Skip to content

როგორ დააფასა ისლამმა ქალი?

محاور التعريف بالإسلام
الشبهات والاعتراضاتشبهات حول المرأة
مصدر الإجابة
قسم المسلمين
الباب / الفصل
(قسم المسلمين)

السؤال

როგორ დააფასა ისლამმა ქალი?

الجواب

  • ისლამმა ქალი დააფასა, როდესაც გაათავისუფლა იგი ადამის ცოდვის ტვირთისგან, როგორც ეს სხვა სარწმუნოებებშია. მეტიც, ისლამმა იზრუნა მის აღამაღლებაზე.
  • ისლამში ალლაჰმა მიუტევა ადამს და გვასწავლა, თუ როგორ დავუბრუნდეთ მას, როდესაც ცოდვას ჩავიდენთ მთელი ცხოვრების განმავლობაში. უზენაესმა ალლაჰმა თქვა:

და ადამმა შეისწავლა სიტყვები თავისი ღმერთისაგან და ღმერთმაც – მიუტევა; ჭეშმარიტად, – ისაა მიმტევებელი, მწყალობელი.

[ალ-ბაყარა: 21]

  • ქალბატონი მარიამი, მესიის (მშვიდობა მას) დედა, ერთადერთი ქალია, რომელიც წმინდა ყურანში სახელით არის მოხსენიებული.
  • ქალმა დიდი როლი ითამაშა ყურანში მოხსენიებულ მრავალ ისტორიაში, როგორიცაა საბას დედოფალი ბილქისი და მისი ისტორია წინასწარმეტყველ სულეიმანთან, რომელიც დასრულდა მისი რწმენითა და სამყაროთა ღმერთისადმი მორჩილებით. როგორც წმინდა ყურანშია მოცემული:

ჭეშმარიტად, მე ვნახე ქალი, რომელიც მეფობს მათზე, ჰბოძებია ყოველი და აქვს დიდებული ტახტი

[ან-ნამლ: 88].

  • ისლამური ისტორია გვიჩვენებს, რომ შუამავალი მუჰამმედი რჩევას ეკითხებოდა ქალებს და ბევრ სიტუაციაში ითვალისწინებდა მათ მოსაზრებებს. მან ასევე ნება დართო ქალებს მამაკაცების მსგავსად მეჩეთებში მისულიყვნენ მოკრძალების დაცვის პირობით, იმის გათვალისწინებით, რომ მათთვის საკუთარ სახლში ლოცვა უკეთესია. ქალი კაცებთან ერთად მონაწილეობდა ომებში და დახმარებას უწევდა მედდობის საქმეებში. იგი ასევე მონაწილეობდა სავაჭრო საქმიანობაში და კონკურენციას უწევდა განათლებისა და ცოდნის სფეროებში.
  • ისლამმა საგრძნობლად გააუმჯობესა ქალის მდგომარეობა ძველ არაბულ კულტურებთან შედარებით, აკრძალა გოგონების ცოცხლად დამარხვა და ქალი დამოუკიდებელ პიროვნებად მიიჩნია. მან ასევე მოაწესრიგა ქორწინებასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო საკითხები, რითაც დაიცვა ქალის უფლება მაჰრზე/ურვადზე, უზრუნველყო მისი უფლებები მემკვიდრეობაში და მისი უფლება, ფლობდეს კერძო ქონებას და დამოუკიდებლად განკარგოს იგი.

თქვა შუამავალმა ﷺ:

«სრულყოფილი რწმენა აქვთ იმ მორწმუნეებს, რომლებიც გამოირჩევიან საუკეთესო ხასიათით, ხოლო თქვენგან საუკეთესონი არიან ისინი, ვინც საუკეთესოდ ეპყრობა საკუთარ ქალებს».

თქვა უზენაესმა ალლაჰმა:

ჭეშმარიტად, მუსლიმი კაცებისა და მუსლიმი ქალებისათვის, მორწმუნე კაცებისა და მორწმუნე ქალებისათვის, მორჩილი კაცებისა და მორჩილი ქალებისათვის, მართალი კაცებისა და მართალი ქალებისათვის, მომთმენი კაცებისა და მომთმენი ქალებისათვის, ღვთის მოშიში კაცებისა და ღვთის მოშიში ქალებისათვის, მოწყალების გამცემი კაცებისა და მოწყალების გამცემი ქალებისათვის, მომარხულე კაცებისა და მომარხულე ქალებისათვის. უმანკოების შემნახველი კაცებისა და უმანკოების შემნახველი ქალებისათვის, ალლაჰის მრავლად მომხსენებელი კაცებისა და ალლაჰის მრავლად მომხსენებელი ქალებისათვის- ალლაჰმა მათთვის გაამზადა პატიება და დიდი საზღაური!

