Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

9 of 841 cards

Clear filters
«ვინც მოუხსნის მორწმუნეს სირთულეს ამქვეყნიური სირთულეებიდან, ალლაჰი მას მოუხსნის სირთულეს განკითხვის დღის სირთულეებიდან, ვინც გაუადვილებს სირთულეში მყოფს, ალლაჰი გაუადვილებს მას ამქვეყნად და იმქვეყნად, ვინც დაფარავს მუსლიმს ალლაჰი დაფარავს მას ამქვეყნად და იმქვეყნად, ალლაჰი დაეხმარება თავის მსახურს, სანამ ეს მსახური თავის ძმას ეხმარება, ვინც დაადგება გზას ცოდნის მისაღებად, ალლაჰი მას ამით გაუადვილებს გზას სამოთხისკენ, როდესაც შეიკრიბება საზოგადოება რომელიმე სახლში ალლაჰის სახლებიდან, კითხულობენ ალლაჰის წიგნს და ასწავლიან ერთი მეორეს, მათზე გარდმოევლინება სიმშვიდე, მათ გარემოიცავს წყალობა, გარს შემოეხვევიან ანგელოზები, და ალლაჰი მათ ახსენებს მასთან მყოფებთან, ვისაც მისი საქმენი შეაყოვნებს, მას წინ ვერ წასწევს მისი წარმომავლობა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვისაც ალლაჰი სიკეთეს უსურვებს, მას რელიგიის გაგებას ანიჭებს. ჭეშმარიტად, მე მხოლოდ გამანაწილებელი ვარ, ხოლო მბოძებელი ალლაჰია. ეს საზოგადოება არ შეწყვეტს ალლაჰის ბრძანებების მტკიცედ შესრულებას, და მათ არ ავნებენ ისინი, ვინც მათ შეეწინააღმდეგებათ (ასე გაგრძელდება) მანამ, სანამ არ მოვა ალლაჰის განკარგულება».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
„ჭეშმარიტად, განკითხვის დღის ნიშნებიდან ის არის, რომ ცოდნა გაქრება და გავრცელდება უმეცრება, გაიზრდება მრუშობა და ალკოჰოლის გამოყენება, შემცირდება კაცების რაოდენობა და გაიზრდება ქალების რაოდენობა ისე, რომ ორმოცდაათ ქალზე ერთი კაცი იქნება, რომელიც მათზე იზრუნებს."
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
„მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბები, რომლებიც გვასწავლიდნენ ყურანს, გვიყვებოდნენ, რომ მათ ალლაჰის მოციქულისგან ათ-ათ აიათს სწავლობდნენ, და არ იღებდნენ სხვა ათ აიათს, სანამ არ გაიგებდნენ, რა ცოდნა და ქმედება იყო მათში. ისინი ამბობდნენ: 'ჩვენ ვსწავლობდით ცოდნას და ქმედებებს'."
კარგი (ჰასან) გადმოსცა აჰმადმა
«ო, აბა ალ-მუნზირ იცი, რომელი აიათია ალლაჰის წიგნიდან ყველაზე დიდებული?» მე ვუპასუხე: "ალლაჰმა და მისმა მოციქულმა უკეთ იციან". მან კვლავ თქვა: «ო, აბა ალ-მუნზირ, იცი, რომელი აიათია ალლაჰის წიგნიდან ყველაზე დიდებული?» თქვა: ვუთხარი: {არ არის ღვთაება, ალლაჰის, უკვდავის, მარადისის გარდა, თვლემა არ ეუფლება მას და არც ძილი} [ალ-ბაყარა: 255] თქვა: ამის შემდეგ შუამავალმა დაარტყა ჩემს მკერდს და თქვა: «წარმატება გქონდეს ცოდნაში, ო, აბა ალ-მუნზირ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთხელ მიუახლოვდა თავის საჰაბათა ჯგუფს, რომლებიც შეკრებილნი იყვნენ და ჰკითხა მათ: «რატომ სხედხართ აქ?» მათ უპასუხეს: "ვზივართ, რომ ალლაჰი გავიხსენოთ და ვმადლობდეთ მას, რომ სწორ გზაზე დაგვაყენა და ისლამი გვიბოძა". მოციქულმა ჰკითხა: «ალლაჰის სახელით დაიფიცეთ, მართლა მხოლოდ ამისთვის სხედხართ?» მათ უპასუხეს: "ვფიცავთ ალლაჰს, მხოლოდ ამისთვის დავჯექით", მაშინ მოციქულმა უთხრა: «არ დაგაფიცეთ იმიტომ, რომ ეჭვი შემქონდეს თქვენში, არამედ ჯიბრილმა ჩემთან მოვიდა და მაცნობა, რომ დიდებული და უზენაესი ალლაჰი ამაყობს თქვენით ანგელოზების წინაშე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ალლაჰმა გაახაროს ის ადამიანი, რომელიც ჩვენგან რამეს მოისმენს და ზუსტად ისე გადასცემს სხვებს, როგორც გაიგო, რადგან შესაძლოა, ვისაც ეს მიაწვდიან, უკეთ გაიგოს იგი, ვიდრე ის, ვინც მოისმინა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ჭეშმარიტად, ის ხელმძღვანელობა და ცოდნა, რომლითაც ალლაჰმა მე წარმაგზავნა, ჰგავს მიწაზე მოსულ წვიმას. მიწის ერთი ნაწილი ნაყოფიერი იყო, მან შეიწოვა წყალი და ამოიზარდა მრავალი მცენარე და ბალახი. მიწის მეორე ნაწილი უნაყოფო იყო, მაგრამ მან შეინარჩუნა წყალი და ალლაჰმა იგი ადამიანებისთვის სასარგებლოდ აქცია: ხალხმა ეს წყალი სასმელად გამოიყენა, მისით საქონელი დაპურა და მინდვრები მორწყო. წვიმა დაეცა ასევე მიწის სხვა ნაწილზეც, რომელიც ბრტყელი ველივით იყო, მაგრამ მან ვერ შეინარჩუნა წყალი და ვერაფერი ამოიზარდა. [ეს მიწის ნაწილები] ჰგვანან იმ ადამიანებს, ვინც სწორად გაუგო ალლაჰის რელიგიას, იხეირა იმით, რაც ალლაჰმა მოავლინა, თავად შეიძინა ცოდნა და სხვებსაც ასწავლა. ისინი ასევე ჰგვანან იმ ადამიანებს, ვინც ამას არ მიაქცია ყურადღება და არ მიიღო ალლაჰის ხელმძღვანელობა, რომლითაც მე ხალხისკენ ვარ გამოგზავნილი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული