წიგნი "ისლამი სამყაროთა ღმერთის რელიგიაა" ადასტურებს, რომ ისლამი არის ერთადერთი ალლაჰის რელიგია. ის მოუწოდებს მხოლოდ მასზე თაყვანისცემას და დაფუძნებულია რწმენაზე მოციქულების, ყურანისა და კეთილი საქმეების მიმართ, ის ჰპირდება სამოთხეს ღვთისმოშიშთ და ჯოჯოხეთს ურწმუნოებს, და წარმოადგენს ერთადერთ გზას ჭეშმარიტ წარმატებამდე ამქვეყნად და მომავალ ცხოვრებაში.
Language: lang_ka
Prepared by: სამეცნიერო კომიტეტი რელიგიური საქმეთა ხელმძღვანელობით ალ-მასჯიდ ალ-ჰარამში და ალ-მასჯიდ ან-ნაბავში.
სამეცნიერო კომიტეტი რელიგიური საქმეთა ხელმძღვანელობით ალ-მასჯიდ ალ-ჰარამში და ალ-მასჯიდ ან-ნაბავში.
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა
ვინ არის შენი ღმერთი?
არსებობაში ეს არის უდიდესი შეკითხვა, და ეს არის უმნიშვნელოვანესი შეკითხვა, რომელზე პასუხიც ადამიანმა უნდა იცოდეს.
ჩვენი ღმერთია ის, ვინც შექმნა ცები და მიწა, გარდმოავლინა ციდან წყალი, აღმოაცენა მისით ხილი და ხეები საჭმელად ჩვენთვის და იმ ცხოველებისთვის, რომლითაც ვიკვებებით.
და ისაა რომელმაც შეგვქმნა ჩვენ და ჩვენი მამა-პაპანი, და შექმნა ყოველივე. ისაა, რომელმაც შექმნა დღე და ღამე. ისაა, რომელმაც დაადგინა ღამე დასვენებისა და ძილის დროდ, ხოლო დღე - საჭმლისა და სარჩოს ძიების დროდ.
და ისაა, რომელმაც დაგვიმორჩილა მზე, მთვარე, ვარსკვლავები და ზღვები. დაგვიმორჩილა ცხოველები, რათა ვჭამოთ და მათგან მივიღოთ სარგებელი, რძე და მატყლი (ბეწვი).
რა არის სამყაროთა ღმერთის "ატრიბუტები"?
ღმერთია ის, რომელმაც შექმნა ყველა ქმნილება და რომელიც წარმართავს მათ ჭეშმარიტებისაკენ. ისაა, რომელიც მართავს ყველა ქმნილების საქმეებს და აძლევს მათ საზრდოს,ისაა მეუფე ყოველივესი, რაც ამ ქვეყნადაა და საიქიოშო. ყოველივე მას ეკუთვნის, არ ჰყავს მას თანამოზიარე და ყველა მისი მსახურია.
ის - მარადცოცხალია, რომელიც არ მოკვდება და არც იძინებს, და ისაა ზედამხედველი, რომლის ბრძანებით დგას ყოველი ცოცხალი, და ისაა რომლის მოწყალებამაც ყველაფერი მოიცვა. არ იმალება მისგან არაფერი, არც დედამიწაზე და არც ცაში.
არ არსებობს მსგავსი მისი და ის ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველია. ის არის მისი ცების მაღლა, რომელსაც არაფერი სჭირდება მისი ქმნილებებისგან, ხოლო ქმნილებებს ესაჭიროებთ ის. ის არ არის მის ქმნილებებში და არც რაიმე ქმნილებაა მასში უწმინდესია იგი და უზენაესი.
ღმერთმა შექმნა ეს სამყარო გაწონასწორებული სისტემით, რომელიც არ აგვიანებს, თუნდაც რომ იყოს ადამიანის სხეულის სისტემა ან ცხოველის, ან არსებული სისტემებიდან, რაც არის ჩვენს ირგვლივ: მზის, ვარსკვლავის და სხვა დანარჩენი არსებების.
