ნუ შეურაცხყოფთ გარდაცვლილებს, რადგან მათ უკვე მიიღეს ის, რაც დაიმსახურეს
აიშასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოცემულია, რომ მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ნუ შეურაცხყოფთ გარდაცვლილებს, რადგან მათ უკვე მიიღეს ის, რაც დაიმსახურეს».
«لَا تَسُبُّوا الْأَمْوَاتَ، فَإِنَّهُمْ قَدْ أَفْضَوْا إِلَى مَا قَدَّمُوا».
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს გარდაცვლილთა შეურაცხყოფის და მათი ღირსების შელახვის აკრძალვას. ეს ცუდი ზნეობის ერთ-ერთი ნიშანია, რადგან გარდაცვლილებმა უკვე მოიპოვეს ის, რასაც თავისმა კეთილმა თუ უკეთურმა საქმეებმა მიუსაჯა. ამასთან, მათი გაკიცხვა მათამდე არ აღწევს, ის მხოლოდ ცოცხლებს ავნებს.
أفضوا إلى ما قدموا : صاروا إلى ما قدموا من أعمالهم.
ეს ჰადისი არის მტკიცებულება იმისა, რომ გარდაცვლილთა შეურაცხყოფა აკრძალულია.
გარდაცვლილთა გაკიცხვის თავიდან აცილება ითვალისწინებს ცოცხლების ინტერესს და იცავს საზოგადოების კეთილდღეობას მტრობისა და ურთიერთსიძულვილისგან.
მისი აკრძალვის სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ მათ უკვე მოიპოვეს თავიანთი საქმეების საზღაური, ამიტომ მათი შეურაცხყოფა უაზრობაა. ეს მხოლოდ ტკივილს აყენებს მათ ცოცხალ ახლობლებს და არ მოაქვს არანაირი სარგებელი.
ადამიანს არ შეშვენის იმის თქმა, რასაც არ მოაქვს არანაირი სარგებელი.
საჰიჰ ალ-ბუხარი (2/ 104) (1393).
მეტი... (6)
فتح ذي الجلال والاكرام بشرح بلوغ المرام.
لابن عثيمين (2/ 631).
منحة العلام في شرح بلوغ المرام.
لعبد الله الفوزان (4/ 385).
توضيح الأحكام من بلوغ المرام.
للبسام (3/ 277).