არის თუ არა იესო - მშვიდობა მას - ალლაჰის ძე?
- محاور التعريف بالإسلام
- المحتوى المخصص بحسب الدينمحتوى للنصارىالتعريف بالأنبياء السابقين ومكانة عيسى عليه السلامحقيقة عيسى عليه السلام
- مصدر الإجابة
- قسم الأديان والفرق
- الباب / الفصل
- (قسم الأديان والفرق)
السؤال
არის თუ არა იესო - მშვიდობა მას - ალლაჰის ძე?
الجواب
უზენაესი ალლაჰი სამყაროთა უფალია, და ის არის პირველი და უკანასკნელი, ხილული და დაფარული, ალლაჰი იყო და არაფერი იყო მასზე ადრე, და არაფერი იყო მასთან ერთად, როგორც ეს სანდო ჰადისებშია გადმოცემული, და ის არის ერთი, ერთადერთი, მარადიული, რომელსაც არ უშვია და არც შობილა, უზენაესმა ბრძანა:
თქვი: ის, ალლაჰი ერთადერთია,
ალლაჰი ას'სამედია [თვითკმარი]
არც უშობია და არც შობილა,
და არც არავინ ყოფილა ბადალი მისი.
[ალ-იხლას: 1-4],
და თუკი იგი არ არის არავის მშობელი, მაშინ ქმნილებათაგან არავინაა მისი შვილი — ყოვლადწმიდა და უზენაესია იგი. ხოლო ის, ვინც იდგენს შვილს, საჭიროებს შემწეებსა და დამხმარეებს; ადამიანი ითხოვს შვილს, რათა მისი მეშვეობით თვითკმარი გახდეს, გაიხაროს მისი მოვლინებით და დაეხმაროს იგი ცხოვრებისეულ სიძნელეებში. ხოლო უფალს — დიდებულია იგი — ეკუთვნის ცათა და მიწის, და რაც მათშია, მეუფება, ამიტომ მას არ სჭირდება შვილი. უზენაესი ბრძანებს:
ალლაჰი... – არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი – მარად ცოცხლისა და მსუფევისა; მას არც ჩასთვლემს, არც ჩაეძინება; მის კუთვნილებაშია, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა;
[სურა ალ-ბაყარა:129],
ის მარადცოცხალია, რომლისგანაც ყოველი ცოცხალი იღებს არსებობასა და სიცოცხლეს, და ისაა ზედამხედველი, რომლის გარეშეც ყოველი ცოცხალი ვერ დგას და მასზეა დამოკიდებული, თქვა დიდებულმა ალლაჰმა:
ყოველი ქება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, რომელსაც ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცაშია და რაც მიწაზეა, მას ეკუთვნის ქება საიქიოშიც. და ჭეშმარიტად, იგი ბრძენი და ყოვლისმცოდნეა
[სურა საბა: 28]
და თუკი მას ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცათა შინაა და მიწაზეა, და იგი ქებულია ამქვეყნად და იმქვეყნად თავისი სრულყოფილებისა და სრული თვითკმარობის გამო, მაშ, როგორ ამტკიცებს ვინმე, რომ ალლაჰს შვილი ჰყავს?! ალლაჰი უზენაესია და დიდად აღმატებულია იმაზე, რასაც ისინი ამბობენ.
იმის მტკიცება, რომ უზენაეს ალლაჰს ჰყავს შვილი და რომ ანგელოზები ალლაჰის ქალიშვილები არიან, წარმოადგენს უზნეო და ურწმუნო მტკიცებას, რაც ალლაჰმა სიცრუედ გამოაცხადა თავისი კეთილშობილი წიგნის არაერთ ადგილას, და ცხადყო, რომ ეს ურწმუნო შეხედულება პირველი ურწმუნოების შეხედულებაა. უზენაესმა თქვა:
და თქვეს იუდეველებმა: უზაირი ღვთის ძეაო და თქვეს ქრისტიანებმა: მესია (იესო) ღვთის ძეაო. ეს მათი სიტყვებია, მათი ბაგეებიდან წარმოთქმული[არგუმენტის გარეშე]. ისინი იმეორებენ იმათ სიტყვებს, რომელნიც გახდნენ ურწმუნონი უწინ[უწინდელი მრავალღმერთიანები ამბობდნენ რომ ანგელოზები ალლაჰის ქალიშვილები არიანო ]. ალლაჰმა დაღუპოს ისინი (ყველა მრავალთმერთიანი)! რამდენად არიან ისინი მოშორებულნი (სიმართლისგან)
(ათ-თავბა: 30)
დიდებულმა ალლაჰმა თქვა:
და ალლაჰს ჯინები უთანაზიარეს, არადა მან გააჩინა ისინი; ასევე, უვიცად დასწამეს ძეები და ასულები. იგი ყოვლად უნაკლო და უზენაესია იმისგან, როგორადაც ახასიათებენ.
