რა არის მუსლიმის რწმენა სიკვდილის შესახებ?
- محاور التعريف بالإسلام
- الشبهات والاعتراضات
- مصدر الإجابة
- قسم البعث
- الباب / الفصل
- (قسم البعث)
السؤال
რა არის მუსლიმის რწმენა სიკვდილის შესახებ?
الجواب
დიდება ალლაჰს, როგორც ალლაჰმა შექმნა სიცოცხლე, ასევე შექმნა სიკვდილი, თქვა დიდებულმა ალლაჰმა:
რომელმაც გააჩინა სიკვდილი და სიცოცხლე რათა გამოეცადეთ თქვენ, რომელი თქვენგანია საუკეთესო საქმით, და იგია დიდებული მიმტევებელი
[ალ-მულქ 2].
ამრიგად, სიკვდილი და სიცოცხლე, და დღე-ღამის მონაცვლეობა – უდიდესი სასწაულებია, რომლებიც მიუთითებს უდიდესი შემოქმედის არსებობაზე, რომელიც მართავს ამ სამყაროსა და ყველაფერს, რაც მასშია. უზენაესი ბრძანებს:
ისაა[ალლაჰია] მხოლოდ, ვინც აცოცხლებს და აკვდინებს. მას ეკუთვნის მონაცვლეობა დღისა და ღამისა. განა გონს არ მოუხმობთ
[ალ-მუმინუნ: 12-14].
ალლაჰია, რომელიც აცოცხლებს, და ისაა, რომელიც აკვდინებს, სიკვდილი კი, როგორც ვთქვით, იმ მტკიცებულებათაგანია, რომლებიც მიუთითებს დიდებული უფლის არსებობაზე, თქვა დიდებულმა ალლაჰმა:
იგი ზეაღმატებულია თავის მსახურებზე და მცველებს (ანგელოზებს) აგზავნის თქვენთან; ხოლო ვისაც სიკვდილი ეწვევა, - მას მოაკვდინებენ ჩვენი წარგზავნილები და ისინი (თავიანთ საქმეში) ნაკლს არ დაუშვებენ.
[ალ-ან'აამ: 103]
სიკვდილი საღვთო განჩინებაა, რომლის აღსრულებაც არავის ძალუძს ალლაჰის გარდა. შენ ხედავ ადამიანს თავისი ძალ-ღონის ზენიტში და ახალგაზრდობის მწვერვალზე, როგორც მოთამაშეს თავის მოედანზე, რომელსაც სიკვდილი მაყურებლის თვალწინ იტაცებს, და მეფეს თავისი ძალაუფლების ჟამს, მცველებსა და ლაშქარს შორის, რომელსაც იტაცებს სიკვდილი და ვერ პოულობს ვერავის, ვინც მას აარიდებდა ამას. ამიტომ, ეს ყოველივე უფლის, დიდება მას, არსებობის მტკიცებულებათაგანია.
სიკვდილი ყურანსა და სუნნაში ორი სახისაა:
პირველი: ეს არის სულიერი სიკვდილი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არის ურწმუნო და ალლაჰმა მას უწოდა სიკვდილი; რადგან ადამიანს გაუქმებული აქვს გონება, სმენა და მხედველობა, ამიტომ ის მკვდარს ჰგავს. სხვაგვარად, როგორ მოდის ადამიანი ამქვეყნად, შემდეგ აღმოაჩენს, რომ ალლაჰმა მას მოუმზადა ადგილი, დაუმორჩილა ცანი და დედამიწა, გაუჩინა სასმელი და საჭმელი, შეუქმნა ის, რაც დაიცავს მას სიცხის, სიცივისა და წვიმისგან, და მოამზადა იგი ამ დედამიწაზე საცხოვრებლად. შემდეგ კი ადამიანი ცხოვრობს ამქვეყნად და ამტკიცებს, რომ ცოცხალია, აქვს სმენა, მხედველობა და გული, რითაც აზროვნებს, თუმცა არ იცის, რომ ამ სამყაროს ჰყავს შემოქმედი, რომელმაც ის შექმნა და არ ეთაყვანება ღმერთს, რომელმაც ის გააჩინა. განა ვერ ხედავს, რომ მისი ყველა ორგანო მართულია ბრძენი შემოქმედის განგებულებით და მაინც არ სწამს მისი? რა განსხვავებაა ამ ადამიანსა, რომელმაც არ იცის თავისი გამჩენი და არ აღიქვამს თავის გარემოს ისე, რომ სარგებელი მიიღოს, და საფლავში დამარხულ მკვდარს შორის, რომელმაც არ იცის, რა ხდება მის გარშემო? ჭეშმარიტად, ეს ადამიანი — „ცოცხალთა შორის მკვდარია“ — დიდებული ყურანის თანახმად, ცხოველზე უფრო გზააბნეულია; რადგან, სულ მცირე, ცხოველი თავს არ ესხმის თავის ძმას, არ შურს მისი, არ კლავს და არ ატყუებს მას. გინახავთ ვირი, რომელსაც შურს სხვა ვირის იმის გამო, რაც მას გააჩნია, ან ატყუებს მას, ან ჩაგრავს? ცხოველი თავის გრძნობებს იყენებს იმაში, რაც მას სარგებელს მოუტანს, და თავისი აღქმით თავს არიდებს იმას, რაც აზიანებს.
