Skip to content

წარმატებულია ის, ვინც ისლამი მიიღო, მიიღო საკმარისი სარჩო და ალლაჰმა დააკმაყოფილა იმით, რაც მას მისცა

გადმოცემულია აბდულლაჰ ბინ ამრ ალ-'აასისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«წარმატებულია ის, ვინც ისლამი მიიღო, მიიღო საკმარისი სარჩო და ალლაჰმა დააკმაყოფილა იმით, რაც მას მისცა».

«قَدْ أَفْلَحَ مَن أَسْلَمَ، وَرُزِقَ كَفَافًا، وَقَنَّعَهُ اللَّهُ بما آتَاهُ».

გადმოსცა მუსლიმმა
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ წარმატებულია და გამარჯვებულია ის, ვინც თავის ღმერთს დაემორჩილა, მართალ გზას მიაღწია და ისლამით დაჯილდოვდა. მას მიეცა ჰალალი სარჩო თავისი საჭიროების შესაბამისად – არც მეტი და არც ნაკლები, და ალლაჰმა მას მისცა კმაყოფილება და გულმოდგინება იმით, რაც უბოძა.

ჰადისის სარგებლობიდან

ადამიანის ბედნიერება მისი რელიგიის სრულყოფილებაში, საკმარისი სარჩოს მიღებასა და იმით კმაყოფილებაშია, რაც ალლაჰმა მას უბოძა.

მოწოდება იმით კმაყოფილებისკენ, რაც ამქვეყნად მოგვეცა, ისლამთან და სუნნასთან ერთად.

წყაროები

საჰიჰ მუსლიმ (2/ 730) (1054).

მეტი... (6)

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (1/ 447).

فيض القدير شرح الجامع الصغير.

للمناوي (4/ 508).

تحفة الأحوذي بشرح جامع الترمذي.

لأبي العلا المباركفوري (7/ 11).