Skip to content

რა სიბრძნეა ქალის მიერ ჰიჯაბის ტარებაში?

مصدر الإجابة
قسم المسلمين
الباب / الفصل
(قسم المسلمين)

السؤال

რა სიბრძნეა ქალის მიერ ჰიჯაბის ტარებაში?

الجواب

ისლამში სავალდებულოა ბრძანებისადმი მორჩილება და აკრძალულისგან თავის არიდება, მიუხედავად იმისა, იცის თუ არა ადამიანმა ამის სიბრძნე; რადგან ალლაჰი ბრძენია ყველაფერში, რაც მან დააწესა და განაჩინა. ჰიჯაბი არ არის მხოლოდ ისლამისთვის დამახასიათებელი; არამედ, მუსასა და ისას (მშვიდობა მათზე) შარიათშიც არის მოცემული ის, რაც ქალს ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს, და ზოგიერთი მორწმუნე ებრაული ოჯახი დღემდე ინარჩუნებს ამ შარიათს, რაც მუსას (მშვიდობა მასზე) შარიათის შემორჩენილი ნაწილია.

უზენაესმა ალლაჰმა ორივე სქესში, მამაკაცსა და ქალში, გააჩინა ერთმანეთისკენ ლტოლვა, რათა მოხდეს ქორწინება, რაც ნებადართული კავშირია, და გაგრძელდეს ადამიანთა მოდგმა. ეჭვგარეშეა, რომ ქალის მიერ თავისი სილამაზის წარმოჩენა ზიანის მომტანია მისთვის; რადგან ამით იგი თავს იგდებს გარყვნილი მამაკაცების საფრთხის ქვეშ, და ეს ზიანის მომტანია იმ მამაკაცებისთვისაც, რომლებიც მას უყურებენ, რადგან უმეტესწილად ეს მათ ვნებას აღვიძებს. ეჭვგარეშეა, რომ ჰიჯაბი ყველასთვის დაცვაა და ქალის უმანკოების მანიშნებელია. იგი წარმოადგენს ქმრის განსაკუთრებულ უფლებას, იხილოს თავისი ცოლის მშვენიერება ისე, რომ ხალხმა არ გაიზიაროს ეს მასთან ერთად. საღი ბუნება მხარს უჭერს ამ განსაკუთრებულობას და მოუწოდებს მოკრძალებისკენ, ბილწი ქმედებების ზიანისგან, დაავადებებისგან, უკანონო შვილების გავრცელებისა და წარმომავლობის აღრევისგან უსაფრთხოებისკენ. ყოველივე ამის დასაწყისი კი ქალების მხრიდან ჰიჯაბის უგულებელყოფა და მამაკაცების მხრიდან მზერის დახრისადმი დაუდევრობაა. ამ საკითხის სიმძიმის გამო, შარიათმა გააფრთხილა ყველაფრის შესახებ, რაც მრუშობისკენ (ზინასკენ) მიდის. ჩვენმა ძლევამოსილმა და უზენაესმა უფალმა ბრძანა:

და ნუ მიუახლოვდებით მრუშობას! [თავი შეიკავეთ იმ მიზეზებისგანაც კი, რომლებმაც შესაძლოა იქამდე მიგიყვანოთ] რადგან [მრუშობა], იგი ზნედაცემულობა და ცუდი გზაა

[ალ-ისრა: 15].

ალლაჰმა უბრძანა მამაკაცებსა და ქალებს მზერის არიდება, და თქვა ჩვენმა უფალმა, დიდებულმა და ძლევამოსილმა:

უთხარი [ო,შუამავალო] მორწმუნე კაცებს, მოარიდონ მათი თვალები (ნუ შეხედავენ იმ ქალებს, რომელთა ყურება მათთვის აკრძალულია, ასევე – სხვა მამაკაცების სხეულის იმ ნაწილებს, რომლების ყურებაც აკრძალულია) და დაე, დაიცვან თავიანთი სასქესო ორგანოები (აკრძალულისგან), ეს უფრო წმინდაა მათთვის. ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის რასაც აკეთებენ

და უთხარი [ო, შუამავალო] მორწმუნე ქალებს: დაუშვან თავიანთი თვალები [არ უყურონ უცხო მამაკაცებს და იმ სხეულის ნაწილებს, რომელთა ყურებაც აკრძალულია მამაკაცებისა და ქალების შემთხვევაში], და დაიცვან თავიანთი სასირცხვო ადგილები [იმისგან, რაც ალლაჰის მიერ აკრძალულია, და ნუ გამოაჩენენ მათ სხვების წინაშე]. და ნუ გამოაჩენენ თავიანთ სილამაზეს [მამაკაცებისთვის], გარდა იმ შემთხვევისა, რაც ბუნებრივად მოჩანს [იმის მსგავსი, რაც დაფარვა შეუძლებელია, როგორიცაა ტანსაცმელი და ა.შ], დაე, გადმოაფარონ თავიანთი საბურველები გულ-მკერდზე [რათა დაფარონ თმა, ყელი და მკერდი]. ნუ აჩვენონ თავიანთი სილამაზე [სახე, ყელი, ხელები და სხვა], გარდა თავიანთი ქმრებისა, ან მამებისა, ან ქმრების მამებისა, ან თავიანთი ვაჟებისა, ან ქმრების ვაჟებისა, ან ძმების, ან ძმისშვილების, ან დისშვილების, ან თავიანთი ქალების [მხოლოდ მორწმუნე ქალების, მაგრამ არა ურწმუნოების], ან იმათ, ვინც მათი მარჯვენა ხელითაა მფლობელობაში [მორწმუნე მხევლებისთვის], ან იმ მამაკაცთა მსახურებისთვის, ვისშიც არ არის სქესობრივი ლტოლვა, ან იმ ბავშვებისთვის, ვისაც არ გაუცნობიერებია ქალთა სიშიშვლე. და ნუ დააბრახუნებენ ფეხებს სიარულის დროს, რათა არ გაიგონონ მათ მიერ დაფარული სამკაულების ხმა [რომ არ მიიპყრონ ყურადღება]. მოინანიეთ ალლაჰის წინაშე, რათა ეგების ნეტარ იქმნეთ [ამ ქვეყნადაც და მარადიულ ცხოვრებაშიც].

[ან-ნურ: 62],

المصدر

قسم المسلمين

ملاحظات

--