და წმინდა ყურანი განმარტავს, რომ ურწმუნო არ იყენებს თავის გრძნობებსა და ძალებს იმისთვის, რისთვისაც ისინი შეიქმნა, და არც იმისთვის, რაც მას სარგებელს მოუტანს და მარადიული უბედურებისგან იხსნის, არამედ ის თავის გრძნობებს მიმართავს იქითკენ, რაც მისთვის საზიანო და წამგებიანია.
აქ ჩნდება კითხვა: როდის მიიჩნევს წმინდა ყურანი ცოცხლებს შორის მკვდარს ცოცხლად? ის ცოცხალია მაშინ, როდესაც სწორად იყენებს თავის გონებრივ ძალებს, სმენასა და მხედველობას, შემდეგ კი ამ გრძნობებსა და ძალებს იგი მიჰყავს თავისი შემოქმედის რწმენამდე. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
განა ის, ვინც (სულიერად) მკვდარი იყო და (რწმენით) გამოვაცოცხლეთ და მივმადლეთ ნათელი, რითაც ხალხში დაიარება, – მსგავსია იმისა, რომლის მაგალითიც ბნელეთში მყოფისას ჰგავს, საიდანაც არ არის გამომსვლელი? ამგვარად მოკაზმულა ურწმუნოთათვის ის, რასაც აკეთებენ.
მეორე: ცნობილი სიკვდილი, რომელიც სულის განცალკევებაა სხეულისგან, და ეს არის ის, რასაც იცნობს ყველა კულტურა და საზოგადოება, და ამას აწყდება მუსლიმი და ურწმუნო. და როდესაც დადგება სიკვდილის დრო, ალლაჰი აგზავნის სიკვდილის ანგელოზებს ამ ადამიანის სულის წასართმევად, რომლის გარდაცვალების ჟამიც დადგა. უზენაესი ამბობს:
უთხარი [ო, მოციქულო] ამ მრავალღმერთიანებს: სიკვდილის ანგელოზი, რომელიც თქვენზეა დანიშნული მიგიბარებთ, [წაიღებს თქვენს სულებს], შემდეგ კი თქვენ თქვენს უფალთან დაბრუნდებით
[ას-საჯდაჰ: 21].
არავის შეუძლია, რომ მოაკვდინოს ვინმე, გარდა ალლაჰის ნებართვით, მაშ, ვინ არის მომაკვდინებელი გარდა ალლაჰისა, დიადი ალლაჰი ამბობს:
ის აცოცხლებს და აკვდინებს და მასთან იქნებით დაბრუნებულნი
[იუნუს: 57].
ის (ალლაჰი) არის, ვინც თუკი ვინმეს სიკვდილს დაუდგენს, არავის შეუძლია მისი თავიდან აცილება, ხოლო თუ გადაწყვეტს, რომ ვინმეს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს, ვერავინ შეძლებს მის მოკვლას, რადგან სიკვდილი და სიცოცხლე ალლაჰის ხელშია, წმინდაა ის, თქვა დიდებულმა ალლაჰმა:
ჩვენ განვსაზღვრეთ თქვენ შორის სიკვდილი და ჩვენ ისეთები არ ვართ, რომ ვინმემ გაგვასწროს [ვინც ჩვენ შეგვაჩერებს]!
[ალ-ვაყია: 77-80].
დიდებულმა ალლაჰმა თქვა:
მაშ, სიკვდილი აიცილეთ თავიდან, თუკი მართლა ხართ გულწრფელნი".
[ალი იმრან: 3-4].
და სიკვდილს აქვს განსაზღვრული დრო, რომელიც არც დაჩქარდება და არც გადავადდება. უზენაესი ალლაჰი ამბობს:
ხოლო როცა მოვა მათი ვადა (რომელიც ალლაჰმა განუსაზღვრა), ისინი ვერ დაიგვიანებენ (ამ ვადაზე) არც ერთი საათით [არ მიეცემათ გადავადება] და ვერ დააჩქარებენ (ვადას ერთი საათითაც კი) [ის არ დადგება უფრო ადრე, ვიდრე დადგენილია].