და ყოველი ის, რასაც თაყვანს სცემენ ალლაჰის გარდა , რომელიც არ ფლობს საკუთარი თავისთვის არც სიკეთეს და არც ზიანს, როგორ მოუტანს სიკეთეს იმას, ვინც მას ეთაყვანება, ან როგორ დაიცავს მას სიავისგან.
რა არის ჩვენი ღმერთის უფლება ჩვენზე?
ჭეშმარიტად მისი უფლებაა ყველა ადამიანზე, რომ თაყვანისცენ მას ერთადერთს და არ დაუდგინონ თანაზიარი მას არაფერში, და არ ეთაყვანონ არავის მის გარდა ან მასთან ერთად: არც ადამიანს, არც ქვას, არც მდინარეს, არც პლანეტებს და არც არაფერს. პირიქით, მათი თაყვანისცემა უნდა იყოს გულწრფელად ალლაჰისთვის, სამყაროთა ღმერთისთვის.
რა უფლება აქვთ ადამიანებს ღმერთის წინაშე?
ჭეშმარიტად, ადამიანების უფლება ალლაჰისადმი არის ის, რომ როცა ეთაყვანებიან მას ერთადერთს, ღმერთმა აჩუქოს მათ სასიამოვნო ცხოვრება, რომელშიც იპოვიან უსაფრთხოებას და სიმშვიდეს, ნდობას და კმაყოფილებას, ხოლო საიქიოში შევლენ სამოთხეში, სადაც არის ნეტარება და დარჩებიან მასში სამარადისოდ, და თუ ეურჩებიან მას და დაეწინააღმდეგებიან მის ბრძანებას, მაშინ ქმნის მათ ცხოვრებას უბედურს და ნაღვლიანს, თუნდაც ისინი ფიქრობდნენ, რომ ისინი იმყოფებიან ბედნიერებასა და სიმშვიდეში, საიქიოში შევლენ ცეცხლში, საიდანაც ვერასდროს გამოვლენ და ექნებათ მარადიული ტანჯვა.
რა არის ჩვენი არსებობის მიზანი? და რისთვის ვართ შექმნილნი?
ჭეშმარიტად, წმინდა ღმერთმა გვაცნობა, რომ შეგვქმნა კეთილშობილი მიზნისთვის, რომ ვეთაყვანოთ მხოლოდ მას ერთს და არ დავუდგინოთ თანაზიარი არაფერში. დაგვავალდებულა დედამიწაზე სიკეთითა და ღვთისმოშიშობით ცხოვრება. ვინც ეთაყვანა თავისი ღმერთის გარდა სხვას, მან ვერ გაიგო მისი შექმნის მიზანი, რისთვისაც შეიქმნა ის და არ დადგა მისი შემქმნელის ვალდებულებების შესასრულებლად და ვინც გაავრცელა სიბილწე დედამიწაზე, ის ვერ მიხვდა თავის მოვალეობას, რომელიც დაეკისრა მას.
როგორ ვეთაყვანოთ ჩვენს ღმერთს ?
ჭეშმარიტად, ღმერთს არ შევუქმნივართ იმისათვის, რომ მივეტოვებინეთ უყურადღებოდ და არ შეუქმნია ჩვენი ცხოვრება გასართობად. პირიქით, აირჩია ადამიანები შუამავლებად თავიანთ ხალხთან. ისინი ყველაზე სრულყოფილი ზნეობის ადამიანები იყვნენ. ისინი ყველაზე ჭკვიანები, წმინდა გულისა და სულის პატრონები იყვნენ. მათზე გარდმოავლინა თავისი გზავნილები, რომელიც შეიცავდა ყველაფერს, რაც ევალდებულებოდა ადამიანს ყოვლადდიდებული ღმერთისა და იმ დიდებული დღის შესაცნობად, როცა ისინი წარდგენილნი იქნებიან ღმერთის წინაშე.
