Skip to content

მიიღებს თუ არა ისლამი სხვა რწმენებს?

محاور التعريف بالإسلام
الشبهات والاعتراضات
مصدر الإجابة
قسم الأديان والفرق
الباب / الفصل
(قسم الأديان والفرق)

السؤال

მიიღებს თუ არა ისლამი სხვა რწმენებს?

الجواب

აუცილებელია განვასხვავოთ მრწამსები და ის ადამიანები, რომლებიც ამ მრწამსებს ატარებენ. და ვამბობთ: ყოველი მრწამსი, რომელიც ეწინააღმდეგება შუამავლებისა და მოციქულების რელიგიას, როგორიცაა იუდაიზმი, ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და სხვა მსგავსი; არის ბათილი და მცდარი მრწამსი. ისინი მიუღებელი და უარყოფილია ალლაჰის წინაშე და არ მიიღება მათი მიმდევრებისგან არც მონანიება და არც გამოსასყიდი; სანამ არ ირწმუნებენ ერთადერთ ალლაჰს და არ დაამოწმებენ, რომ არ არსებობს სხვა ღვთაება გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია ﷺ. ყოველი მათგანი ბათილი რელიგიაა ალლაჰის წინაშე. უზენაესმა ალლაჰმა ბრძანა:

ხოლო ვინც ისლამის გარდა სხვა რჯული ეძიოს, – არ მიიღება იგი მისგან და განკითხვის დღეს ის იქნება წაგებულთაგან.

[სურა ალი იმრანი:81].

ალლაჰის წინაშე აღიარებული ჭეშმარიტი სარწმუნოება ისლამია. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

ჭეშმარიტად, ალლაჰის წინაშე (მიღებული) სარწმუნოება არის ისლამი. ვისაც წიგნი ებოძათ, მათ მოშურნეობით მხოლოდ მას შემდეგ გამოავლინეს უთანხმოება, რაც ცოდნა მიეცათ . და ვინც უარყოფს ალლაჰის აიათებს, ჭეშმარიტად, ალლაჰი მსწრაფლანგარიშმგებია.

რაც შეეხება ამ რელიგიების მიმდევრებს, მუსლიმს მათ მიმართ ევალება შემდეგი საკითხები:

პირველი: მათი მოწოდება ისლამისკენ ყველაზე დამაჯერებელი და ნებადართული გზებით, და მათთვის ალლაჰის რელიგიის განმარტება; რათა თავი დააღწიონ ამ ურწმუნოებას, რომელშიც ცხოვრობენ, და რათა დაადგნენ ალლაჰისკენ მიმავალ სწორ გზას, მოიპოვონ მისი სამოთხე და გადაურჩნენ უდიდეს სასჯელს განკითხვის დღეს, უზენაესი ამბობს:

მოუწოდე შენი ღმერთის გზისკენ სიბრძნითა და კეთილი შეგონებით, და ეკამათე მათ იმით, რაც უკეთესია [რბილად და კეთილგანწყობით]. ჭეშმარიტად, შენმა ღმერთმა უკეთ იცის, თუ ვინ აცდა მის გზას, და მან უკეთ უწყის ჭეშმარიტ გზაზე მყოფნი.

[სურა ან-ნაჰლ: 97],

და ისლამისკენ მოწოდება ძალადობით არ ხდება. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

სარწმუნოებაში იძულება არ არსებობს, უკვე გამოერჩია ჭეშმარიტება ცდომილებისგან. ხოლო ვინც უარყოს ტაღუთი და ირწმუნოს ალლაჰი, ის მართლაც ჩაეჭიდოს მტკიცე რგოლს, რომელსაც გაწყვეტა არ უწერია. ალლაჰი ყოვლის მსმენი და მცოდნეა.

[სურა ალ-ბაყარა:129],

მეორე: მუსლიმი ვალდებულია სამართლიანი იყოს მათ მიმართ, არ დაჩაგროს ისინი და არ შელახოს მათი უფლებები. უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

მორწმუნენო, იყავით ალლაჰისათვის სამართლიანობის მოწმეები და ნუ მისცემთ თავს უფლებას, რომ ხალხის სიძულვილმა უსამართლობა ჩაგადენინოთ. იყავით სამართლიანნი, ეს უფრო ახლოსაა ღვთისმოსაობასთან. და გეშინოდეთ ალლაჰის, რადგან ალლაჰმა კარგად იცის, რასაც აკეთებთ.

[სურა ალ-მაიდა: 44].

მუსლიმს ასევე ებრძანება, რომ კეთილად მოექცეს სხვა რელიგიის წარმომადგენლებს, გაუკეთოს მათ სიკეთე, იყოს მათ მიმართ შემწყალებელი და კარგად მოეპყროს მათ; ზიანი არ მიაყენოს და კეთილი სიტყვა უთხრას, სანამ ისინიც კარგად ეპყრობიან და უსამართლოდ არ ექცევიან მას. აუცილებელია, რომ მათთან ურთიერთობა არ ეხებოდეს შარიათით აკრძალულ საქმეებს, როგორიცაა ალკოჰოლის გაყიდვა ან მევახშეობა (რიბა), და ამ ურთიერთობამ მუსლიმს არ უნდა მოუტანოს დამცირებულობა. ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა ჩვენს მოციქულ მუჰამმადს.

المصدر

قسم الأديان والفرق

ملاحظات

--