Skip to content

რა არის ლოცვის ფორმა?

محاور التعريف بالإسلام
محاسن الإسلاممحاسن العبادة
مصدر الإجابة
قسم أركان الإسلام
الباب / الفصل
(قسم أركان الإسلام)

السؤال

რა არის ლოცვის ფორმა?

الجواب

ლოცვის წესი შემდეგია:

  1. მლოცველი უნდა მიბრუნდეს მთელი სხეულით ყიბლისკენ და არ უნდა იყურებოდეს სხვა მხარეს.
  2. შემდეგ გულში განიზრახვას რომელი ლოცვის შესრულებას აპირებს.
  3. შემდეგ ადიდებს ალლაჰს და ამბობს: ალლაჰუ აქბარ, ამავდროულად აწევს ხელებს მხრებამდე.
  4. შემდეგ მარჯვენა ხელს დადებს მარცხენა ხელზე მკერდზე.
  5. შემდეგ ხსნის ლოცვას და ამბობს:

«ო ალლაჰ, დამაშორე მე ჩემს ცოდვებს ისე, როგორც დააშორე ერთმანეთს აღმოსავლეთი და დასავლეთი; ო ალლაჰ, გამწმინდე ჩემი ცოდვებისგან, როგორც თეთრი სამოსი იწმინდება ჭუჭყისგან; ო ალლაჰ, განმბანე ჩემი ცოდვებისგან წყლით, თოვლით და სეტყვით».

ან ამბობს:

«დიდება შენდა, ჰოი ალლაჰ, და ქება შენდა, და კურთხეულია შენი სახელი, და ამაღლებულია შენი დიდებულება, და არ არსებობს ღვთაება შენს გარდა.»

  1. შემდეგ მიეფარება ალლაჰს და ამბობს:

""ალლაჰს შევეფარები ქვით ჩაქოლილი ეშმაკისგან". აუზუბილლაჰი მინა შშაიტანი რრაჯიიმ."

  1. შემდეგ წარმოთქვამს ბისმილაჰს და კითხულობს ალ-ფათიჰას და ამბობს:

სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა, მწყალობელისა.

დიდება ალლაჰს, ღმერთს სამყაროთა;

მოწყალესა, მწყალობელსა

განკითხვის დღის განმგებს.

მხოლოდ შენ გეთაყვანებით და მხოლოდ შენ გთხოვთ დახმარებას.

გვიჩვენე სწორი გზა;

– გზა იმათი, ვისაც წყალობა უყავი, და არა - შერისხულთა და გზააცდენილთა;

[ალ-ფაათიჰა: 5-7]

შემდეგ ამბობს: აამიიინ . (ო ღმერთო უპასუხე ვედრებას)

  1. კითხულობს ყურანიდან რომელიმე სურას. დილის ლოცვაზე უფრო მეტს კითხულობს.
  2. შემდეგ წელში იხრება, ამავდროულად განადიდებს ალლაჰს, წელი და თავი ერთ სიგრძეზეა გაწონასწორებული, ხოლო ხელის მტევნები მუხლებს ეყრდნობა
  3. წელში მოხრისას ამბობს:

«სუბჰაანა რაბიალ 'აზიიმ»

სამჯერ, და თუ მეტია:

«დიდება შენდა, ღმერთო და ქება შენდა, ღმერთო, შემინდე მე»

კარგი იქნება.

  1. შემდეგ აწევს თავს რუქუ'დან და ამბობს:

«სამი'ალლაჰუ ლიმან ჰამიდაჰ»,

ამ დროს ხელებს სწევს მხრების დონეზე. ხოლო მამუმი (მიმყოლი) არ ამბობს:

არამედ მის ნაცვლად ამბობს:

«რაბბანაა ვა ლაქალ ჰამდ», ჩვენო ღმერთო, შენ გეკუთვნის ქება-დიდება.

  1. შემდეგ, აწევის შემდეგ ამბობს:

«რაბბანაა ვა ლაქალ-ჰამდ, მილ'ას-სამავაათი ვალ-არდი, ვა მილ'ა მაა ში'თა მინ შაი'ინ ბა'დუ», ჩვენო ღმერთო, შენ გეკუთვნის ქება სავსე ცებით და მიწით, და იმ ყველაფრის აღსავსე, რაც შენ მოგისურვებია ამის შემდეგ.

  1. შემდეგ აკეთებს პირველ სუჯუდს. და ამბობს სუჯუდზე:

"''ალლაჰუ აქბარ'',"

და იგი ემხობა სხეულის შვიდ ნაწილზე: შუბლსა და ცხვირზე, ხელისგულებზე, მუხლებზე და ფეხის თითების წვერებზე, აშორებს მკლავებს გვერდებიდან, არ შლის წინამხრებს მიწაზე და თითების წვერებს მიმართავს ყიბლასკენ.