შუამავლებმა ამცნობეს თავიანთ ხალხს, თუ როგორ ეთაყვანონ ღმერთს და განუმარტეს მათ თაყვანისცემის მდგომარეობები და დროები და რა მადლი ექნებათ მათ ამქვეყნიურ ცხოვრებაში და საიქიოში. შუამავლებმა გააფრთხილეს ისინი იმაზე, რაც აკძალა მათთვის ღმერთმა: საკვებიდან, სასმელიდან და ქალებიდან, ვისზეც აკრძალულია დაქორწინება. მოუწოდეს(მოციქულებმა) მათ დიდებული ზნეობისაკენ და აუკრძალეს ცუდი ზნეობა.
რომელია დიდებული და ძლევამოსილი ღმერთის წინაშე მიღებული რელიგია?
ალლაჰის წინაშე მიღებული რელიგია ისლამია. რელიგია, რომელიც მოიტანეს ყველა შუამავლებმა და არ მიიღებს ალლაჰი განკითხვის დღეს სხვა რელიგიას მის გარდა და ყოველი რელიგია, რომელიც მიიღეს ადამიანებმა ისლამის გარდა - არის ბათილი, არ არგებს თავის პატრონს, პირიქით ის იქნება უბედურება მისთვის ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში და საიქიოშიც.
რა არის ამ რელიგიის(ისლამის) პრინციპები და მისი საფუძვლები?
ეს რელიგია გაადვილა ალლაჰმა თავის მსახურთათვის. მისი უდიდესი საფუძვლებიდან არის, რომ ირწმუნო ალლაჰი ღმერთად და ღვთაებად, ირწმუნო მისი ანგელოზები, მისი წიგნები, მისი შუამავლები, ბოლო დღე და ბედისწერა და დაამოწმო, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია. აღასრულო ლოცვა, გადაიხადო ზაქათი, თუ გაქვს ქონება, რომელზედაც გევალდებულება ზაქათის გადახდა, იმარხო რამადანში, რომელიც წელიწადში ერთი თვეა და ჰაჯობა ალლაჰისთვის ქააბაში, რომელიც ააშენა იბრაჰიმ შუამავალმა (ალლაჰის მშვიდობა მას) მისი ღმერთის ბრძანებით, თუ გაგიადვილდა მისი შესრულება.
და თავს იკავებ იმისგან, რაც ალლაჰმა შენთვის აკრძალა: მრავალღმერთიანობისგან, ადამიანის მკვლელობისგან, მრუშობისგან, აკრძალული ქონების შეჭმისგან, მშობლებზე დაუმორჩილებლობისგან და ალკოჰოლის დალევისგან, რის შედეგადაც მოიპოვებ შინაგან სიმშვიდეს, ბედნიერებასა და წარმატებას ამქვეყნად. ხოლო განკითხვის დღეს ალლაჰი მოგანიჭებს მარადიულ ნეტარებას და სამუდამო ცხოვრებას სამოთხეში.
ისლამი ყველა ხალხის რელიგიაა თუ ერთი რასის რელიგია?
ისლამი - ალლაჰის რელიგიაა ყველა ხალხისთვის, და არ აქვთ ადამიანებს ერთმანეთზე უპირატესობა, გარდა ღვთისმოშიშობითა და კეთილი საქმეებით. ისლამში ყველა ადამიანი თანაბარია.
როგორ გაიგეს ადამიანებმა შუამავლების გულწრფელობა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მათ)?
ადამიანებმა შუამავლების გულწრფელობა მრავალი გზით გაიგეს:
მათ მიერ მოტანილი ჭეშმარიტებასა და სწორ ხელმძღვანელობას იღებს საღი გონება და ჯანსაღი ადამიანური ბუნება. აზროვნება ამტკიცებს მათ სიკეთეს. არავის, გარდა შუამავლებისა არ შეუძლია მოიტანოს იმის მსგავსი, რაც მათ მოიტანეს.
