Skip to content

ეშმაკი მოდის ერთ-ერთ თქვენგანთან და ეუბნება: ვინ შექმნა ეს? ვინ შექმნა ის? ბოლოს კი იტყვის: ვინ შექმნა შენი უფალი? როცა ის ამ კითხვამდე მიაღწევს, დაე, ითხოვოს ალლაჰისგან თავშესაფარი(თქვას: ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტანი რრაჯიიმ) და შეწყვიტოს მასზე ფიქრი

გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

" ეშმაკი მოდის ერთ-ერთ თქვენგანთან და ეუბნება: ვინ შექმნა ეს? ვინ შექმნა ის? ბოლოს კი იტყვის: ვინ შექმნა შენი უფალი? როცა ის ამ კითხვამდე მიაღწევს, დაე, ითხოვოს ალლაჰისგან თავშესაფარი(თქვას: ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტანი რრაჯიიმ) და შეწყვიტოს მასზე ფიქრი".

«يَأْتِي الشَّيْطَانُ أَحَدَكُمْ فَيَقُولُ: مَنْ خَلَقَ كَذَا؟ مَنْ خَلَقَ كَذَا؟ حَتَّى يَقُولَ: مَنْ خَلَقَ رَبَّكَ؟ فَإِذَا بَلَغَهُ فَلْيَسْتَعِذْ بِاللهِ وَلْيَنْتَهِ».

შეთანხმებული
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქული მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს მკურნალობის შესახებ, რომელიც მორწმუნეს დაეხმარება ეშმაკის მიერ ჩაგონებული საეჭვო კითხვების წინააღმდეგ ბრძოლაში, ეშმაკი იტყვის: ვინ შექმნა ეს? ვინ შექმნა ის? ვინ შექმნა ცა? და ვინ შექმნა მიწა? მორწმუნე პასუხობს რწმენით, თანდაყოლილი ბუნებრიობითა და გონებით: "ალლაჰმა", მაგრამ ეშმაკი ამ ჩაგონებებზე არ ჩერდება, არამედ აგრძელებს მანამ, სანამ არ იტყვის: "ვინ შექმნა შენი უფალი?" ამ დროს მორწმუნე ამ ჩაგონებას სამი რამით უკუაგდებს: ალლაჰის რწმენით. ალლაჰთან ეშმაკისგან შეფარებით. შეპყრობილ ფიქრებზე ზედმეტი ჩაღრმავების შეწყვეტით.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

ეშმაკის ჩაგონებისა და მისი მავნე აზრების უარყოფა და მათზე ფიქრის შეწყვეტა,და უზენაესი ალლაჰისგან შეწევნის თხოვნა ამ ფიქრების მოშორებისთვის.

ყველა ეჭვი, რომელიც ადამიანის გულში ჩნდება და ეწინააღმდეგება შარიათს, ეშმაკისგან მოდის.

აკრძალულია ალლაჰის არსების შესახებ ფიქრი, ხოლო წახალისებულია ფიქრი მისი ქმნილებებისა და საოცრებების შესახებ.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (4/ 123) (3276).

საჰიჰ მუსლიმ (1/ 120) (134).

მეტი... (5)

إكمال المعلم (1/432).

المفهم (1/345).

فتح الباري (6/ 340).

طرح التثريب (8/163).

بهجة قلوب الأبرار (ص 27).