიც არ იყო წინათ, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთი ალლაჰია, იგია, რომელმაც ექვს დღეში გააჩინა ცანი და დედამიწა, შემდეგ კი ‘არშზე ამაღლდა; ღამეს ბურავს დღით, რომელიც შეუდგომელი მდევარია მისი; და მზე, მთვარე და ვარსკვლავები სრულად ჰმორჩილებენ მის ბრძანებას. განა მას არ ეკუთვნის გაჩენა და მბრძანებლობა?! რაოდენ დიდია ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი!
[ალ-ა"რააფ: 54]
და ალ-ბუხარიმ თავის „საჰიჰში“ გადმოსცა იმრან ბინ ჰუსაინისგან, რომ წინასწარმეტყველმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«იყო ალლაჰი და არაფერი ყოფილა მასზე ადრე, და მისი ტახტი წყალზე იყო, შემდეგ მან შექმნა ცანი და დედამიწა, და ჩაწერა ყველაფერი ჩანაწერში.»
და ალლაჰმა შექმნა ადამი, კაცობრიობის მამა, ხოლო მუსლიმის საჰიჰში აბუ ჰურაირას ჰადისში გადმოცემულია, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობს:
«საუკეთესო დღე, რომელშიც ამოდის მზე, არის პარასკევი. ამ დღეს იქნა შექმნილი ადამი, ამ დღეს იქნა შეყვანილი სამოთხეში და ამ დღეს იქნა გამოყვანილი იქიდან».
და უზენაესმა მოიხსენია ადამიანის შექმნა და თქვა:
ჩვენ უკვე შევქმენით ადამიანი [ადამი] თიხის არსისგან [თიხისგან, რომელიც ყველა მიწის ადგილიდან არის აღებული]
შემდეგ მისი შთამომავალი [ადამის შვილი] მოვათავსეთ წვეთი [მამაკაცის თესლი] უსაფრთხო ადგილას [დედის საშვილოსნოში] ١٣
შემდეგ ამ წვეთიდან შევქმენით სისხლის შედედება, შემდეგ ამ შედედებიდან შევქმენით ხორცის ნაჭერი, შემდეგ ამ ხორცის ნაჭრიდან შევქმენით ძვლები, და შემდეგ ძვლებს მოვავლეთ ხორცით. მერე კი გავზარდეთ იგი როგორც სხვა [ახალი] ქმნილება [ჩავბერეთ მასში სული]. კურთხეულია ალლაჰი საუკეთესო შემქმნელი
[ალ-მუმინუნ: 12-14].
და თქვა დიდებულმა:
ეი, ადამიანებო! რიდი გქონდეთ თქვენი ღმერთისა, რომელმაც გაგაჩინათ ერთი სულისაგან, შემდეგ მისგან მისი მეუღლე გააჩინა და მათგან უამრავი კაცი და ქალი გაამრავლა. რიდი გქონდეთ ალლაჰისა, რომლის სახელითაც სურვილებს უცხადებთ ერთმანეთს, და ნათესაური კავშირის გაწყვეტასაც უფრთხილდით. უთუოდ, ალლაჰი გმეთვალყურეობთ.
(ან-ნისა: 1)
ამ აიათებში ალლაჰმა მოიხსენია ადამიანის განვითარების ეტაპები და გარდაქმნები, მისი შექმნის დასაწყისიდან იმ საბოლოო მდგომარეობამდე, რომელსაც იგი მიაღწევს. მან მოიხსენია ადამიანთა მოდგმის მამის, ადამის (მშვიდობა მასზე) შექმნის დასაწყისი და ის, რომ იგი
თიხის არსისგან
ანუ: ამოღებულ და აღებულ იქნა მთელი დედამიწიდან, სწორედ ამიტომ მისი მოდგმა დედამიწის შესაბამისად მოევლინა: მათ შორის არიან კარგნი და ცუდნი, და მათ შორის მყოფნიც; რბილნი და უხეშნი, და მათ შორის მყოფნიც.
და ალლაჰმა მოიხსენია ცებისა და დედამიწის შექმნა და რაც მათ შორისაა:
მან [ალლაჰმა] შექმნა ცანი [და ააღამაღლა ისინი] საყრდენის გარეშე, როგორც თქვენ ხედავთ, და დაადგინა მიწაზე მტკიცე [მთები], რათა იგი [დედამიწა] არ შერყეულიყო თქვენთან ერთად. და გაავრცელა მასზე [დედამიწაზე] ყველა სახის ცხოველი. და გარდმოვავლინეთ ციდან წყალი [წვიმა] და აღმოვაცენეთ მასზე [დედამიწაზე] ყველა მშვენიერი [და სასარგებლო] წყვილი [მცენარეთა].
[ლუყმან: 10].
ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენს შუამავალ მუჰამმადს, მის ოჯახს და მის ყველა საჰაბებს.
المصدر
ملاحظات
--