მოციქულების მოტანილი ჭეშმარიტება ადამიანების სარწმუნოებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას ასწორებს, მათი საქმეების გამართვასა და ცივილიზაციის აშენებას უზრუნველყოფს და ასევე, მათ სარწმუნოებას, გონებას, ქონებასა და ღირსებას იცავს.
ალლაჰის გზავნილები (მშვიდობა მათ) არ ითხოვდნენ საზღაურს ადამიანებისგან იმისთვის, რაზეც მიუთითეს მათ სიკეთისა თუ სწორი გზისკენ. პირიქით, ისინი ელოდნენ საზღაურს მხოლოდ თავიანთ ღმერთისგან.
ის, რითაც მოვიდნენ მოციქულები იყო ჭეშმარიტი მრწამსი, რომელშიც ეჭვი არ არის, არ ეწინააღმდეგებოდა ისინი ერთმანეთს და არ იყო გაუგებარი. ყველა მოციქულს სჯეროდა მათ წინ მყოფი შუამავლების და მოუხმობდნენ იმისაკენ, რისკენაც მოუხმობდნენ ისინი ვინც მათზე წინ იყვნენ.
ალლაჰი ეხმარებოდა შუამავლებს (მშვიდობა მათ) ცხადი აიათებითა და სასწაულებით, რომლებსაც ღმერთი მათ ხელით ახდენდა, რათა ყოფილიყო ის სასწაულები მოწმედ იმ სიმართლისა რომ ისინი (მოციქულები) ალლაჰიდან გზავნილები იყვნენ. შუამავლების სასწაულთაგან ყველაზე უდიდესი სასწაული შუამავლების ბეჭედის მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) წმინდა ყურანია.
რა არის წმინდა ყურანი?
წმინდა ყურანი სამყაროების ღმერთის წიგნია. ის ალლაჰის სიტყვაა, რომელიც ჩამოჰქონდა მუჰამმად შუამავალთან მთავარ ანგელოზ ჯიბრიილს (მშვიდობა მას) და მასში არის ყველაფერი, რითაც დაავალდებულა ალლაჰმა ადამიანები: შეცნობა ღმერთის, მისი ანგელოზების, წიგნების, შუამავლების, განკითხვის დღისა და ბედისწერის მისი სიკეთით და სიბოროტით.
მასში არის სავალდებულო ღვთისმსახურებები და აკრძალვები, რომლებისგანაც საჭიროა სიფრთხილე, საუკეთესო და მოუწონარი ზნეობა და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ადამიანის რწმენასთან თუ ამქვეყნიურ საქმიანობასთან. ის არის საოცრება წიგნი, რომლითაც ალლაჰმა გამოიწვია ადამიანები, რომ მოიტანონ მისი მსგავსი. ის არის დაცული განკითხვის დღემდე იმ ენით, რომლითაც გარდმოევლინა და არ დააკლდება მას ერთი ასოც და არ შეიცვლება მისგან ერთი სიტყვაც.ჭეშმარიტად, რომელმაც შექმნა ადამიანი სუსტი წყლის წვეთისგან(სპერმისგან) შემძლეა, რომ გააცოცხლოს განსჯის დღეს, განსაჯოს ის და დააჯილდოვოს სიკეთით თუ სიკეთე უკეთებია და სიავით თუ სიავე უკეთებია.
რა არის მტკიცებულება აღდგომასა და ანგარიშგებაზე?
რომელმაც შექმნა ცები, მიწა და ვარსკვლავები, შემძლეა დააბრუნოს პირველივე ფორმაში ადამიანი მისი სიკვდილის შემდეგ იმიტომ, რომ ალლაჰისთვის ადამიანის მეორედ შექმნა ცებისა და მიწის შექმნაზე უფრო იოლია.
