Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

10 of 841 cards

Clear filters
«თქვენგან ვისაც შეუძლია ოჯახის რჩენა, დაე დაქორწინდეს, რადგან ჭეშმარიტად, ეს ეხმარება თვალების დაბლა დაშვებაში (აკრძალულისგან თავის არიდებაში) და სქესობრივი ორგანოების დაცვაში აკრძალულისგან. ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, დაე იმარხულოს, რადგან ჭეშმარიტად, მარხვა იქნება მისთვის [ცდუნებისგან დაცვის მსგავსად] დაცვა»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავისი სამწყემსოს წინაშე. მმართველი, რომელიც ხალხზეა დაყენებული მწყემსია და პასუხს აგებს მათზე. კაცი არის მწყემსი თავისი ოჯახის მიმართ და პასუხს აგებს მათზე. ქალი არის მწყემსი თავისი მეუღლის სახლისა და შვილების მიმართ და პასუხს აგებს მათზე. მონა არის მწყემსი თავისი ბატონის ქონების მიმართ და პასუხს აგებს მასზე. მოკლედ, ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავის სამწყემსოზე».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ქორწინება არ არის მოქმედი მეურვის თანხმობის გარეშე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
მე ვკითხე: "ო, ალლაჰის მოციქულო, რა არის ჩვენი ცოლის უფლება ჩვენზე?" მან მიუგო: «რომ აჭამო, როცა თავად ჭამ, და ჩააცვა, როცა თავად გაცვია ან თვად იმოსები, ნუ დაარტყამ სახეში, ნუ შეარცხვენ მას და ნუ მიატოვებ, გარდა სახლის შიგნით».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«რომელი ქალიც გათხოვდება თავისი მეურვის (ვალი) ნებართვის გარეშე, მისი ქორწინება(ნიქაჰი) ბათილია». (ეს სამჯერ გაიმეორა). «თუ ქმარმა მასთან თანაცხოვრება დაიწყო, მაჰრი მას ეკუთვნის იმ სიამოვნებისთვის, რაც ქმარმა მიიღო. ხოლო თუ მეურვეებთან უთანხმოება წარმოიშობა, მაშინ მმართველი იქნება იმ ქალის მეურვე, ვისაც მეურვე არ ჰყავს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«სრულყოფილი რწმენა აქვთ იმ მორწმუნეებს, რომლებიც გამოირჩევიან საუკეთესო ხასიათით, ხოლო თქვენგან საუკეთესონი არიან ისინი, ვინც საუკეთესოდ ეპყრობა საკუთარ ქალებს».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ვისაც ორი ცოლი ჰყავს და ერთს მეორეზე მეტ ყურადღებას აქცევს, აღდგომის დღეს მოვა და მისი სხეულის ერთი მხარე დახრილი იქნება»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლა საჭიროების დროს წარმოსათქმელი ხუტბა: ქება-დიდება ალლაჰს ჩვენ მას ვთხოვთ შეწევნას, მას ვთხოვთ მიტევებას, მას შევეფარებით ჩვენი სულების სიავისაგან, ვისაც ალლაჰი დაადგენს სწორ გზაზე, მას არ ჰყავს გზის ამბნევი, ვისაც ის აუბნევს გზას, მას არ ჰყავს სწორ გზაზე დამდგენი. ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰის, და ვამოწმებ, რომ მუჰამმედი მისი მსახური და შუამავალია, «ჰეი, ადამიანებო! გეშინოდეთ თქვენი ღმერთის, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ ერთი სულისგან, და გააჩინა მისგან მისი მეწყვილე (მეუღლე), და მათ ორისგან გაამრავლა უამრავი კაცი და ქალი. გეშინოდეთ ალლაჰის, რომლის სახელითაც მიმართავთ ერთმანეთს, და გეშინოდეთ ნათესაური კავშირების გაწყვეტისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ზედამხედველია თქვენი!» [ ან-ნისა:1]. «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით, და ისე არ მოკვდეთ, რომ არ იყოთ მუსლიმები!» [ალი იმრან : 102] «ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა და ჭეშმარიტი სიტყვა თქვით! რათა გამოასწოროს თქვენი საქმეები და გაპატიოს თქვენი ცოდვები. და ვინც ემორჩილება ალლაჰსა და მის შუამავალს, ჭეშმარიტად, მან დიად ნეტარებას მიაღწია!» [ალ-აჰზაბ : 70 - 71]
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა