ყველაზე მეტად იმ პირობების შესრულება გევალებათ, რომლითაც ნებადართული გახდა თქვენთვის ცოლები
გადმოცემულია 'უყბა იბნ 'აამირისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ყველაზე მეტად იმ პირობების შესრულება გევალებათ, რომლითაც ნებადართული გახდა თქვენთვის ცოლები».
«أَحَقُّ الشُّرُوطِ أَنْ تُوفُوا بِهِ مَا اسْتَحْلَلْتُمْ بِهِ الْفُرُوجَ».
შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს, რომ უპირველესად იმ პირობების შესრულებაა აუცილებელი, რომლებიც გახდნენ ქალთან სიამოვნების ნებადართულობის მიზეზი. ეს არის ნებადართული პირობები, რომლებსაც ითხოვს ქალი საქორწინო აქტის დადების დროს.
...:
მეუღლეები ვალდებულნი არიან შეასრულონ პირობები, რომლებიც მათ ერთმანეთთან შეთანხმებით დაავალდებულეს. გარდა იმ პირობებისა, რომლებიც ნებადართულს აკრძალულად აქცევს ან აკრძალულს ნებადართულად.
საქორწინო აქტის დროს დადებული პირობების შესრულება უფრო სავალდებულოა სხვებთან შედარებით, რადგან ამ პირობებით ხდება ქალი მამაკაცისთვის ნებადართული.
ქორწინებას ძალიან დიდი ადგილი უკავია ისლამში, რადგანაც მან დაავალდებულა მისი პირობების შესრულება.
საჰიჰ ალ-ბუხარი (3/ 190) (2721).
საჰიჰ მუსლიმ (2/ 1035) (1418).
მეტი... (4)
الإلمام بشرح عمدة الأحكام.
لإسماعيل الأنصاري (2/ 63).
تيسير العلام شرح عمدة الأحكام.
لعبد الله البسام (ص573).