ჭეშმარიტად, ალლაჰმა დააწესა ვალდებულებები, მაშ, ნუ უგულებელყოფთ მათ და დაადგინა საზღვრები, მაშ, ნუ გადააბიჯებთ მათ, და აკრძალა გარკვეული რამეები, მაშ, ნუ დაარღვევთ მათ, და სიჩუმით დატოვა ზოგი რამ თქვენდა წყალობად და არა დავიწყებით, მაშ, ნუ გამოიკვლევთ მათ
გადმოცემულია აბუ სა'ლაბა ალ-ხუშანიი ჯურსუუმ იბნ ნააშირისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, ალლაჰმა დააწესა ვალდებულებები, მაშ, ნუ უგულებელყოფთ მათ და დაადგინა საზღვრები, მაშ, ნუ გადააბიჯებთ მათ, და აკრძალა გარკვეული რამეები, მაშ, ნუ დაარღვევთ მათ, და სიჩუმით დატოვა ზოგი რამ თქვენდა წყალობად და არა დავიწყებით, მაშ, ნუ გამოიკვლევთ მათ».
«إِنَّ اللَّهَ فَرَضَ فَرَائِضَ فَلَا تُضَيِّعُوهَا، وَحَدَّ حُدُودًا فَلَا تَعْتَدُوهَا، وَحَرَّمَ أَشْيَاءَ فَلَا تَنْتَهِكُوهَا، وَسَكَتَ عَنْ أَشْيَاءَ رَحْمَةً لَكُمْ غَيْرَ نِسْيَانٍ فَلَا تَبْحَثُوا عَنْهَا».
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ალლაჰმა სავალდებულო გახადა ზოგი რამ და დააწესა ვალდებულებები, ამიტომ დაიცავით ისინი და ნუ უგულებელყოფთ, ნუ დატოვებთ და ნუ მოეკიდებით დაუდევრობით. მან განგისაზღვრათ საზღვრები და შემაკავებლები, რომლებიც გაკავებენ და გაფრთხილებენ იმათგან, რაც მას არ მოსწონს, მაშ, ნუ გადააბიჯებთ იმ საზღვრებს, რაც შარიათმა დაადგინა, და ნუ დაამატებთ მას. მან აკრძალა ზოგი რამ, ნუ შეეხებით მათ და ნუ მიუახლოვდებით. ხოლო დანარჩენი რამეები დატოვა უთქმელად, თავის მორჩილთადმი წყალობის გამო, და ისინი რჩება თავისი საფუძვლით ნებადართულად, მაშ, ნუ დაეძიებთ მათ.
ჰადისი წარმოადგენს მტკიცებულებას იმისა, რომ მხოლოს ალლაჰი არის კანონმდებელი, რადგან ბრძანება მთლიანად მის ხელშია, დიდებულის.
ჰადისში წარმოდგენილია შარიათის ძირითადი პრინციპები — დადგენილებები და ნებადართული საქმეები. შარიათის დადგენილება შეიძლება ან არ იყოს მოხსენიებული, ან აშკარად იყოს ნათქვამი. აშკარად ნათქვამი შარიათის დადგენილება იყოფა: 1. ბრძანებად, რომელიც არის ან სავალდებულო, ან სასურველი; 2. აკრძალვად, რომელიც არის ან მკაცრად აკრძალული, ან არასასურველი, ან ნებადართული.
ის, რაზეც ალლაჰი გაჩუმდა: არ გახადა სავალდებულო, არ დაუდგინა საზღვრები და არ აუკრძალავს არის — ნებადართული.
მშვენიერი განმარტებაა მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რადგან მან ჰადისი ასე ნათელი და ცხადი განაწილებით გადმოსცა.
უზენაესი ალლაჰის მიერ დადგენილი სავალდებულო დებულებების დაცვის ვალდებულება.
უზენაესი ალლაჰის მიერ დადგენილ საზღვრებზე გადაბიჯების აკრძალვა.
სუნან ალ-დარააყუტნიი (4396).
მეტი... (4)
المعجم الكبير للطبراني (22/221).
جامع العلوم والحكم (ص617).
شرح الأربعين النووية للعثيمين (ص309).
توضيح الأحكام من بلوغ المرام (6/ 210).
Cited in books
3 Booksმეტი... (3)
- رياض الصالحينرياض الصالحين مع فوائد وهدايات - 8«إنَّ اللهَ تَعَالىٰ فَرَضَ فَرائِضَ فَلا تُضَيِّعُوهَا، وَحَدَّ حُدُوداً فَلا تَعْتَدُوهَا، وَحَرَّمَ أَشْيَاءَ فَلا تَنْتَهِكوهَا، وَسَكَتَ عَنْ أَشْيَاءَ رَحْمَةً لَكُمْ غَيْرَ نِسْيَانٍ فَلا تَبْحَثُوا عَنها».
- شرح الأربعين النووية«إنَّ اللَّهَ تَعَالَى فَرَضَ فَرَائِضَ فَلَا تُضَيِّعُوهَا، وَحَدَّ حُدُودًا فَلَا تَعْتَدُوهَا، وَحَرَّمَ أَشْيَاءَ فَلَا تَنْتَهِكُوهَا، وَسَكَتَ عَنْ أَشْيَاءَ رَحْمَةً لَكُمْ غَيْرَ نِسْيَانٍ فَلَا تَبْحَثُوا عَنْهَا».
- متن اصول الإيمانمتن أصول الإيمان{إن اللَّه فرض فرائض فلا تضيعوها، وحد حدودا فلا تعتدوها، وحرم أشياء فلا تنتهكوها، وسكت عن أشياء رحمة لكم غير نسيانٍ فلا تبحثوا عنها}.