ადამიანები იქნებიან სიკეთეში მანამ, სამან დააჩქარებენ იფტარს
საჰლ ბინ სა'დ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ადამიანები იქნებიან სიკეთეში მანამ, სამან დააჩქარებენ იფტარს».
«لَا يَزَالُ النَّاسُ بِخَيْرٍ مَا عَجَّلُوا الْفِطْرَ».
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამცნო, რომ ადამიანები მანამ იქნებიან სიკეთეში, სანამ ისინი დააჩქარებენ იფტარს (მარხვის გახსნას) მარხვის დროს, მას შემდეგ როდესაც მზე ჩავა; ამ ყველაფერში არის სუნნაზე მიყოლა და მის დადგენილ საზღვარზე გაჩერება.
ან-ნავავიმ თქვა: «მასში არის მოწოდება მარხვის გახსნის დაჩქარებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც მზე ჩავა, ამის მნიშვნელობა კი შემდეგია: ამ უმმას მდგომარეობა იქნება დალაგებული და ისინი იქნებიან სიკეთეზე მანამ, სანამ დაიცავენ ამ სუნნას და როცა დაიწყებენ მის დაგვიანებას, ეს იქნება უბედურების ნიშანი, რომელშიც აღმოჩნდებიან».
ხალხის სიკეთეში ყოფნა დაკავშირებულია სუნნაზე მიყოლასთან, ხოლო საქმეების გაფუჭება – სუნნას ცვლილებასთან.
წინააღმდეგობა წიგნის ხალხსა და ბიდ’ათის მიმდევრებს, რადგან ისინი იფთარს აგვიანებენ.
იბნ ჰაჯარმა თქვა: «ამ ჰადისში განიმარტება ამ ბრძანების მიზეზი». ალ-მუჰალლაბმა თქვა: «მისი სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ არ დაემატოს ღამე დღეს, და ასევე იმაში, რომ ეს უფრო მარტივია მარხულისთვის და აძლევს მას მეტ ძალას თაყვანისცემისთვის. სწავლულებმა ერთსულოვნად განაცხადეს, რომ იფთარის დაჩქარება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც დადასტურდება მზის ჩასვლა, იქნება ეს პირდაპირი დაკვირვებით თუ ორი სამართლიანი მოწმის ჩვენებით (ხოლო უპირატესი აზრით – თუნდაც ერთი სამართლიანი მოწმის ჩვენებით)».
იბნ ჰაჯარმა თქვა: «გაფრთხილება: ამ დროში გამოგონილი საზიზღარი ბი'დაა (სიახლეა), რომ რამადანის თვეში მეორე აზანი ფაჯრის წინ დაახლოებით ოციოდე წუთით ადრე წარმოითქმება და იმავდროულად ქრება განათება, რაც უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ საკვების და სასმელის მიღება მარხვის მსურველთათვის აკრძალულია. ეს ბიდ’ათის შემომტანებმა მოიგონეს, თითქოსდა თაყვანისცემაში სიფრთხილის მიზნით. მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ერთეულმა იცის, და ამან გამოიწვია ის, რომ ისინი აზანს მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ გარკვეული დაყოვნებით წარმოთქვამენ, რათა, თითქოს, დრო უფრო ზუსტად განსაზღვრონ. ამგვარად, მათ დააგვიანეს იფთარი, დააჩქარეს სუჰური, შეეწინააღმდეგნენ სუნნას, რის შედეგადაც მათგან სიკეთე შემცირდა და ბოროტება გაიზარდა. ალლაჰია ერთადერთი შემწე».
საჰიჰ ალ-ბუხარი (3/ 36) (1957).
საჰიჰ მუსლიმ (2/ 771) (1098).
მეტი... (6)
تيسير العلام.
لعبد الله البسام (ص335).
تنبيه الأفهام شرح عمدة الإحكام.
لابن عثيمين (3/ 442).
خلاصة الكلام على عمدة الأحكام.
لفيصل آل مبارك (ص155).
Cited in books
9 Booksმეტი... (9)
- أسئلة وأجوبة عن شهر رمضان للصغار، ولا يستغني عنها الكبار«لَا يَزَالُ النَّاسُ بِخَيْرٍ مَا عَجَّلُوا الْفِطْرَ»
- الصيام ومجموعة أسئلة في أحكامه«لَا يَزَالُ النَّاسُ بِخَيْرٍ مَا عَجَّلُوا الفِطْرَ»[48].
- المنتقى من المتجر الرابح في ثواب العمل الصالح - المعتمدالمنتقى من المتجر الرابح في ثواب العمل الصالح“لا يزال الناس بخير ما عجلوا الفطر”.
- تطبيق القرآن والأذكارسنن الصيام (لا يزال الناس بخير ما عجَّلوا الفطر)[3].
- رياض الصالحينرياض الصالحين مع فوائد وهدايات - 6«لا يزالُ النَّاسُ بخيرٍ مَا عَجَّلُوا الفطرَ».
- سنن الصيام - من كتاب الفقه الميسرسنن الصيام(لا يزال الناس بخير ما عجَّلوا الفطر)[3].
- مجموعة زاد الفقه (3)الفقه 3«لا يزالُ الناسُ بخيرٍ ما عَجَّلوا الفِطْرَ».
- مشروع المنهج التعليميمادة الفقه مستوى 3«لاَ يَزَالُ النَّاسُ بِخَيْرٍ مَا عَجَّلُوا الفِطْرَ»
- نصوص مختارة للرمضانلا يزال الناس بخير ما عَجَّلُوا الفطر