Skip to content

ვინც მიატოვა ნაშუადღევის ლოცვა, მისი საქმეები ფუჭი იქნება

გადმოცემულია ბურაიდა იბნ ალ-ჰუსაიბისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ მან თქვა:

იჩქარეთ ნაშუადღევის ლოცვის შესრულება, რადგან შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვინც მიატოვა ნაშუადღევის ლოცვა, მისი საქმეები ფუჭი იქნება».

بَكِّرُوا بِصَلَاةِ الْعَصْرِ، فَإِنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ قَالَ: «مَنْ تَرَكَ صَلَاةَ الْعَصْرِ فَقَدْ حَبِطَ عَمَلُهُ».

გადმოსცა ალ-ბუხარიმ
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გააფრთხილა ნაშუადღევის (შუადღის შემდგომის ლოცვა) ლოცვის შეგნებულად დაგვიანება თავისი დროიდან, რადგან ვინც შეგნებულად დააგვიანებს მას - მისი საქმეები გაბათილდება, გაუქმდება და ფუჭად ჩაივლის.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

ნაშუადღევის ლოცვის თავის დროზე შესრულებისკენ მოწოდება და დაუყოვნებლივ შესრულება მისი დროის დადგომისთანავე.

მკაცრი გაფრთხილება მას ვინც, მიატოვა ნაშუადღევის ლოცვა. მისი დროის გადაწევა და გამოტოვება უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე სხვების, რადგან ის არის შუა ლოცვა და მისთვის განსაკუთრებული ბრძანება არსებობს უზენაესის სიტყვებში: «დაიცავით ლოცვები და შუა ლოცვა, და მოკრძალებით დადექით ალლაჰის წინაშე». [ალ-ბაყარა: 238]

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (1/ 115) (553).

მუსნად აჰმად (38/ 152) (23045).

მეტი... (9)

شرح رياض الصالحين.

لابن عثيمين (5/ 56).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

لمصطفى الخِن وغيره (2/ 777).

فيض القدير شرح الجامع الصغير (3/ 206).

بهجة الناظرين.

لسليم الهلالي (2/ 260).

تطريز رياض الصالحين.

لفيصل آل مبارك (ص614).