როგორია ისლამის პოზიცია სხვა რელიგიებისა და უმცირესობების მიმართ?
- محاور التعريف بالإسلام
- الشبهات والاعتراضات
- مصدر الإجابة
- قسم الأديان والفرق
- الباب / الفصل
- (قسم الأديان والفرق)
السؤال
როგორია ისლამის პოზიცია სხვა რელიგიებისა და უმცირესობების მიმართ?
الجواب
ალლაჰი, ყოვლად უწმინდესი და უზენაესი, არის ის, ვისაც ეკუთვნის მეუფება ცათა და მიწისა, მას ეკუთვნის ქება საიქიოშიც და მასთან ბრუნდება ყოველი საქმე. უზენაესი ბრძანებს:
ყოველი ქება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, რომელსაც ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცაშია და რაც მიწაზეა, მას ეკუთვნის ქება საიქიოშიც. და ჭეშმარიტად, იგი ბრძენი და ყოვლისმცოდნეა
მან იცის ყველაფერი, რაც შედის მიწაში და რაც გამოდის მისგან, და რაც ჩამოდის ციდან და რაც ადის მასში. ის შემწყალებელი, მპატიებელია
[სურა საბა: 28]
და ალლაჰი არის შემოქმედი, სარჩოს მიმცემი და განმგებელი, და ის არის თაყვანისცემის ღირსი ღვთაება, ხოლო ყველაფერი მის გარდა დაქვემდებარებული და შექმნილია, და ის არის, ვინც დაადგინა ვალდებულებები, დააწესა კანონები, მოავლინა რელიგია და თავისი რელიგია ყველა სხვა რელიგიაზე გაბატონებულად აქცია, უზენაესმა ბრძანა:
ისაა (ალლაჰი), ვინც წარმოგზავნა თავისი შუამავალი ჭეშმარიტი გზითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით, რათა აღმატებულ ჰქმნას იგი ყველა რწმენაზე, თუნდაც ეს მოუწონარი იყოს მრავალღმერთიანთათვის
(ათ-თავბა: 30)
თქვა დიდებულმა:
ის არის (ალლაჰი), რომელმაც მოავლინა თავისი შუამავალი სწორი გზითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით, რათა იგი ყველა სხვა სარწმუნოებაზე აღამაღლოს. და საკმარისია ალლაჰი მოწმედ.
[ალ- ფათჰ: 28]
და რწმენა არ იქნება ხალასი, თუ იგი მხოლოდ ალლაჰისა არ არის, უზენაესი ალლაჰი ამბობს:
და მას [ალლაჰს] ეკუთვნის ის, რაც ცაშია და მიწაზე [ის არის ყველაფრის შემოქმედი, მფლობელი და ღმერთი], და მისია (მას უნდა ეძღვნებოდეს) თაყვანისცემა განუწყვეტლად. ნუთუ ვინმესგან, ალლაჰის გარდა, შეგეშინდებათ?
[სურა ან-ნაჰლ: 97],
დიდებულმა ალლაჰმა თქვა:
ჭეშმარიტად, სუფთა(მრავალღმერთიანობისგან თავისუფალი) რწმენა ალლაჰისაა!
[სურა აზ-ზუმარი: 65],
და ალლაჰმა ცხადად აუწყა, რომ მის წინაშე მიღებული და მოსაწონი რელიგია ისლამია. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
ჭეშმარიტად, ალლაჰის წინაშე (მიღებული) სარწმუნოება არის ისლამი.
[სურა ალი იმრანი:81].
და რომ ის არ იწონებს არანაირ რელიგიას მის გარდა, უზენაესი ამბობს:
ხოლო ვინც ისლამის გარდა სხვა რჯული ეძიოს, – არ მიიღება იგი მისგან და განკითხვის დღეს ის იქნება წაგებულთაგან.
