Skip to content

რა არის განკითხვის დღე?

محاور التعريف بالإسلام
اليوم الآخر والمصيرالحساب
مصدر الإجابة
قسم البعث | كتاب: الإسلام دين رب العالمين، ص 17-18.
الباب / الفصل
(قسم البعث)

السؤال

რა არის განკითხვის დღე?

الجواب

დიდება ალლაჰს, განკითხვის დღე არის უდიდესი დღე, რომელსაც მრავალი სახელი აქვს წმინდა ყურანში, და ეს მხოლოდ იმ საშინელებებისა და მოვლენების სიმრავლის გამოა, რომლებიც ამ დღეს მოხდება. ის არის განკითხვის დღე და იავმუთ-თაღაბუნ, ის არის ას-საახხა, ალ-ყაარი'ა, აღდგომა, შეკრება, ან-ნუშურ, ათ-თანაად, აზ-ზალზალა, ატ-ტაამმა და სხვა მისი მრავალი სახელი.

და ამ დღის დრო არავინ არ იცის, გარდა ალლაჰისა, არ იცის იგი არც მოვლენილმა წინასწარმეტყველმა და არც დაახლოებულმა ანგელოზმა, როგორც თქვა უზენაესმა:

ჭეშმარიტად, დადგება ის საათი (აღდგომის დრო), როცა ადამიანები გაცოცხლდებიან, და ვმალავ მის შესახებ ცნობას, რამეთუ უნდა მიეგოს ყველა სულს ის, რისკენაც მიისწრაფოდენ [ამქვეყნიურ ცხოვრებაში]

[ტაჰა: 50].

დიდებულმა ალლაჰმა თქვა:

გეკითხებიან შენ ქვეყნიერების დაქცევის საათის შესახებ, როდის მოხდება იგიო. უთხარი: ჭეშმარიტად, მისი ცოდნა ჩემს ღმერთთანაა. მის გარდა ვერავინ განაცხადებს მის დროს. მძიმეა იგი ცათა შინა და დედამიწაზე. უეცრად გეწევათ იგი თქვენ. ისე გეკითხებიან თითქოს იცოდე მის შესახებ. უთხარი: ჭეშმარიტად, მისი ცოდნა ალლაჰთანაა, თუმცა ხალხის უმრავლესობამ არ იცის.

[ალ-ა"რააფ: 54]

ბოლო საათის დადგომამდე იქნება მისი პირობები, და ეს მისი ნიშნებია, ხოლო განკითხვის დღის ნიშნები ბევრია; მათ შორისაა ისეთები, რომლებიც უკვე მოხდა და ჩაიარა, და მათ შორისაა ათი დიდი ნიშანი, რომლებიც ბოლო დროს მოხდება, და ისინი ნახსენებია ამ ჰადისში, რომელიც გადმოცემულია ჰუზაიფა იბნ უსაიდ ალ-ღიფარისგან, რომელმაც თქვა:

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოვიდა ჩვენთან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, და იკითხა: «რაზე საუბრობთ?» მათ უპასუხეს: «ჩვენ ვსაუბრობთ განკითხვის დღეზე». მან თქვა: «ჭეშმარიტად, ის არ დადგება მანამ, სანამ მის წინ ათ ნიშანს არ იხილავთ». – შემდეგ მან ჩამოთვალა – კვამლი, დაჯჯალი, მხეცი, მზის ამოსვლა დასავლეთიდან, მარიამის ძის, ‘ისას (მშვიდობა მას) ჩამოსვლა, იაჯუჯი და მაჯუჯი, და სამი მიწის ჩანგრევა: მიწის ჩანგრევა აღმოსავლეთში, მიწის ჩანგრევა დასავლეთში და მიწის ჩანგრევა არაბეთის ნახევარკუნძულზე; ხოლო ბოლო მათგანი იქნება ცეცხლი, რომელიც გამოვა იემენიდან და ხალხს მათი შეკრების ადგილისკენ გარეკავს».

