მუსლიმს ეკრძალება თავისი ძმისგან დაშორება სამ დღეზე მეტხანს, რომლის განმავლობაშიც ისინი შეხვედრისას ერთმანეთს ზურგს აქცევენ. ხოლო მათგან საუკეთესო ის იქნება, ვინც პირველი მიესალმება მეორეს
გადმოცემულია აბუ აიუბ ალ-ანსარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«მუსლიმს ეკრძალება თავისი ძმისგან დაშორება სამ დღეზე მეტხანს, რომლის განმავლობაშიც ისინი შეხვედრისას ერთმანეთს ზურგს აქცევენ. ხოლო მათგან საუკეთესო ის იქნება, ვინც პირველი მიესალმება მეორეს».
«لَا يَحِلُّ لِرَجُلٍ أَنْ يَهْجُرَ أَخَاهُ فَوْقَ ثَلَاثِ لَيَالٍ، يَلْتَقِيَانِ، فَيُعْرِضُ هَذَا وَيُعْرِضُ هَذَا، وَخَيْرُهُمَا الَّذِي يَبْدَأُ بِالسَّلَامِ».
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აუკრძალა მუსლიმს თავის მუსლიმ ძმასთან ურთიერთობის გაწყვეტა სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. როდესაც ისინი შეხვდებიან არ ესალმებიან და არ ესაუბრებიან ერთმანეთთან. ამ სიტუაციაში, ორ დაპირისპირებულს შორის საუკეთესო ის იქნება, ვინც პირველი გადადგამს ნაბიჯს შერიგებისკენ და კონფლიქტის მოგვარებისკენ, დაწყებული მისალმებით. აქ საუბარია დროებით ურთიერთობის შეწყვეტაზე (ბოიკოტზე) პირადი წყენის გამო. რაც შეეხება ბოიკოტს, რომელიც გამოწვეულია ალლაჰის უფლების დარღვევით, მაგალითად, ცოდვილებთან, სიახლის (ბიდ'ათის) მიმდევართან და ცუდ მეგობრებთან მიმართებაში, ასეთი ბოიკოტი დროში არ არის შეზღუდული და გრძელდება მანამ, სანამ მასში არის სარგებელი და წყდება მაშინ, რომ ეს სარგებელი მთავრდება.
...:
დაშვებულია ურთიერთობის შეწყვეტა და დუმილი მაქსიმუმ სამი დღის განმავლობაში, ადამიანის ბუნების გათვალისწინებით. ეს დროებითი ბოიკოტი საშუალებას აძლევს განაწყენებულ მხარეებს, რომ მათ შორის არსებულმა კონფლიქტმა მშვიდად ჩაიაროს.
მისალმების ღირსება და ის, რომ ის წმენდს გულებს და არის სიყვარულის ნიშანი.
ისლამური სარწმუნოება ისწრაფვის თავის მიმდევრებს შორის ძმობისა და მეგობრობის განმტკიცებისკენ.
საჰიჰ ალ-ბუხარი (8/ 21) (6077).
საჰიჰ მუსლიმ (4/ 1984) (2560).
მეტი... (6)
منحة العلام في شرح بلوغ المرام.
لعبد الله الفوزان (10/ 111).
فتح ذي الجلال والإكرام بشرح بلوغ المرام.
لابن عثيمين (6/ 293).
توضيح الأحكام من بلوغ المرام.
للبسام (7/ 339).
Cited in books
2 Booksმეტი... (2)
- المناهج التعليمية - الصف السادسالمناهج الدراسية - الحديث - الصف السادس - الفصل الأول «لَا يَحِلُّ لِمُسْلِمٍ أَنْ يَهْجُرَ أَخَاهُ فَوْقَ ثَلَاثِ لَيَالٍ، يَلْتَقِيَانِ فَيُعْرِضُ هَذَا وَيُعْرِضُ هَذَا، وَخَيْرُهُمَا الَّذِي يَبْدَأُ بِالسَّلَامِ»
- المناهج التعليمية - الصف السادسالمناهج الدراسية - الحديث - الصف السادس - الفصل الأول «وخَيْرُهُما الذي يَبْدَأ بِالسَّلَامِ».