[სურა ან-ნაჰლ: 97]
აქ ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: განსხვავდება თუ არა მორწმუნის სიკვდილი ურწმუნოს სიკვდილისგან ყურანისა და სუნნის მიხედვით? ჩვენ ვპასუხობთ: დიახ, ის ძალიან განსხვავდება, მაგრამ ამას მხოლოდ ის შეიგრძნობს, ვისი გარდაცვალების ჟამიც მოახლოვდა. და რადგან ეს არის დაფარული ჭეშმარიტება, რომლის წინაშეც ყველა ადამიანი აღმოჩნდება, განურჩევლად იმისა, იცოდა მან მის შესახებ თუ არა, ირწმუნა იგი თუ უარყო; წმინდა ყურანმა გვამცნო მის შესახებ და ნათელყო იგი, რათა სიკვდილის დროს ეს ადამიანისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდეს და აღდგომის დღეს მან თავის უფალს არ უთხრას: „რატომ არ მამცნე!“
რაც შეეხება მორწმუნის სიკვდილს - ამას განმარტავს წმინდა ყურანის ეს მშვენიერი აიათები: ჭეშმარიტად, როდესაც დგება მისი აღსასრული, ზეგარდმოევლინებიან მას მოწყალების ანგელოზები და ახარებენ მისდამი ალლაჰის კმაყოფილებას. უზენაესი ამბობს:
ეი შენ, სულო დამშვიდებულო!
დაუბრუნდი შენს ღმერთს შენ მისით კმაყოფილი და ის შენით კმაყოფილი.
მაშ, შედი ჩემს (გამორჩეულ) მსახურთა რიგებში
და (მათთან ერთად) შედი ჩემს სამოთხეში.
[ალ-ფაჯრ: 27-30],
და ასევე აცნობს მას კეთილ სიახლეს, რომ არ ექნება შიში იმის მიმართ, რაც წინ ელის, და არ მოიწყენს იმის გამო, რაც დატოვა შვილისა და მშობლის სახით. უზენაესმა ბრძანა:
უეჭველად, ისინი, რომელთაც თქვეს: "ჩვენი ღმერთი ალლაჰია" და შემდეგ სიმტკიცე გამოიჩინეს, მათზე გარდმოევლინებიან ანგელოზები (სიკვდილის წინ): "ნუ გეშინიათ და ნუ დამწუხრდებით (იმის გამო, რომ ამ სამყაროს ტოვებთ), იხარეთ სამოთხით, რომელიც აღთქმული გქონდათ".
[ფუსსილათ: 2-4],
ურწმუნოს სიკვდილი კი საშინელი სიკვდილი და მძიმე მდგომარეობაა, რომელშიც მის თავს იყრის სიკვდილის აგონია, ამ ცხოვრებასთან განშორების მწუხარება, ოჯახისა და შვილების გამო დარდი, შიში იმისა, რაც მას წინ ელის და რასაც იგი ტანჯვის ანგელოზთაგან შეხვდება სულის ამოხდისას. ამ შემზარავ მდგომარეობას კი ეს აიათები განმარტავს, და თქვა:
ნეტავ გენახა სულთმობრძავი უსამართლონი, როდესაც ანგელოზები ხელებგაწვდილნი ეუბნებიან: განუტევეთ სულები! დღეს მოგეზღვებათ სასჯელი დამამცირებელი, იმ უსამართლობისთვის, რასაც ალლაჰის შესახებ ამბობდით და მისი აიათების მიმართ მედიდურობდით!
და რომ გენახა (ო, შუამავალო) მაშინ ისინი რომელთაც არ ირწმუნეს თუ როგორ ხდიან მათ სულებს ანგელოზები; სცემენ მათ სახეებზე და ზურგებზე, ამბობენ: დააგემოვნეთ ცეცხლის მწველი სასჯელი!
ეს [სასჯელი] გეწიათ იმის გამო, რაც თქვენმა ხელებმა მოამზადა [თქვენი ურწმუნოების, უსამართლობის, ბოროტების და ცოდვების გამო], და იცოდეთ, რომ ალლაჰი არ არის უსამართლო თავისი მონებისთვის (ალლაჰი სამართლიანია, და ეს არის მისი სამართლიანი განჩინება)
[ალ-ანფალ: 50-51],
და როგორი იქნება მათი მდგომარეობა, როდესაც ანგელოზები მათ სულებს მიიბარებენ, (რომლებიც) სახეებსა და ზურგებზე დაარტყამენ მათ?
[მუჰამმად: 27].
ეს არის დამცირებისა და უღირსობის მდგომარეობა ურწმუნოსთვის. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
ხოლო იმ დღეს მისი სასჯელის მსგავსად ვერავინ დასჯის
და ვერც ვერავინ დაადებს ბორკილებს მისი ბორკილის მსგავსად.
