السؤال
س 13: ما آداب اللباس؟
რა ადაბი აქვს ჩაცმას?
الجواب
ج:1. أبدأ بلبس ثوبي باليمين، وأحمد الله على ذلك.
- لحديث أبي هريرة رضي الله عنه قال: قال رسول الله صلى الله عليه وسلم:
«إذا لبستم وإذا توضأتم فابدءوا بأيامنكم»
رواه أبو داود وأحمد.
- لا أطيل الثوب تحت الكعبين.
- في الحديث:
«ما أسفل من الكعبين من الإزار ففي النار»
رواه البخاري.
والكعبان العظمان الناتئان على جانبي القدم.
- لا يلبس الأولاد لبس البنات، ولا البنات لبس الأولاد.
«لعن رسول الله صلى الله عليه وسلم الرجل يلبس لبسة المرأة، والمرأة تلبس لبسة الرجل»
- عدم التشبه بلباس الكافرين أو الفاسقين.
- لحديث:
«من تشبه بقوم فهو منهم»
رواه أبو داود.
- التسمية عند خلع الملابس.
«ستر ما بين عورات بني آدم والجن إذا وضع أحدكم ثوبه أن يقول بسم الله»
رواه الطبراني وابن أبي شيبة.
- لبس النعال في اليمنى أولاً، والخلع من اليسرى.
- لحديث أم المؤمنين عائشة رضي الله عنها قالت:
«كان النبي صلى الله عليه وسلم يعجبه التيمن في تنعله، وترجله، وطهوره وفي شأنه كله»
პასუხი: 1 - ვიწყებ ტანისამოსის მორგებას მარჯვენა მხრიდან და ვადიდებ ალლაჰს.
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
"როდესაც ჩაიცვამთ და აიღებთ აბდესს დაიწყეთ მარჯვენა მხრიდან".
გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა.
- არ ვაგრძელებ ტანისამოსს კოჭებს ქვემოთ.
ჰადისში გადმოცემულია:
"რაც არის კოჭის ქვემოთ არის ცეცხლში".
გადმოსცა ბუხარიმ.
კოჭები არის ძვლები, რომლებიც გამობერილია ფეხის ორივე მხარეს.
- არ ჩაიცვას ბიჭებმა გოგოების სამოსი და გოგოებმა არ ჩაიცვას ბიჭების სამოსი.
"დაწყევლა შუამავალმა კაცი, რომელიც იცვამს ქალის ტანსაცმელს და ქალი, რომელიც იცვამს კაცის ტანსაცმელს".
- ტანსაცმელი არ უნდა იყოს ურწმუნოების სამოსის მსგავსი.
"ვინც დაემსგავსა რომელიმე ხალხს ის მათგანია".
გადმოსცა აბუ დაუდმა.
ტანსაცმლის გახდა ალლაჰის სახელით.
"ადამის ძესა და ჯინებს შორის სამოსის გაძრობის დროს ფარი არის სიტყვები: ბისმილლაჰ".
გადმოსცა ატტაბარიმ და იბნ აბუ შაიბამ.
ფეხსაცმლის მორგება იწყება მარჯვენა ფეხით, ხოლო გახდა — მარცხენა ფეხით.
ჰადისში გადმოცემულია, რომ მორწმუნეების დედამ აიშამ(ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თქვა:
"შუამავალი (ალლჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ფეხსაცმლის ჩაცმისას, თმის დავარცხნისას, დაბანვისას და ნებისმიერ საქმეს იწყებდა მარჯვენა მხრიდან".