Skip to content

რა არის ალლაჰის არსებობის მტკიცებულება?

محاور التعريف بالإسلام
التعريف بالله تعالىأدلة وجود الله
مصدر الإجابة
قسم الإيمان
الباب / الفصل
(قسم الإيمان)

السؤال

რა არის ალლაჰის არსებობის მტკიცებულება?

الجواب

უზენაესი ღმერთის არსებობის მტკიცებულება არის ნათელი გონება, საღი ბუნება და სწორი გზები, და ამას უარყოფს მხოლოდ ის, ვინც სცდება იმას, რასაც ადამიანთა გონება კარნახობს, რადგან ამ ქმნილებებს აუცილებლად ჰყავთ შემოქმედი, რომელმაც ისინი შექმნა; ვინაიდან ეს ქმნილებები ან შემოქმედისა და გამჩენის გარეშე არსებობენ, რასაც გონება აუცილებლად ბათილად ცნობს, რადგან შეუძლებელია რაიმე არსებობდეს შემქმნელის გარეშე!

ან კიდევ, ამ ქმნილებებმა თავად შექმნეს საკუთარი თავი! რაც შეუძლებელი და გამორიცხულია, რადგან ვერაფერი შექმნის თავის თავს არსაიდან.

ან კიდევ ამ ქმნილებებს ჰყავთ შემოქმედი, რომელმაც ისინი შექმნა, და ეს არის ალლაჰი, უდიდესი, ყოვლადმცოდნე, შემოქმედი და ბრძენი.

ალლაჰმა მიუთითა ამ დაყოფაზე საუკეთესო განმარტებითა და სრულყოფილი ლაკონიურობით და თქვა:

ან (ნუთუ) ისინი არაფრისგან [შემოქმედის გარეშე] შეიქმნენ, ან თავად არიან საკუთარი თავის შემოქმედნი?

ან (იქნებ) მათ შექმნეს ცანი და მიწა?! პირიქით მათ არ სწამთ (ჭეშმარიტებისა; არც სამოთხის, და არც ჯოჯოხეთის)!

[ატ-ტურ: 35-36].

და ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ მათგანს ჰკითხეს: რით შეიცანი შენი უფალი? მან თქვა: «უეჭველად, აქლემის ფუნა მიუთითებს აქლემზე, ხოლო ნაფეხურები მიუთითებს მგზავრზე; მაშ, ცა თავისი თანავარსკვლავედებით, ქვეყანა თავისი ფართო გზებით და ზღვები თავისი ტალღებით, განა არ მიუთითებს დაფარულის მცოდნესა და ყოვლისმცოდნეზე?!»

და ამ ქმნილებებს აუცილებლად უნდა ჰყავდეთ მმართველი, რომელიც მათ მართავს, რადგან თუ დააკვირდები ზეციურ და მიწიერ სამყაროს, დაინახავ მასში სრულყოფილ მმართველობას, და ყოველი რამ გაჩენილია მისთვის შესაფერისი სახით, და რომ ყველა ქმნილება წარმართულია იმისკენ, რაც მისთვის სასარგებლოა და უზრუნველყოფს მათ არსებობას.

და ეს სრულყოფილება მეორდება ყველა ქმნილებაში უთვალავი ფორმითა და სახით, რასთან ერთადაც შეუძლებელია შემთხვევითობისა და ქაოსის თეორია!

უზენაესმა ალლაჰმა ამაზე მიგვითითა და თქვა დიდებულმა:

[ეს მოხდება] ალლაჰის ნებით, რომელმაც ყველაფერი სრულყოფილად შექმნა

[ან-ნამლ: 88].

და თქვა:

[მუსამ] მიუგო: ჩემი ღმერთია ის, ვინც ყოველივე უბოძა თავის ქმნილებას, ხოლო შემდგომ დაადგინა ჭეშმარიტ გზაზე

[ტაჰა: 50].

"გადმოცემულია, რომ ათეისტთა ჯგუფი შეხვდა აბუ ჰანიფას (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) და უთხრეს: "რა არის შემქმნელის არსებობის მტკიცებულება?" მან უპასუხა მათ: "დამანებეთ თავი, რადგან ჩემი გონება ერთი უცნაური ამბით არის დაკავებული". მათ ჰკითხეს: "რა არის ეს?" მან უპასუხა: "შევიტყვე, რომ ტიგროსში არის დიდი გემი, სავსე სხვადასხვა საოცარი საქონლით, რომელიც მიცურავს და უკან ბრუნდება ისე, რომ არავინ ამოძრავებს მას და არც კაპიტანი ჰყავს, რომელიც მართავს მას"."

მათ უთხრეს მას: "შეშლილი ხარ?" მან თქვა: "რაშია საქმე?" მათ თქვეს: "ამას გონიერი დაიჯერებს?" მაშინ მან უთხრა მათ: "მაშ, როგორ დაიჯერა თქვენმა გონებამ, რომ ეს სამყარო, მასში არსებული ჯიშებით, სახეობებითა და საოცარი მოვლენებით, და ეს მბრუნავი, მოძრავი ცის კაბადონი მიმოიქცევა, და ეს მოვლენები მიმდინარეობს შემქმნელის გარეშე, და ეს მოძრავი სხეულები მოძრაობენ მამოძრავებლის გარეშე?" მაშინ მათ საკუთარი თავი გაკიცხეს.

არგუმენტები, რომლებიც მიუთითებს დიადი და უნაკლო უფლის არსებობაზე, იმდენად ბევრია, რომ მათი ჩამოთვლა შეუძლებელია, მათ შორისაა: საწყისი ბუნება (ფიტრა), ხოლო საწყისი ბუნება ინსტინქტური მოვლენაა, რომელსაც ადამიანი საკუთარ თავში შეიგრძნობს და არ ძალუძს მას შეეწინააღმდეგოს.

მათ შორისაა ის, რომ ყველა ქმნილება მიუთითებს დიადი და უნაკლო გამჩენის არსებობაზე.

მათ შორისაა მზრუნველობის, სრულყოფილებისა და დამორჩილების მტკიცებულება და სხვა, რომელთა დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელია, ამდენად, აბსოლუტურად ყველაფერი მიუთითებს უზენაეს ალლაჰზე, უდიდეს შემოქმედზე, მმართველსა და ბრძენზე.

المصدر

قسم الإيمان

ملاحظات

--