ჭეშმარიტად, ადამის შვილების გულები მოწყალის (არ-რაჰმანის) თითებიდან ორ თითს შორის არის, როგორც ერთი გული, და ის მათ აბრუნებს, როგორც ინებებს
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრ იბნ ალ'აასისგან (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი): გავიგონე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა:
«ჭეშმარიტად, ადამის შვილების გულები მოწყალის (არ-რაჰმანის) თითებიდან ორ თითს შორის არის, როგორც ერთი გული, და ის მათ აბრუნებს, როგორც ინებებს». შემდეგ ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ო, ალლაჰ, გულთა შემბრუნებელო, მოაბრუნე ჩვენი გულები შენს მორჩილებაზე!»
«إِنَّ قُلُوبَ بَنِي آدَمَ كُلَّهَا بَيْنَ إِصْبَعَيْنِ مِنْ أَصَابِعِ الرَّحْمَنِ، كَقَلْبٍ وَاحِدٍ، يُصَرِّفُهُ حَيْثُ يَشَاءُ» ثُمَّ قَالَ رَسُولُ اللهِ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «اللهُمَّ مُصَرِّفَ الْقُلُوبِ صَرِّفْ قُلُوبَنَا عَلَى طَاعَتِكَ».
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გავმცნო, რომ ჭეშმარიტად ყველა ადამიანის გული, მოწყალის თეთებიდან ორ თითს შორის არის, როგორც ერთი გული, და ის მათ მოაქცევს საითაც ის ინებეს; თუ ინებეს დაადგენს მათ ჭეშმარიტებაზე, და თუ ინებებს ააცდენს მათ ჭეშმარიტებას, მისი გავლენა ყველა გულზე ისეთივეა, როგორც ერთზე. უზენაესი ალლაჰისთვის ერთი მდგომარეობა მეორე მდგომარეობიდან შემაბრკოლებელი არ არის, შემდეგ გააკეთა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვედრება და თქვა: ღმერთო, გულთა შემბრუნებელო, ზოგჯერ მორჩილებაში მოგყავს ისინი, ზოგჯერ კი ცოდვებზე მოაქცევ მათ, ზოგჯერ შენს ხსენებაზე, ზოგჯერ კი უგულისყურობაში ტოვებ მათ, მაშ მოაქციე ჩვენი გულები შენს მორჩილებაში.
ბედისწერის დადასტურება და იმის აღიარება, რომ ალლაჰი თავის მონათა გულებს იმ გზით წარმართავს, რაც მათთვის დაადგინა.
აუცილებელია, მუსლიმი ყოველთვის სთხოვდეს თავის ღმერთს სიმტკიცეს სწორ და ჭეშმარიტ გზაზე.
შიში ალლაჰის წინაშე და იმედის მხოლოდ მის მიმართ დაყენება, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი.
ალ-აჯურრიმ თქვა: «ჭეშმარიტების მიმდევრები აღწერენ ალლაჰს, უზენაესს, ისე, როგორც მან საკუთარი თავი აღწერა, და ისე, როგორც მისი მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აღწერდა მას, და ისე, როგორც მისი საჰაბები (ალლაჰი იყოს მათით კმაყოფილი) აღწერდნენ. ეს არის იმ სწავლულთა მეთოდი, რომლებიც მიჰყვებოდნენ და არ იგონებდნენ სიახლეს. ამგვარად, აჰლუ სუნნას მიმდევრები ადასტურებენ ალლაჰის იმ სახელებსა და თვისებებს, რომლებიც მან საკუთარი თავისთვის მიაწერა, ყოველგვარი დამახინჯების, უარყოფის, დეტალური ახსნის ან მსგავსების გარეშე. ისინი უარყოფენ ალლაჰისგან იმას, რაც მან საკუთარი თავისთვის უარყო, და ჩუმად რჩებიან იმაზე, რაც არც უარყოფილა და არც დამტკიცებულა. ამის დასტურია უზენაესი ალლაჰის სიტყვები: {არაფერია მისი მსგავსი, და ის ყოვლისმსმენია, ყოვლიმხედველია}. [სურა აშ-შურა: 11]».
საჰიჰ მუსლიმ (4/ 2045) (2654).
მეტი... (4)
المنهاج شرح صحيح مسلم بن الحجاج.
للنووي (16/ 204).
فيض القدير شرح الجامع الصغير.
للمناوي (2/ 379).
Cited in books
11 Booksმეტი... (10)
- أدعية جامعةأدعية جامعة (للحرمين)22. «اللَّهُمَّ مُصَرِّفَ الْقُلُوبِ صَرِّفْ قُلُوبَنَا عَلَى طَاعَتِكَ».
- الدعاء من الكتاب والسنة الدعاء ويليه العلاج بالرقى من الكتاب والسنة (للوزارة)69- ((اللَّهُمَّ مُصَرِّفَ القُلُوبِ صَرِّفْ قُلُوبَنَا عَلَى طَاعَتِكَ)).
- الدعاء ويليه العلاج بالرقى من الكتاب والسنةالدعاء من الكتاب والسنة69- «اللَّهُمَّ مُصَرِّفَ القُلُوبِ صَرِّفْ قُلُوبَنَا عَلَى طَاعَتِكَ»[31].
- الذكر والدعاء والعلاج بالرقي من الكتاب والسنة"اللهم مُصَرِّف القلوب صرف قلوبنا على طاعتك" .
- المختصر في آداب السفر وصفة الحج والعمرة وآداب الزيارة والأدعية الجامعة مع ملحق بالفتاوى والمخالفات4- أدعية جامعة (للحرمين)«اللَّهُمَّ مُصَرِّفَ الْقُلُوبِ صَرِّفْ قُلُوبَنَا عَلَى طَاعَتِكَ».
- تطبيق القرآن والأذكارأدعية النبي صلى الله عليه وسلم 69- ((اللَّهُمَّ مُصَرِّفَ القُلُوبِ صَرِّفْ قُلُوبَنَا عَلَى طَاعَتِكَ))[83].
- رياض الصالحينرياض الصالحين مع فوائد وهدايات - 7«اللهم مُصَرِّفَ القُلُوبِ صَرِّفْ قُلُوبَنَا علىٰ طاعتِكَ».
- موسوعة الإيمان«إِنَّ قُلُوبَ بَنِي آدَمَ كُلَّهَا بَيْنَ إِصْبَعَيْنِ مِنْ أَصَابِعِ الرَّحْمَنِ، كَقَلْبٍ وَاحِدٍ يُصَرِّفُهُ حَيْثُ يَشَاءُ».
- موسوعة الإيمان«إِنَّ قُلُوبَ بَنِي آدَمَ كُلَّهَا بَيْنَ إِصْبَعَيْنِ مِنْ أَصَابِعِ الرَّحْمَنِ».
- نبراس طالب (1)1«إِنَّ قُلُوبَ بَنِي آدَمَ كُلَّهَا بَيْنَ إِصْبَعَيْنِ مِنْ أَصَابِعِ الرَّحْمَنِ، كَقَلْبٍ وَاحِدٍ، يُصَرِّفُهُ حَيْثُ يَشَاءُ»