(ალ-ან'ამ: 18)
ალლაჰმა ეს მტკიცება მრავალი არგუმენტით გააბათილა, მათგან, მაგალითის სახით და არა ამომწურავად, შემდეგია:
ალლაჰმა ეს მტკიცება ცრუდ შერაცხა იმით, რომ მას შეუძლია გაანადგუროს მიწა და ყველა, ვინც არის მასზე. ქმნილებათაგან ვინმე ღვთაება რომ ყოფილიყო, იგი თავიდან აიცილებდა ალლაჰის ბრძანებას და გადაურჩებოდა განადგურებას. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
მართლაც, ურწმუნოები არიან ისინი, ვინც ამბობენ, რომ ღმერთი არის ქრისტე, მარიამის ძე. უთხარი: ვინ შეძლებს ღმერთისგან რაიმეს, თუ ის მოისურვებს ქრისტეს, მარიამის ძის, მისი დედისა და დედამიწაზე მყოფთა განადგურებას? ღმერთს ეკუთვნის ცათა და დედამიწის სამეფო და რაც მათ შორისაა. ის ქმნის, რასაც სურს, და ღმერთი ყოვლისშემძლეა.
[სურა ალ-მაიდა: 44].
თქვა იბნ ჯარირმა (ალლაჰმა შეიწყალოს ის):
და მისი სიტყვები: ﴿თუ იგი მოისურვებს მესიის, მარიამის ძის, მისი დედისა და ყველა იმ ადამიანის დაღუპვას, ვინც დედამიწაზეა﴾, — ამბობს: ვის ძალუძს უკუაგდოს რაიმე ალლაჰის ბრძანებიდან, თუ იგი ინებებს მესიის, მარიამის ძის განადგურებას, დედამიწიდან მისი მოსპობით, დედამისის, მარიამის მოსპობით და ყველა იმ ქმნილების სრული მოსპობით, ვინც დედამიწაზეა.
ამბობს უზენაესი და დიდებული (ალლაჰი) თავის შუამავალს, მუჰამმედს (ს.ა.ს.): უთხარი ამ უმეცარ ქრისტიანებს: მესია რომ ის ყოფილიყო, როგორც თქვენ ამტკიცებთ — რომ იგი ალლაჰია, თუმცა ეს ასე არ არის — მაშინ იგი შეძლებდა ალლაჰის ბრძანების დაბრკოლებას, თუკი მოუვიდოდა მისი და დედამისის დაღუპვის (განადგურების) ბრძანება. ალლაჰმა უკვე მოაკვდინა დედამისი, და მან ვერ შეძლო მის მიმართ (ალლაჰის) ბრძანების თავიდან აცილება, როდესაც იგი მოევლინა. ამაში არის თქვენთვის ჭკუის სასწავლებელი, თუკი დაფიქრდებით, და საბუთი თქვენს წინააღმდეგ, თუკი გონიერებას მოუხმობთ: იმაზე, რომ მესია არის ადამიანი, ისევე როგორც ადამის სხვა შვილები, და რომ ძლევამოსილი და უზენაესი ალლაჰი არის ის, ვინც დაუმარცხებელი და დაუძლეველია, და ვისი ბრძანებაც არ ბრკოლდება; არამედ იგია მარად ცოცხალი, მუდმივი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც აცოცხლებს და აკვდინებს, აჩენს და ანადგურებს; და იგია ცოცხალი, რომელიც არ კვდება.
თაფსირ ალ-ტაბარი = ჯამი ალ-ბაიანი თ. შაქირი (10/ 147).
ვინც ეს ცრუ და უსამართლო მტკიცება წამოაყენა, აქვს მას მტკიცებულება? თუ ეს ცრუ ბრალდებაა, უზენაესმა ბრძანა:
ისინი [მრავალღმერთიანები] ამბობენ: „ალლაჰმა შვილი აიყვანა. ის დიდებულია და წმინდაა ყოველგვარი ნაკლისგან! ის თვითკმარია და არაფერში სჭირდება! მას ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცათა შინაა და მიწაზეა. [რისთვის უნდა შვილი მას, როცა ყველაფერი ისედაც მას ეკუთვნის?] თქვენ არ გაქვთ ამაზე არანაირი მტკიცებულება! ნუთუ ალლაჰზე ამბობთ იმას, რაც არ იცით?
(იუნუს: 68)
ეჭვგარეშეა, რომ ვინც ამას ამტკიცებს, მას არაფერი გააჩნია გარდა ტყუილისა ვარაუდისა.
