ჭეშმარიტად, ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობას და თქვენს ქონებას, მაგრამ, ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს
აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ჭეშმარიტად, ალლაჰი არ უყურებს თქვენს გარეგნობას და თქვენს ქონებას, მაგრამ, ის უყურებს თქვენს გულებს და საქმეებს».
«إِنَّ اللهَ لَا يَنْظُرُ إِلَى صُوَرِكُمْ وَأَمْوَالِكُمْ، وَلَكِنْ يَنْظُرُ إِلَى قُلُوبِكُمْ وَأَعْمَالِكُمْ».
შუამავალი (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) განმარტავს, რომ ალლაჰი არ უყურებს მისი მონების გარეგნობას, მათ სხეულებს, ლამაზია თუ უშნო, დიდია თუ პატარა, ჯანმრთელია თუ ავადმყოფი. და არ უყურებს მათ ქონებას, ბევრია თუ ცოტაა, რადგან ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰი არ სთხოვს თავის მონებს პასუხს მსგავს საკითხებში და არ ითხოვს ანგარიშს ამ მახასიათებლების მიხედვით. ის უყურებს მათ გულებს და იმას, არის თუ არა მასში ღვთისმოშიშობა, მტკიცე რწმენა, გულწრფელობა და სიმართლე, თუ ფარისევლობა და ამპარტავნებაა. ასევე, ის უყურებს მათ საქმეებს, რამდენად სწორი ან ცოდვიანია ისინი; სჯის და აჯილდოებს მათ მიხედვით.
გულზე ზრუნვა და მისი გასწორება, ასევე მისი გაწმენდა ყოველგვარი დასაძრახი თვისებებისგან.
გულის გასწორება ხდება გულწრფელობის გზით, ხოლო საქმეების გასწორება — მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიყოლით. ეს ორი თვისება — გულწრფელობა და მოციქულის გზი დაცვა — სწორედ ისაა, რასაც უზენაესი ალლაჰი ითვალისწინებს.
ადამიანმა არ უნდა მოიტყუოს თავი თავისი სიმდიდრით, სილამაზით, სხეულით ან სხვა ამქვეყნიური სხვა რომელიმე ატრიბუტებით.
გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ადამიანი არ უნდა დაეყრდნოს მხოლოდ გარე ფაქტორებს შინაგანი მდგომარეობის გასწორების გარეშე.
საჰიჰ მუსლიმ (2564) (4/ 1986).
მეტი... (6)
بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.
لسليم الهلالي (1/ 40).
تطريز رياض الصالحين.
لفيصل المبارك (ص14).
نزهة المتقين شرح رياض الصالحين.
لمجموعة من الباحثين (1/ 25).
Cited in books
3 Booksმეტი... (3)
- الخطب المنبرية موسوعة الخطب المنبرية (القسم الثاني)«إِنَّ اللَّهَ لَا يَنْظُرُ إِلَىٰ صُوَرِكُمْ وَأَمْوَالِكُمْ، وَلَٰكِنْ يَنْظُرُ إِلَىٰ قُلُوبِكُمْ وَأَعْمَالِكُمْ»
- خطب تعظيم قدر الصلاة"إِنَّ اللهَ لَا يَنْظُرُ إِلَى صُوَرِكُمْ وَأَمْوَالِكُمْ، وَلَكِنْ يَنْظُرُ إِلَى قُلُوبِكُمْ وَأَعْمَالِكُمْ"
- مجموعة زاد التربية الإسلامية (4)التربية الإسلامية 4«إِنَّ الله لا يَنْظُرُ إلى صُوَرِكُمْ وَأَمْوالِكُمْ، وَلَكِنْ يَنْظُرُ إلى قُلُوبِكُمْ وَأَعْمالِكُمْ» وَأَشارَ بِأَصابِعِهِ إلى صَدْرِهِ.