ნუთუ ვერ ხედავ მკვდარ მიწას, რომელშიც არ არის სიცოცხლე და როცა გარდმოევლინება მასზე წვიმა აყვავდება და გაცოცხლდება ყოველი მცენარე. ჭეშმარიტად, ვინც აცოცხლებს ამ ფორმით ის შემძლეა, რომ გააცოცხლოს მკვდრები.
რა იქნება განკითხვის დღეს ?
ძლევამოსილი და დიდებული ღმერთი გამოიყვანს მათი საფლავებიდან ქმნილებებს, შემდეგ განსჯის მათ მათი საქმეებით, და ვინც ირწმუნა და დაიჯერა შუამავლების, შეიყვანს მათ სამოთხეში, რომელშიც მარადიული ნეტარებაა, რომლის სიდიადეზეც ვერც კი იფიქრებს ადამიანი, ხოლო რომელთაც უარყვეს - შეიყვანს მათ ჯოჯოხეთში, სადაც არის მარადიული ტანჯვა, რომელსაც ადამიანი ვერც კი წარმოიდგენს, და თუ შევიდა ადამიანი სამოთხეში ან ჯოჯოხეთში, ის მასში არ მოკვდება არასდროს და დარჩება მასში მარადიულად ან ნეტარებაში ან ტანჯვაში.
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა, შემწყალებლისა შეეკითხე შენს თავს: ვინ შექმნა ცები, მიწა და რაც მათ შორისაა უდიდესი ქმნილებათაგან? ვინ შექმნა ეს ზუსტი და დახვეწილი სისტემა, რაც მათშია?
წიგნი "ისლამი ალლაჰის მოციქულთა რელიგიაა" წარმოადგენს ისლამის მოკლე აღწერას მის არსში, როგორც წმინდა ერთღმერთიანობის რელიგიას, რომელსაც სწამს ერთადერთი ალლაჰის და მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როგორც ბოლო წინასწარმეტყველის, ის ამყარებს სამართლიანობისა და თანასწორობის ღირებულებებს, სწამს ანგელოზების და სამსჯავროს დღის, და არის ბუნების თანხმოვანი და გონივრული რელიგია, რომელიც მოუწოდებს სრულ მორჩილებას ალლაჰისადმი, რის შედეგადაც მიიღწევა ბედნიერება როგორც ამქვეყნად, ისე მომავალ ცხოვრებაში.
"ისლამი სრულყოფილი რელიგიაა". ეს არის ლექცია, რომელიც განმარტავს ისლამის სრულყოფილებას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მასში განხილულია ყურანის აიათები, რომლებიც ხაზს უსვამს თაუჰიდის, კეთილი საქმეების, ეკონომიკის, პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელობას. ასევე, განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა მუსლიმთა სისუსტე და ურწმუნოთა ბატონობა მათზე. ლექცია ადასტურებს, რომ ისლამმა კაცობრიობის ყველა გამოწვევისთვის ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებები წარმოადგინა.
აბსოლუტურად ყველაფერი მიუთითებს შემქმნელის არსებობაზე. ვინ შექმნა ცები და მიწა და რაც მათ შორისაა უდიდეს ქმნილებათა შორის, რომლის დაფარვაც შეუძლებელია? ვინ შექმნა ეს ზუსტი და დახვეწილი სისტემა ცაში და დედამიწაზე? ვინ შექმნა ადამიანი და უწყალობა მას სმენა, ხედვა, აზროვნება და ქმნა შემძლედ გაგების და მოპოვების, რომ მიაღწიოს ჭეშმარიტებას? როგორ ახსნით ზუსტად შექმნილი შენი სხეულის დახვეწილ ნაწილებს ან სხვა ცოცხალი არსებების სხეულებს? და ვინ შექმნა ისინი? როგორ რეგულირდება და მტკიცედ დგას ეს უდიდესი არსებობა იმ ზუსტი და სრულყოფილი კანონით ამდენი საუკუნეების განმავლობაში?