[საჰიჰ მუსლიმ (170)].

ამ დღეს ადამიანები აღდგებიან ფეხშიშვლები, შიშვლები, წინდაუცვეთელები, მათი დგომა გახანგრძლივდება ანგარიშსწორების მოლოდინში, მზე მიუახლოვდება მათ და უხვი ოფლი ჩამოედინებათ. ალლაჰი შეკრებს პირველთ და უკანასკნელთ, და ადამიანები წინასწარმეტყველებს (მათზე იყოს მშვიდობა) სთხოვენ შუამდგომლობას, რათა შვება ჰპოვონ იმისგან, რაშიც იმყოფებიან. მაშინ ალლაჰი ქმნილებების მიმართ შუამდგომლობის უფლებას მისცემს ჩვენს წინასწარმეტყველ მუჰამმედს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომელიც უშუამდგომლებს თავის უფალთან საბოლოო განაჩენის გამოსატანად. იმ დღეს იქნება საშინელებები და შიში, და მრავალი მოვლენა, რომელთა დეტალებიც აღწერილია წიგნსა და სარწმუნო სუნნაში.

ამ დღეს ყოველი თემი მოვა თავის შუამავალთან ერთად, რომელიც დაამოწმებს მათზე, ხოლო ჩვენი შუამავლის, მუჰამმედის თემი დაამოწმებს ყოველი შუამავლისთვის, რომ მან გადასცა გზავნილი და შეასრულა მინდობილი. და ამ დღეს გადაიშლება მსახურთა საქმეების ჩანაწერები, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

დაიდება წიგნი და ნახავ ცოდვილებს შეშინებულთ იმისაგან, რაც მასშია, და იტყვიან: სიმწარე ჩვენდა, ეს რა წიგნია, არაფერი არ გამოუტოვებია, არც მცირე, არც დიდი, ყველაფერი აღნუსხულია. და ნახავენ იმას, რაც გააკეთეს დადებულს მათ წინაშე, და არავის მოექცევა შენი ღმერთი უსამართლოდ

[სურა ალ-ქაფ: 49],

და დაიდგმება სასწორები მსახურთა საქმეების ასაწონად, უზენაესმა ბრძანა:

და ჩვენ განვაწესებთ სამსჯავროს დღისთვის სამართლიანობის სასწორებს [ყველაზე ზუსტ სასწორებს], და არც ერთი სული არ დაიჩაგრება არაფერში [არ დააკლდება მის კეთილ საქმეს და არ დაემატება ცუდ საქმეებს], და თუ საქმე იქნება თუნდაც მდოგვის მარცვლის წონის, ჩვენ მოვიტანთ მას [ჩავთვლით მასაც]! და საკმარისნი ვართ ჩვენ, როგორც ამღვნუსხველნი!

[ალ-ანბია: 23]

და წარდგებიან მოწმეები, და ძლევამოსილი მობრძანდება განაჩენის გამოსატანად, უზენაესმა თქვა:

და (განკითხვის დღეს) მიწა განათდება თავისი ღვთის ნათელით, და დაიდება წიგნი [თითოეული ადამიანის საქმეების წიგნი], და წინასწარმეტყველები (რომლებიც დაამოწმებენ თავიანთი თემების წინაშე, რომ მათ მიუტანეს ის, რაც ალლაჰმა უბრძანა მათ) და მოწმეები [წერის ანგელოზებს], და მათ შორის გადაწყვეტილება ჭეშმარიტებისამებრ [სრული სამართლიანობით] იქნება მიღებული, და მათ არავითარ შემთხვევაში არ დაჩაგრავენ [არც მათი კეთილი საქმეები შეუმცირდებათ, არც დაისჯებიან იმ ბოროტებისთვის, რაც არ ჩაუდენიათ].

[აზ-ზუმარ: 42].