ალლაჰს რომ ენებებინა დაედგინა შვილი, უსათუოდ, აირჩევდა იმისაგან, რასაც ქმნის, მას, ვინც მისი შვილი იქნებოდა, მაგრამ ეს დაუშვებელია როგორც გონებრივად, ასევე შარიათით. უზენაესი ბრძანებს:
ალლაჰს რომ ენებებინა დაედგინა შვილი, უსათუოდ, აირჩევდა იმისაგან, რასაც ქმნის, როგორც ნებავს. დიდება მას, იგია ალლაჰი ერთადერთი, ძლევამოსილი.
[სურა აზ-ზუმარი: 65],
ნამდვილად, ვინც შვილს აიყვანს, მას აუცილებლად უნდა ჰყავდეს ცოლი, რომლისგანაც ეყოლება შვილი. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
- იგი ცათა და დედამიწის არაფრისგან შემქმნელია და შვილი საიდან ეყოლება, როდესაც ცოლი არ ჰყოლია? და მან გააჩინა ყველაფერი, იგია ყოვლის მცოდნე.
ალლაჰია იგი, ვინც ცანი და დედამიწა არაფრისგან შექმნა და მას არ ჰყავს შვილი.
მოწყალეს რომ შვილი ჰყოლოდა - უზენაესია ალლაჰი ამისგან დიადი უზენაესობით - იგი ღვთაება იქნებოდა, და თუ იგი ღვთაება იქნებოდა, მაშინ ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად დაამარცხებდა მეორეს, ხოლო დამარცხებული, უსათუოდ, არ არის ღვთაება. უზენაესი ბრძანებს:
უთხარი[ო, შუამავალო]: რომ ყოფილიყვნენ მასთან[ალლაჰთან] ერთად [სხვა] ღვთაებები - როგორც ამბობენ[ მრავალღმერთიანნი] უსათუოდ ისურვებდნენ ისინი [ღვთაებები] ტახტრევნის მფლობელისკენ სავალ გზას [ეცდებოდნენ დაეპატრონათ მისი სიდიადე და ბატონობა, როგორც მეფეები ცდილობენ ამას ამქვეყნად]
(ალ-ისრა: 88),
რომ ყოფილიყვნენ მათში ღვთაებები ალლაჰის გარდა, განადგურდებოდა ცები და დედამიწა, უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
რომ ყოფილიყვნენ მათში [ცებსა და დედამიწაზე] ღვთაებები ალლაჰის გარდა, განადგურდებოდა [ცები და მიწა] ორივე მათგანი. 'არშის გამჩენი ალლაჰი [ის არის მისი შემოქმედი და მფლობელი], შორსაა იმისგან, რასაც [მრავალღმერთიანები და ურწმუნოები] მიაწერენ [ყველა სიცრუისა და ნაკლისგან].
[სურა ალ-ანბია: 22].
ალლაჰმა აუკრძალა წიგნის ხალხს მესიის (მშვიდობა მას) შესახებ ზღვარს გადასვლა და მასზე იმის თქმა, რომ იგი ალლაჰის შვილია, ან რომ იგი სამთაგან მესამეა, ან რომ ის თავად ალლაჰია. უზენაესი ბრძანებს:
ო წიგნის ხალხო, ნუ გადააჭარბებთ თქვენს სარწმუნოებაში და ნუ იტყვით ალლაჰზე არაფერს გარდა ჭეშმარიტებისა. ქრისტე იესო, მარიამის ძე, არის ალლაჰის მოციქული და მისი სიტყვა, რომელიც მან მარიამს გადასცა და სული მისგან. იწამეთ ალლაჰი და მისი მოციქულები. ნუ იტყვით "სამი". შეწყვიტეთ, ეს უკეთესია თქვენთვის. ალლაჰი არის მხოლოდ ერთი ღმერთი. დიდება მას, რომ მას შვილი არ ჰყავს. მას ეკუთვნის ყველაფერი ცაში და მიწაზე. ალლაჰი საკმარისია როგორც მცველი.
[სურა ან-ნისა:163],
და ვინც თვლის, რომ ისა (მშვიდობა მასზე) ღვთის ძეა, ის ურწმუნოა, და ადამიანის ისლამი არ არის მართებული, სანამ არ ირწმუნებს მის წინასწარმეტყველებას (მშვიდობა მასზე). წმინდა ყურანმა აღწერა მარიამისა და ისას (მშვიდობა მათზე) ამბავი რამდენიმე სურაში, როგორიცაა სურა ალ-იმრანი, სურა ალ-მაიდა და სურა მარიამი, და მისი დადასტურება მოცემულია სუნაში, რამდენიმე ჰადისში.
იხილეთ: მიფთაჰ დარ ალ-სა'ადა 1/ 303, ჩემმა დიდმა სიყვარულმა მესიისადმი მიმიყვანა ისლამამდე, გვ. 169.
المصدر
ملاحظات
--