Skip to content

ნუთუ არ გინდა გაგზავნო იმით, რითიც მე გამგზავნა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)? არ დატოვო არცერთი ქანდაკება დაუშლელი, და არ დატოვო არცერთი მოპირკეთებული (ამაღლებული) საფლავი გაუსწორებელი

აბუ ალ-ჰაიაჯ ალ-ასადიმ თქვა:

«ერთხელ ალი იბნ აბუ ტალიბმა მითხრა: "ნუთუ არ გინდა გაგზავნო იმით, რითიც მე გამგზავნა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)? არ დატოვო არცერთი ქანდაკება დაუშლელი, და არ დატოვო არცერთი მოპირკეთებული (ამაღლებული) საფლავი გაუსწორებელი».

قَالَ لِي ‌عَلِيُّ بْنُ أَبِي طَالِبٍ: أَلَا أَبْعَثُكَ عَلَى مَا بَعَثَنِي عَلَيْهِ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ؟ أَنْ لَا تَدَعَ تِمْثَالًا إِلَّا طَمَسْتَهُ، وَلَا قَبْرًا مُشْرِفًا إِلَّا سَوَّيْتَهُ.

გადმოსცა მუსლიმმა
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გზავნიდა თავის საჰაბებს იმისთვის, რომ არ დაეტოვებინათ არც ერთი "ქანდაკება" - იგულისხმება გამოსახულება სულიერი არსებისა ქანდაკების ფორმა ექნება თუ არ ექნება - დანგრევის ან წაშლის გარეშე. (ასევე უბრძანებდა მათ) არ დაეტოვებინათ ამაღლებული საფლავი გაუსწორებელი მიწასთან. დაეშალათ ის ნაგებობები, რაც მათზე იყო დაშენებული ან დაედაბლებინათ და გაესწორებინათ მიწასთან ისე, რომ მიწიდან ძალიან მაღლა არ ყოფილიყო ამაღლებული, მისი ამაღლება მხოლოდ ერთი მტკაველით შეიძლება.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

სულიერი არსებების დახატვის და გამოქანდაკების აკრძალვა; რამეთუ ეს არის შირქის გამომწვევი მიზეზი.

მოუწონარი რამეების ხელით განადგურების ნებართვა მისთვის, ვისაც აქვს ამის უფლებამოსილება და შესაძლებლობა.

შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სწრაფვა წინაისლამური უმეცრების ყველა ნიშნების აღმოფხვრისკენ, როგორიცაა გამოსახულებები, ქანდაკებები, სამარხებზე მშენებლობები და ა.შ

წყაროები

საჰიჰ მუსლიმ (2/ 666) (969).

მეტი... (8)

القول المفيد على كتاب التوحيد.

لابن عثيمين (2/ 446).

الملخص في شرح كتاب التوحيد.

لصالح الفوزان (ص402).

الجديد في شرح كتاب التوحيد.

لمحمد القرعاوي (ص447).

كتاب التوحيد.

للإمام محمد بن عبد الوهاب (ص138).