თქვა დიდებულმა:

მოვა შენი ღმერთი და ანგელოზებიც მწკრივ მწკრივად.

[ალ-ფაჯრ: 27-30],

ეს არის საზღაურისა და ანგარიშის დღე იმ მოქმედებებზე, რომლებიც ადამიანებმა ამქვეყნიურ ცხოვრებაში გააკეთეს, ხოლო ვისი ასაწონიც მძიმე აღმოჩნდება, ის გამარჯვებულთა და გადარჩენილთაგანაა, ხოლო ვისი ასაწონიც მსუბუქი აღმოჩნდება, სწორედ ეგენი არიან წაგებულნი, უზენაესი ბრძანებს:

აუცილებლად ვუამბობთ მათ ცოდნით, - და ჩვენ არ ვყოფილვართ დაუსწრებელნი.

და იმ დღეს (მოქმედებების) აწონვა ჭეშმარიტებაა, ხოლო ვისი ასაწონიც მძიმე აღმოჩნდება, სწორედ ეგენი არიან გადარჩენილნი.

ხოლო ვისი ასაწონიც მჩატე აღმოჩნდება, სწორედ ეგენი არიან, რომელთაც სულები წარიწყმიდეს – იმის გამო რასაც უსამართლოობდნენ ჩვენი აიათების/სასწაულების მიმართ.

განკითხვის შემდეგ მორწმუნეებს სამოთხეში წარუძღვებიან, ეს არის მარადიული ნეტარების საცხოვრებელი, რომელსაც დასასრული არ აქვს, უზენაესმა თქვა:

(სამოთხის) ედემის ბაღები, რომლებშიც ისინი შევლენ თავიანთი მამების [მშობლების], მეუღლეებისა და შთამომავლების მართლებთან ერთად(იმ ნათესავებთან ერთად რომელნიც სწორ გზას გაჰყვნენ). და ანგელოზები (სამოთხეში) მათ ყველა კარიდან მიუდგებიან (და ეტყვიან):

[არ-რადი: 23],

და გაიდევნებიან დამნაშავე ურწმუნონი ჯოჯოხეთისკენ, ეს არის მარადიული ტანჯვისა და სასჯელის ადგილი, რომელსაც დასასრული არ აქვს, ყოვლისშემძლე ალლაჰმა თქვა:

ხოლო ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ, მათთვის [მომზადებულია] გეენის ცეცხლი [ჯოჯოხეთი]. არ იქნება მათზე დადგენილი, რომ მოკვდნენ [იქ ისინი არასოდეს მოკვდებიან], მაგრამ არც ეს სასჯელი შეემსუბუქდებათ. ასე მივუზღავთ ყოველ ურწმუნოს.

[ფაატირ: 36].

მას შემდეგ, რაც ურწმუნოები მიიღებენ თავიანთ სასჯელს და მორწმუნეები მიიღებენ თავიანთ ჯილდოს, ანგელოზები ქება-დიდებას უძღვნიან თავიანთ უფალს მისი სრული სამართლიანობისა და დიადი სიბრძნის გამო. უზენაესი ალლაჰი ამბობს:

და შენ (ო, შუამავალო) იხილავ ანგელოზებს, რომლებიც გარს ერტყმიან 'არშს (ალლაჰის ტახტს) და განადიდებენ თავიანთ უფალს, ქებით ამაღლებენ მას. და მათ [ყველა ქმნილებას] შორის [ჭეშმარიტებით, სრული სამართლიანობით] გადაწყდება, და იქნება ნათქვამი: "ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა უფალს (მისი ჭეშმარიტი და სამართლიანი სამსჯავროს გამო)!

ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენ შუამავალ მუჰამმადს.

المصدر

قسم البعث كتاب: الإسلام دين رب العالمين، ص 17-18. قسم البعث كتاب: الإسلام دين رب العالمين، ص 17-18.

ملاحظات

--