და ჰადისში გადმოცემულია შუამავლის ﷺ სიტყვები ურწმუნოს სიკვდილისა და მისი სულის ამოხდის აღწერის შესახებ:
«და მართლაც, ურწმუნო, როდესაც ის წყდება ამქვეყნიურ ცხოვრებას და უახლოვდება საიქიოს, მასზე ეშვებიან უხეში და მკაცრი ანგელოზები, და ამოგლეჯენ მის სულს, როგორც მრავალკბილა შამფური ამოიგლიჯება სველი მატყლიდან, და მისი სული ამოიგლიჯება ძარღვებთან ერთად, და მას წყევლის ყოველი ანგელოზი ცასა და დედამიწას შორის, და ყოველი ანგელოზი ცაში.»
[აჰმადის მუსნადი (18614)].
და სულის სიკვდილი განცალკევებაა სხეულისგან. ამრიგად, სულები არ ნადგურდებიან, არამედ ისინი გადადიან ბარზახის ცხოვრებაში, და ბარზახის ცხოვრებაში არ გადადიან სხეულიდან სხეულში, როგორც ეს სულთა რეინკარნაციის მრწამსშია. ბარზახის ცხოვრება განსხვავდება ამქვეყნიური ცხოვრებისგან, ისევე როგორც განსხვავდება საიქიო ცხოვრებისგან. ამრიგად, სიკვდილის შემდეგ სულს კავშირი აქვს სხეულთან, სხეული და სული ერთად სარგებლობენ ბედნიერებით, და ასევე ორივე ერთად განიცდის წამებას ბარზახის ცხოვრებაში ისეთი ფორმით, რომელიც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ეს გვაუწყა ბრძენმა და ყოვლისმცოდნემ, რომლისთვისაც არაფერია დაფარული. მორწმუნის სული სამოთხეშია, ხოლო ურწმუნოს სული ჯოჯოხეთშია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნეშტი გარდაცვალების ადგილას ან სამარხშია ან ბარზახის ცხოვრებაში. და ალლაჰმა დიდებულ ყურანში გვიამბო იმ წამების შესახებ, რომელსაც ფარაონის ხალხი დღეს განიცდის, როდესაც ისინი თავიანთ სამარხებში არიან. უზენაესი ამბობს:
ცეცხლი, რომლის წინაშეც ისინი(ფარაონი და მისი მომხრეები) დილა-საღამოს არიან წარდგენილნი (განსჯის დღემდე). ხოლო იმ დღეს, როცა დადგება საათი (აღდგომის დღე), (იტყვიან): «შეიყვანეთ ფარაონის ხალხი ყველაზე მძიმე სასჯელში!»
(ღააფირ: 39)
შემდეგ, როდესაც დადგება აღდგომის დღე, ალლაჰი ნებას დართავს, რომ ნეშტები ხელახლა სხეულებად გადაიქცნენ, ისინი აღდგებიან, რათა ყოველი სული დაუბრუნდეს თავის სხეულს. ამის შემდეგ იქნება ანგარიში, რომელსაც მოჰყვება ან მორწმუნეთა მარადიული დარჩენა სამოთხეში, ან ურწმუნოთა მარადიული დარჩენა ჯოჯოხეთში. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
(გახსოვდეთ) ის დღე, როცა ის შეგკრებთ თქვენ ყველას საერთო შეკრების დღისთვის [სამსჯავროს დღე] — ეს არის წაგება - მოგების(და თვითმოტყუების) დღე. [ამ დღეს ურწმუნონი მიხვდებიან, რამდენად მოიტყუეს თავი]. და ვინც ირწმუნებს ალლაჰს და კეთილ საქმეებს აღასრულებს, ის (ალლაჰი) განწმენდს მას მისი ცუდი საქმეებისგან და შეიყვანს ბაღებში (სამოთხეში), რომელთა ქვეშაც მდინარეები მიედინება, და ისინი იქ დარჩებიან მარად, სამუდამოდ. ეს არის უდიდესი წარმატება!
ხოლო ისინი, ვინც არ ირწმუნეს და ცრუდ მიიჩნიეს ჩვენი სასწაულები (აიათები), აი, ისინი იქნებიან ცეცხლის მკვიდრნი და დარჩებიან იქ მარადჟამს. რა საშინელი დაბრუნების ადგილია იგი!
[ათ-თაღაბუნი: 9-10],
მართლაც, ვინც ურწმუნო და უსამართლო იყო, ალლაჰი არ მიუტევებს მათ და არც გზას უჩვენებს.
გარდა, ჯოჯოხეთის გზას, სადაც მარადიულად იქნებიან. ეს ალლაჰისთვის ადვილია.
(ან-ნისა: 1)
ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენ შუამავალ მუჰამმადს.
المصدر
ملاحظات
--