დადე ხელი იმ ადგილას, რომელიც გტკივა და სამჯერ თქვი: ‘ბისმილლაჰ’ (ალლაჰის სახელით), შემდეგ კი შვიდჯერ თქვი: ‘შევეფარები ალლაჰს და მის ძლევამოსილებას ბოროტებისგან, რასაც ვგრძნობ და რისიც მეშინია
უსმან იბნ აბი ალ-'აას ას-საყაფი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მან ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უჩივლა ტკივილზე, რომელსაც ის თავის სხეულში განიცდიდა ისლამის მიღების შემდეგ. მაშინ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა მას:
«დადე ხელი იმ ადგილას, რომელიც გტკივა და სამჯერ თქვი: ‘ბისმილლაჰ’ (ალლაჰის სახელით), შემდეგ კი შვიდჯერ თქვი: ‘შევეფარები ალლაჰს და მის ძლევამოსილებას ბოროტებისგან, რასაც ვგრძნობ და რისიც მეშინია».
«ضَعْ يَدَكَ عَلَى الَّذِي تَأَلَّمَ مِنْ جَسَدِكَ، وَقُلْ بِاسْمِ اللهِ ثَلَاثًا، وَقُلْ سَبْعَ مَرَّاتٍ أَعُوذُ بِاللهِ وَقُدْرَتِهِ مِنْ شَرِّ مَا أَجِدُ وَأُحَاذِرُ».
უსმან იბნ აბი ალ-ასს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) თავს ძლიერი ტკივილი დაატყდა, რომელიც თითქმის სიკვდილამდე მიიყვანდა. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოინახულა იგი და ასწავლა ლოცვა, რომელიც, ალლაჰის ნებართვით, განკურნებას მოუტანდა. მან უთხრა: „დადე ხელი იმ ადგილას, სადაც ტკივილს გრძნობ, სამჯერ თქვი: ‘ბისმილლაჰ’ (ალლაჰის სახელით), შემდეგ კი შვიდჯერ თქვი: ‘შევეფარები ალლაჰსა და მის ძალმოსილებას იმ ბოროტებისგან, რასაც ვგრძნობ’“ — ანუ იმ ტკივილისგან, რომელიც ამჟამად მაწუხებს, „და იმისგან, რისიც მეშინია“ — ანუ შესაძლო გაუარესების, შიშისა და შეშფოთების ან დაავადების გავრცელებისგან მთელ სხეულში.
საკუთარ თავზე რუყიას (გამოსაჯანმრთელებელი ლოცვების) წაკითხვა სუნნაა, როგორც ეს ჰადისშია აღნიშნული.
ჩივილი, თუ მასში არ არის უკმაყოფილება და პროტესტი, არ ეწინააღმდეგება ალლაჰზე დაყრდნობასა და მოთმინებას.
ვედრება წარმოადგენს მიზეზების გამოყენების ნაწილს, ამიტომ აუცილებელია მისი სიტყვების სიზუსტისა და გამეორებების რაოდენობის დაცვა.
ეს ვედრება გამოიყენება სხეულის ნებისმიერი ტკივილის დროს.
ხელის დადება ტკივილის ადგილას ამ ვედრების წაკითხვისას.
საჰიჰ მუსლიმ (4/ 1728) (2202).
მეტი... (8)
بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.
لسليم الهلالي (2/ 163).
شرح رياض الصالحين.
لابن عثيمين (4/ 481).
فيض القدير شرح الجامع الصغير.
لعبدالرؤوف المناوي (1/ 284).
نزهة المتقين شرح رياض الصالحين.
لمجموعة من الباحثين (1/ 689).
Cited in books
6 Books- მუსლიმის სიმაგრე - ვედრებები წიგნიდან და სუნიდანحصن المسلم«ალლაჰსა და მის ძლიერებას შევეფარები იმ სიავისგან, რასაც ვგრძნობ და ვუფრთხი»[289].
- მუსლიმის სიმაგრე - ვედრებები წიგნიდან და სუნიდანحصن المسلمაუზუ ბილლაჰი ვაყუდრათიჰი მინ შარრი მა აჯიდუ ვაუჰაზირ
მეტი... (4)
- رياض الصالحينرياض الصالحين مع فوائد وهدايات - 5«ضَعْ يَدَكَ عَلَىٰ الذي تَألَّمَ مِنْ جَسَدِكَ، وقلْ: بسم الله ثلاثاً، وقُلْ سَبْعَ مرَّاتٍ: أعُوذُ بعزَّة الله وقُدْرتهِ مِنْ شَر ما أجدُ وأحاذِرُ».
- فتاوى المرضىفتاوى المرضى «ضع يدك على الذي تألم من جسدك، وقل: بسم الله، ثلاثًا، وقل سبع مرات: أعوذ بالله وقدرته من شر ما أجد وأُحاذِر»
- مجموعة زاد العقيدة (2)1ضعْ يدَكَ على الذي تألَمُ من جَسَدِك، وقلْ: بسم ﷲ ثلاثًا، وقل سبعَ مراتٍ: «أعوذُ بعزَّةِ ﷲ وقدرتهِ من شرِّ ما أجِدُ وأُحاذرُ»
- مشروع المنهج التعليميمادة التوحيد مستوى 4 «أَعُوذُ بِعِزَّةِ اللهِ وَقُدْرَتِهِ مِنْ شَرِّ مَا أَجِدُ وَأُحَاذِرُ»