Skip to content

ჭეშმარიტად, სამართლიანები ისხდებიან სინათლის მინბარებზე ალლაჰის წინაშე, ყოვლადმოწყალე ალლაჰის მარჯვენა მხარეს, რომლის ორივე ხელიც არის მარჯვენა

გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ 'ამრისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი) თქვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას):

«ჭეშმარიტად, სამართლიანები ისხდებიან სინათლის მინბარებზე ალლაჰის წინაშე, ყოვლადმოწყალე ალლაჰის მარჯვენა მხარეს, რომლის ორივე ხელიც არის მარჯვენა, და ისინი იქნებიან, ვინც სამართლიანობას იჩენდნენ თავიანთ სასამართლოებში, ოჯახებში და ყველასთან, ვინც მათ მფლობელობაში იყო».

«إِنَّ الْمُقْسِطِينَ عِنْدَ اللهِ عَلَى مَنَابِرَ مِنْ نُورٍ، عَنْ يَمِينِ الرَّحْمَنِ عَزَّ وَجَلَّ، وَكِلْتَا يَدَيْهِ يَمِينٌ، الَّذِينَ يَعْدِلُونَ فِي حُكْمِهِمْ وَأَهْلِيهِمْ وَمَا وَلُوا».

გადმოსცა მუსლიმმა
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ ისინი, ვინც სამართლიან და ჭეშმარიტ გადაწყვეტილებებს იღებენ მათზე დაქვემდებარებულ ადამიანებს შორის, ისევე როგორც თავიანთ ახლობლებს შორის, აღდგომის დღეს დასხდებიან მაღალ და ამაღლებულ ადგილებზე, რომლებიც სინათლისგან არის შექმნილი, ჯილდოს საზღაურად განკითხვის დღეს. და ეს მინბარები მდებარეობს ყოვლადმოწყალისა და უზენაესის მარჯვნივ, ხოლო მისი ორივე ხელი მარჯვენაა.

სიტყვების მნიშვნელობა

المقسطين: العادلين.

في حكمهم: في قضائهم.

ما وَلُوا: الذي كانت لهم عليه ولاية.

ჰადისის სარგებლობიდან

სამართლიანობის სიკეთე და მისკენ მოწოდება.

სამართლიანობა გულისხმობს საერთოს, ის მოიცავს მთელ სახელმწიფოს და სამართლიანობას ადამიანებს შორის, როგორიცაა სამართლიანობა ცოლებს, შვილებს და სხვ.შორის.

სამართლიანი ადამიანების მდგომარეობა განკითხვის დღეს.

მორწმუნეების ხარისხების განსხვავება აღდგომის დღეს იქნება მათი საქმეების მიხედვით.

წახალისების მეთოდი ერთ-ერთია ისლამისკენ მოწოდების მეთოდებიდან, რომელიც მოუწოდებს ადამიანს მორჩილებისკენ.

წყაროები

საჰიჰ მუსლიმ (3/ 1458) (1827).

მეტი... (10)

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

لمجموعة من الباحثين (1/ 547).

تطريز رياض الصالحين.

لفيصل المبارك (ص428).

كنوز رياض الصالحين.

لمجموعة من الباحثين (9/ 314).

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (1/ 710).

شرح رياض الصالحين.

لابن عثيمين (3/ 640).