Skip to content

ვინც ჩვენს წინააღმდეგ იარაღს აღმართავს, ის არ არის ჩვენთაგანი

გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისთ კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«ვინც ჩვენს წინააღმდეგ იარაღს აღმართავს, ის არ არის ჩვენთაგანი».

«مَنْ حَمَلَ عَلَيْنَا السِّلَاحَ فَلَيْسَ مِنَّا».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აფრთხილებს იარაღის აღებისგან მუსლიმების წინააღმდეგ, მათი დაშინების ან გაძარცვის მიზნით. ვინც უსამართლოდ ჩაიდენს ამას, სჩადის დიდ დანაშაულს და ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ცოდვას. ამასთან, ის იმსახურებს ამ მკაცრ გაფრთხილებას.

სიტყვების მნიშვნელობა

من حمل علينا السلاح: المقصود به من حمل السلاح؛ لقتال المسلمين أو لإرهاربهم.

ჰადისის სარგებლობიდან

მუსლიმისთვის მკაცრი გაფრთხილება, რომ არ ებრძოლოს თავის ძმებს-მუსლიმებს.

ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და დასაგმობი ქმედება და უდიდესი ბოროტება დედამიწაზე არის იარაღის აღმართვა მუსლიმების წინააღმდეგ და ბოროტების გავრცელება მკვლელობებით.

აღნიშნული გაფრთხილება და მუქარა არ ვრცელდება ბრძოლაზე, რომელიც ტარდება სამართლიანად, როგორიცაა ბრძოლა მეამბოხეებთან, რომლებიც ავრცელებენ ბოროტებას, ან სხვა მსგავს სიტუაციებში.

მუსლიმების დაშინება იარაღით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით, თუნდაც ხუმრობით, აკრძალულია.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (9/ 49) (7071).

საჰიჰ მუსლიმ (1/ 98) (100).

მეტი... (8)

خلاصة الكلام شرح عمدة الأحكام.

لفيصل آل مبارك (ص406).

الإفهام في شرح عمدة الأحكام.

لابن باز (ص815).

الإلمام بشرح عمدة الأحكام.

لإسماعيل الأنصاري (2/ 195).

تيسير العلام شرح عمدة الأحكام.

لعبد الله البسام (ص752).