შემქმნელი მოწყალეა თავისი მონების მიმართ, მაშ, რატომ არ იღებს სექსუალური გადახრის მქონე პირის მიდრეკილებებს?
- محاور التعريف بالإسلام
- الشبهات والاعتراضات
- مصدر الإجابة
- قسم المسلمين
- الباب / الفصل
- (قسم المسلمين)
السؤال
შემქმნელი მოწყალეა თავისი მონების მიმართ, მაშ, რატომ არ იღებს სექსუალური გადახრის მქონე პირის მიდრეკილებებს?
الجواب
თქვა უზენაესმა ალლაჰმა:
ასევე (გაიხსენე/წარვგზავნეთ) ლუტი, - აკი უთხრა თავის ხალხს: ნუთუ იქმთ ისეთ ავზნეობას, რომელიც თქვენამდე სამყაროთა შორის არავის ჩაუდენია?
უეჭველად, თქვენ ვნებით ეახლებით კაცებს ქალების ნაცვლად; უფრო მეტიც, თქვენ ხართ აღვირახსნილი ხალხი.
და არ ყოფილა მისი ხალხის პასუხი, გარდა ამ ნათქვამისა: გააძევეთ ეგენი თქვენი ქალაქიდან, უეჭველად, ეგენი არიან ხალხი, რომლებსაც უმანკოდ მოაქვთ თავი!
[ალ-ა"რააფ: 54]
ეს აიათი ადასტურებს, რომ სექსუალური გადახრა (მამათმავლობა) არ არის მემკვიდრეობითი და არ წარმოადგენს ადამიანის გენეტიკური კოდის აგებულების საფუძველს, რადგან ლუტის ხალხი იყო პირველი, ვინც ამგვარ ავზნეობას დაუდო სათავე. ეს კი შეესაბამება ყველაზე ფართომასშტაბიან სამეცნიერო კვლევას, რომელიც ადასტურებს, რომ სექსუალურ გადახრას არანაირი კავშირი არ აქვს მემკვიდრეობით გენებთან. ალ-ქაჰილის ენციკლოპედია ყურანსა და სუნნაში არსებული სასწაულების შესახებ.
და განა ვიღებთ და პატივს ვცემთ ქურდის მიდრეკილებას ქურდობისკენ? ესეც მიდრეკილებაა, მაგრამ ორივე შემთხვევაში იგი არაბუნებრივი მიდრეკილებაა. იგი არის ადამიანური ბუნებიდან გადახვევა, ბუნებაზე ხელყოფა და იგი უნდა გამოსწორდეს.
ალლაჰმა შექმნა ადამიანი და უჩვენა მას სწორი გზა, და მას აქვს არჩევანის თავისუფლება სიკეთის გზასა და ბოროტების გზას შორის.
და არ განგვიცხადებია მისთვის ორი გზა?
[ალ-ბალად: 8-10].
ამიტომაც ვხედავთ, რომ საზოგადოებებში, რომლებიც კრძალავენ ჰომოსექსუალიზმს, იშვიათად ვლინდება ეს გადახრა, ხოლო გარემოში, რომელიც ნებას რთავს და ახალისებს ამგვარ ქცევას, იზრდება ჰომოსექსუალთა მაჩვენებელი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის, რაც განსაზღვრავს ადამიანში გადახრის ალბათობას, არის მის გარშემო არსებული გარემო და სწავლებები.
ადამიანის იდენტობა ყოველ წამს იცვლება იმის მიხედვით, თუ რას უყურებს ის სატელევიზიო არხებზე, როგორ იყენებს ტექნოლოგიებს ან, მაგალითად, როგორ ქომაგობს საფეხბურთო გუნდს, რადგან გლობალიზაციამ მისგან რთული ადამიანი შექმნა. მოღალატე საკუთარი თვალსაზრისის მქონე პიროვნებად იქცა, ხოლო გადახრების მქონე ადამიანი — ბუნებრივი ქცევის მქონედ. მას მიენიჭა იურიდიული უფლებამოსილება მონაწილეობა მიიღოს საჯარო დისკუსიებში; მეტიც, ჩვენ მოგვეთხოვება მისი მხარდაჭერა და მასთან შერიგება. უპირატესობა იმას ენიჭება, ვინც ტექნოლოგიებს ფლობს. შესაბამისად, თუ გადახრების მქონე პირი წარმოადგენს იმ მხარეს, რომელიც ფლობს ძალაუფლების ბერკეტებს, იგი თავის მრწამსს თავს მოახვევს მეორე მხარეს, რაც გამოიწვევს ადამიანის ურთიერთობის გაფუჭებას საკუთარ თავთან, საზოგადოებასთან და თავის შემოქმედთან. ინდივიდუალიზმის სექსუალურ გადახრასთან პირდაპირი კავშირის გამო, აქ გაქრა ადამიანური ფიტრა, რომელსაც მიეკუთვნება კაცობრიობა, და ჩამოიშალა ერთიანი ოჯახის კონცეფციები. ამიტომ დასავლეთმა დაიწყო გადაჭრის გზების ძიება ინდივიდუალიზმისგან გასათავისუფლებლად, რადგან ამ კონცეფციის გაგრძელება გაანადგურებს იმ მიღწევებს, რაც მოიპოვა თანამედროვე ადამიანმა, ისევე, როგორც მან გაანადგურა ოჯახის კონცეფცია. შესაბამისად, დასავლეთი დღემდე იტანჯება საზოგადოებაში ინდივიდთა რაოდენობის შემცირების პრობლემით, რამაც ემიგრანტების მოსაზიდად კარების გაღება გამოიწვია. ამრიგად, ალლაჰის რწმენა, მის მიერ ჩვენთვის შექმნილი სამყაროს კანონების პატივისცემა და მისი ბრძანებებისა და აკრძალვებისადმი მორჩილება წარმოადგენს ბედნიერების გზას ამქვეყნად და საიქიოში.
المصدر
ملاحظات
--