არ ჩამოჯდეთ სასაფლაოებზე და არ ილოცოთ მათ მიმართულებით
აბუ მარსად ალ-ღანავი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოგვცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«არ ჩამოჯდეთ სასაფლაოებზე და არ ილოცოთ მათ მიმართულებით».
«لَا تَجْلِسُوا عَلَى الْقُبُورِ، وَلَا تُصَلُّوا إِلَيْهَا».
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა სასაფლაოებზე ჩამოჯდომა. ასევე აკრძალა სასაფლაოების მიმართულებით ლოცვა, ანუ სასაფლაო რომ იყოს მლოცველის წინ ყიბლას მხარეს; რადგან ეს არის შირქისკენ მიმავალი ერთ-ერთი საშუალება.
აკრძალულია ლოცვის შესრულება სასაფლაოებზე, საფლავებს შორის ან მათი მიმართულებით, გარდა დამკრძალავი ლოცვისა (ჯანაზა), რაც სუნნათი არის დამტკიცებული.
სასაფლაოს მიმართულებით ლოცვის აკრძალვა არის შირქის გამომწვევი მიზეზების ჩაკეტვა.
ისლამმა აკრძალა სასაფლაოებზე ზედმეტი პატივისცემა და ასევე მათი შეურაცხყოფა, არ შეიძლება გადაჭარბება ზედმეტ პატივისცემაში და არ შეიძლება მათი უგულებელყოფა შეურაცხყოფის დონეზე.
მუსლიმის ხელყოფა მისი გარდაცვალების შემდეგაც აქტუალურია, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სიტყვებიდან გამომდინარე: "მკვდარი ადამიანის ძვლების დამტვრევა ცოცხალის დამტვრევის მსგავსია".
საჰიჰ მუსლიმ (2/ 668) (972).
მეტი... (6)
توضيح الأحكام مِن بلوغ المرام.
لعبد الله البسام (2/ 30).
فتح ذي الجلال والإكرام شرح بلوغ المرام.
لمحمد العثيمين (1/ 522).
منحة العلام في شرح بلوغ المرام.
لعبد الله الفوزان (4/ 285).