[ალ-აჰზაბი: 35].

ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ არის თქვენთვის ჰალალი, რომ იძულებით მოიქციოთ ქალები მემკვიდრეობაში და ქორწინების უფლება შეუზღუდოთ, რათა წაართვათ იმის ნაწილი, რაც მათთვის მიგიციათ (მაჰრის სახით), გარდა იმ შემთხვევისა, თუკი აშკარა უზნეობა ჩაიდინეს. კეთილად მოეპყარით მათ, თუნდაც არ მოგწონდეთ ისინი. შესაძლოა, არ მოგწონდეთ რაღაც, მაგრამ ალლაჰს მასში დიდი სიკეთე ჰქონდეს ჩადებული.

(ან-ნისა: 1)

ეი, ადამიანებო! რიდი გქონდეთ თქვენი ღმერთისა, რომელმაც გაგაჩინათ ერთი სულისაგან, შემდეგ მისგან მისი მეუღლე გააჩინა და მათგან უამრავი კაცი და ქალი გაამრავლა. რიდი გქონდეთ ალლაჰისა, რომლის სახელითაც სურვილებს უცხადებთ ერთმანეთს, და ნათესაური კავშირის გაწყვეტასაც უფრთხილდით. უთუოდ, ალლაჰი გმეთვალყურეობთ.

ვინც კარგი საქმე აკეთა, კაცმა თუ ქალმა, და თან მორწმუნეც იყო, უსათუოდ ვაცხოვრებთ მათ კეთილი ცხოვრებით, და მივაგებთ ჯილდოს იმაზე უკეთესს, რასაც აკეთებდნენ.

[სურა ან-ნაჰლ: 97]

ისინი სამოსელნია თქვენი და თქვენც სამოსელნი ხართ მათი.

და მის სასწაულებს შორის არის ის, რომ თქვენთვის [ო, მამაკაცნო] თქვენივე არსებიდან [ადამიანთა მოდგმიდან] შექმნა წყვილი [ქალი], რათა სიმშვიდე ჰპოვოთ მათთან. და დაამკვიდრა თქვენს შორის სიყვარული და გულმოწყალება. ჭეშმარიტად, ამაში არის ნიშნები [ნათელი მტკიცება და შეგონება] მათთვის, ვინც ფიქრობს [მსჯელობს]!

[არ-რუუმ: 27].

განმარტებას გთხოვენ ქალების შესახებ, – უთხარი: ალლაჰი განგიმარტავთ მათ შესახებ და იმაზეც, რაც წიგნში გეკითხებათ –ობოლი ქალების შესახებ, რომლებსაც არ აძლევთ იმას, რაც დაგეკისრათ და ისე ცდილობთ მათ შერთვას, და უძლური ბავშვების შესახებაც, – სამართლიანი რომ უნდა იყოთ ობლების მიმართ. ხოლო რა სიკეთესაც გააკეთებთ, ჭეშმარიტად, – იცის ის ალლაჰმა.

და თუ ქალი ქმრისგან თავხედობას ან ზურგის შექცევას შიშობს, მათ არ დაედებათ ცოდვად, თუკი მორიგდებიან და, მორიგება უკეთესია. სულებს სიხარბეც თან სდევს ხოლმე. თუ კეთილად მოექცევით და რიდს გამოიჩენთ, ჭეშმარიტად, – იცის ალლაჰმა, რასაც თქვენ აკეთებთ.

  • ყოვლისშემძლე ალლაჰმა მამაკაცებს უბრძანა, უზრუნველყონ ქალები და დაიცვან მათი ქონება ისე, რომ ქალს არ გააჩნდეს არანაირი ფინანსური ვალდებულება ოჯახის მიმართ. ისლამმა ასევე დაიცვა ქალის პიროვნება და იდენტობა, რადგან მას ნება დართო, შეენარჩუნებინა თავისი ოჯახის გვარი ქმართან შეუღლების შემდეგაც.

المصدر

قسم المسلمين

ملاحظات

--