  1. სუჯუდში ამბობს:

«სუბჰაანა რაბიალ 'ალაა»

«სუბჰანაქა ალლაჰუმმა რაბბანაა ვა ბიჰამდიქ, ალლაჰუმმა ღფირ ლიი»

  1. შემდეგ აწევს თავს სუჯუდიდან და ამბობს:
  2. შემდეგ ჯდება ორ სუჯუდს შორის მარცხენა ფეხზე, ხოლო მარჯვენა ფეხს აყენებს ვერტიკალურ მდგომარეობაში. ხელებს აწყობს მუხლებზე.
  3. სუჯუდებს შორის ჯდომისას ამბობს:

«რაბბი ღფირ ლიი, ვა რჰამნიი, ვა ჰდინიი, ვა რზუყნიი, ვა ჯბურნიი, ვა 'ააფინიი».

  1. შემდეგ აკეთებს მეორე სუჯუდს ისევე, როგორც პირველს.
  2. შემდეგ დგება მეორე სუჯუდიდან და ამბობს:

და ლოცულობს მეორე რაქათს ისევე, როგორც პირველს, აკეთებს ყველაფერს გახსნის ვედრების გარდა.

  1. მეორე წელში მოხრის დასრულების შემდეგ ჯდება და ამბობს:

და ჯდება ისევე, როგორც ორ სუჯუდს შორის ჯდებოდა.

  1. კითხულობს თაშაჰუდს დაჯდომის დროს, და ამბობს:

«ათთაჰიათუ ლილლაჰი, ვას სალაავაათუ ვატ ტაიიბაათუ, ასსალაამუ 'ალაიქა აიუჰა ნნაბიყუ ვა რაჰმათულლაჰი ვა ბარაქაათუჰ, ასსალაამუ 'ალაინაა ვა 'ალაა 'იბაადი ლლააჰი სსაალიჰიინ, აშჰადუ ან ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ, ვა აშჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასუულუჰ. ალლაჰუმმა სალლი 'ალაა მუჰამმადინ ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა სალაითა 'ალაა იბრააჰიიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიიმა, ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ, ვა ბაარიქ 'ალაა მუჰამმადინ ვა 'ალაა აალი მუჰამმად, ქამაა ბაარაქთა 'ალაა იბრააჰიმა ვა 'ალაა აალი იბრააჰიმა, ინნაქა ჰამიიდუნ მაჯიიდ. აუზუ ბილლაჰი მინ 'აზააბი ჯაჰანნამ, ვა მინ 'აზააბილ ყაბრ, ვა მინ ფითნათილ მაჰააიაა ვალ მამაათ, ვა მინ ფითნათილ მასიიჰი დაჯჯაალ», მნიშვნელობა: (მისალმებანი, ლოცვა და ყოველი სიკეთე მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. ალლაჰის მშვიდობა, წყალობა და მისი ბარაქა შენზე იყოს ალლაჰის შუამავალო. მშვიდობა ჩვენ და ალლაჰის ყველა მართალ მსახურს. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მონა და მოციქულია. ჰოი ალლაჰ! დალოცე მუჰამმადი და მუჰამმადის ოჯახი, როგორც დალოცე იბრაჰიმი და იბრაჰიმის ოჯახი, ჭეშმარიტად, შენ ხარ ქებული და დიდებული. და ბარაქა უბოძე მუჰამმადს და მუჰამმადის ოჯახს, როგორც ბარაქა უბოძე იბრაჰიმს და იბრაჰიმის ოჯახს, ჭეშმარიტად, შენ ხარ ქებული და დიდებული. ალლაჰს შევეფარები ჯოჯოხეთის ტანჯვისგან, საფლავის ტანჯვისგან, სიცოცხლისა და სიკვდილის ფითნისგან (განსაცდელისგან) და ცრუ მესიის, დაჯჯალის ფითნისგან),

შემდეგ აკეთებს ვედრებას იმაზე, რაც სურს ამქვეყნად და აახირეთში.

  1. შემდეგ ის მარჯვნივ ესალმება და ამბობს:

«მშვიდობა თქვენდა და ალლაჰის წყალობა»,

ასევე მარცხენა მხარეს.

  1. თუ ლოცვა არის სამ ან ოთხ რაქათიანი მაშინ, პირველ თაშაჰუდს ამთავრებს სიტყვებით:

"«ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი მონა და შუამავალია»."

  1. შემდეგ წამოდგება და ამბობს:

ამ დროს წამოწევს ხელებს მხრების დონეზე.

  1. შემდეგ ასრულებს ლოცვას ისევე, როგორც პირველ რაქათს, მაგრამ არ კითხულობს დამატებით სურას ყურანიდან.
  2. შემდეგ ჯდება თავარრუქის მდგომარეობაში; მარჯვენა ფეხის ტერფს დგამს გასწორებულად, მარცხენა ფეხი გამოაქვს მარჯვენა ფეხის ქვეშიდან, დუნდულებს მტკიცედ ათავსებს მიწაზე და, ხელებს ბარძაყებზე ალაგებს ისე, როგორც პირველ თაშაჰუდში.
  3. ამ ჯდომაზე კითხულობს თაშაჰუდს სრულად.

ასევე მარცხენა მხარეს, ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენს შუამავალ მუჰამმადს.

المصدر

قسم أركان الإسلام

ملاحظات

--