და დიდებულმა დაადგინა, რომ ყველა, ვინც ისლამის რელიგიის გარდა სხვა რელიგიას მისდევს, მისი ძალისხმევა ცდომილება და დანაკარგია, ხოლო მისი აღსასრული — დაღუპვა და დიდი ტანჯვა. უზენაესმა ბრძანა:
უთხარი მათ (ო, მოციქულო): «ჭეშმარიტად, ნამდვილ დანაკარგში მყოფნი ისინი არიან, ვინც საკუთარი თავები და ოჯახები წააგეს აღდგომის დღეს. დიახ! აი, ეს არის ნათელი დანაკარგი!»
ალლაჰის(გზისკენ), რომლის საკუთრებაც არის (ყველაფერი), რაც ცათა შინა და რაც ქვეყანაზეა. და უბედურება [მკაცრი სასჯელი] (ელის) ურწმუნოთა მტკივნეული სასჯელისგან,
რომლებსაც ამქვეყნიური ცხოვრება მარადიულზე მეტად უყვართ და (ხალხს) ალლაჰის გზიდან აცდენენ, ცდილობენ, დაამახინჯონ იგი [ალლაჰის გზა]! ასეთი (ხალხი) შორ ცდომილებაშია.
[სურა იბრაჰიმი: 2-3],
ხედავთ, როგორ განსაჯა ჭეშმარიტმა და ცხადმა მეუფემ, სამყაროთა ღმერთმა? რომ ყველა რელიგია ისლამის გარდა, არის ბათილი და მცდარი რელიგია, და რომ მისი მიმდევრების ბედი მომავალ ცხოვრებაში ჯოჯოხეთია, და რაოდენ საშინელი სამყოფელია იგი.
რაც შეეხება უმცირესობებსა და სხვა რელიგიის მიმდევრებს, ისლამის მიხედვით, სანამ ისინი არ ებრძვიან მუსლიმებს, მუსლიმები ვალდებულნი არიან მოუწოდონ მათ ისლამისკენ და იყვნენ სამართლიანნი მათ მიმართ. მუსლიმებს ნაბრძანები აქვთ კეთილად მოექცნენ მათ და შემწყალებელნი იყვნენ მათი სუსტების მიმართ. თუ ადამიანი მუსლიმია, ხოლო მისი მშობლები ურწმუნოები არიან, იგი ვალდებულია კეთილად მოექცეს მათ და შეინარჩუნოს მათთან კეთილი ურთიერთობა. ზოგადად, მუსლიმი ყველას უნდა მოეპყროს საუკეთესო ზნეობით, არ უნდა მიაყენოს ზიანი, არ უნდა დაჩაგროს და არანაირად არ უნდა შელახოს მათი უფლებები.
ხოლო თუ არამუსლიმი მუსლიმურ ქვეყნებში იმყოფება და თანახმაა მათ შორის იცხოვროს, მან უნდა დაიცვას საერთო წესრიგი, ისლამი კი დაიცავს მის ქონებას, სიცოცხლეს, ღირსებას, შთამომავლობასა და თავისუფლებას იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება ისლამის რიტუალებსა და კანონებს.
რაც შეეხება იმას, რაც მიეწერება ისლამსა და მუსლიმებს არამუსლიმების დაჩაგვრის, მათი შეურაცხყოფის, მათთვის უფლებების წართმევისა და სხვა მსგავსი ქმედებების სახით - ეს ყველაფერი ისლამისა და მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული უსამართლო მედიის მტრობაა. ხოლო ვინც იცხოვრა მუსლიმებს შორის და შეიცნო მათი რელიგიის სიდიადე, მათი შარიათის სიმარტივე და მათი მაღალი ზნეობა, ის გააცნობიერებს, რომ რასაც ეს მიზანმიმართული და შეცდომაში შემყვანი მედია ავრცელებს, სრული სიცრუე და სიყალბეა. და მხოლოდ ალლაჰია შემწე.
المصدر
ملاحظات
--